ანეკდოტები
ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
ორი გურული შეხვდა ერთმანეთს:
– რაფერ ხარ?
– გადასარევად! შენ?
– მე გადევირიე უკვე!
***
სვანი ჩართავს კომპიუტერს და გაბრაზდება:
– მოკლედ, ტუალეტში გადაღებული იმდენი ფოტო დევს ამ „ფეისბუქზე”, მალე აქ შესვლა 20 თეთრი გახდება!.
***
მიხო ეკითხება მაროს:
– მარო, ვანუა სახლშია?
– არა, ქალაქში წავიდა!
– მამცემ?
– რაა? გაგიჟდი, მიხო?
– რათა ქალო, ლამაზი ხარ, ნაზუქივით, კაცი გულგრილი ვერ ჩაგივლის. ეგეთი გულქვა უნდა იყო?
– უი, დაგაყარე მეხი! მე მეგონა, ჭაჭასა მთხოვდი.
***
ცოლ-ქმარს ისეთი მაგარი სექსი ჰქონდათ, მეზობლები აივანზე სიგარეტს ეწეოდნენ.
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– ხვალ დილით ადრე მობრძანდებით, ოპერაციამდე ერთი საათით ადრე, მშიერი, არანაირი საკვების მიღება არ შეიძლება ოპერაციის წინ და ეს გაითვალისწინეთ.
პაციენტი:
– არც ყავის დალევა შეიძლება, ექიმო? ძალიან მიყვარს უზმოზე.
ექიმი:
– არც ყავა!
– რატომ, ნარკოზზე აღარ დამეძინება?
***
მეგრელი ურეკავს სვანს და ეუბნება: ტელეფონზე სალაპარაკო არ მაქვს და შენ ილაპარაკეო.
ნიკა არაბიძის ანეკდოტები
იმერელი მამა არიგებს შვილს ჭკუას:
– ისწავლე შვილო, რა გაკლია? აგერ, ეგნატე ნინოშვილი ისეთი გაჭირვებული იყო, ცივ ჭადს ჭამდა, მაგრამ ხომ ხედავ, რა კაცი დადგა და მის დაწერილს ახლაც სკოლაში გასწავლიან.
– ვერ ყოფილა, ეგ ეგნატე ნინოშვილი, მაინცადამაინც მოხერხებული ადამიანი, – მიუგო შვილმა.
– რატომ ვითომ? – გაოცდა მამა.
– რატომ და, ის ჭადი ცხელი არ ცხვებიდა? რას უცდიდა გაციებას.
ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები
– რა ღირს თუთიყუში?
– რომელი?
– აი, შუაში რომ ზის.
– 10 000 დოლარი.
– რა ამბავია? რას აკეთებს ასეთს?
– ეგ, უბრალო თუთიყუში კი არაა, „კაგებეს” არქივი იცის ზეპირად!
– კაი, მარჯვნივ რომ ზის, ის რა ღირს?
– ის გენაცვალე, 20 000 დოლარი ღირს, „ცეერუს” არქივი იცის ზეპირად!
– არ მინდა არც ეგ! აი, ის რა ღირს, ეგერ კუთხეში რომ ზის?
– ოო, ეგ 50 000 დოლარი!
– რა ამბავია? მაგან რაღა იცის ასეთი?
– ეგ არავინ იცის, მაგრამ ეს ორივე თუთიყუში მაგას „ბოსს” ეძახის!