როგორ მოიპოვა სანდოობის მაღალი გარანტია და საზოგადოების სრული ნდობა 80 წლის განმავლობაში კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო-კვლევითმა ეროვნულმა ცენტრმა
კანის და ვენსნეულებათა სამეცნიერო–კვლევითი ეროვნული ცენტრი თავისი არსებობის ოთხმოცწლიან ისტორიას ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მან სამართლიანად მოიპოვა საზოგადოების სრული ნდობა და მისი პაციენტების მადლიერება. ეროვნული ცენტრი მთლიანად პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს და მასში თავმოყრილი მიმართულებები უამრავი პრობლემის მოგვარებაში ეხმარება ადამიანებს.
ყველა სახის დერმატოკოსმეტოლოგიური პროცედურები, მეჭეჭების, პაპილომების, ქსანთელაზმების მოცილება, გაფართოებული სისხლძარღვების გაუფერულება. კანის, თმის, ფრჩხილების ნებისმიერი პათოლოგიის, დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი აპარატურითა და მეთოდებით... მხოლოდ ამ ინსტიტუტში ხდება ასაკობრივი ფერისმჭამელების ეფექტური მკურნალობა აპრობირებული მეთოდით... . ცენტრშივე შემოგთავაზებენ კანის გამაახალგაზრდავებელი პროცედურების სრულ კომპლექტს – სხეულის კორექციას ლიპოსაქციის გარეშე, მკერდის აწევა–გამკვრივებას უახლესი აპარატურული მეთოდით, ფიზიოთერაპიის მეთოდით ცელულიტის დაშლას განსაკუთრებით ეფექტურად...
მნიშვნელოვანია არასასურველი თმის მოცილება უსაფრთხოდ და უახლესი აპარატით. ცენტრში ეპილაცია სრულიად უმტკივნეულოდ ხდება.
კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული ცენტრი ლიდერია სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ასევე ლიდერია მამაკაცთა უშვილობის, ერექციული დისფუნქციის, პროსტატების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში. ცენტრში კლინიკური და ბიოქიმიური გამოკვლევები უახლესი აპარატურით ხორციელდება.
ცენტრის ოთხმოცწლიან მუშაობასა და იქ დანერგილ სიახლეებზე, კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო–კვლევითი ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი გიორგი გალდავა გვესაუბრა.
გიორგი გალდავა: თავისი არსებობის ოთხმოცი წლის განმავლობაში ჩვენმა კვლევითმა ეროვნულმა ცენტრმა სრულად შეინარჩუნა პროფილი და მიმართულება, რაც ადვილი არ ყოფილა. ისევე, როგორც ადვილი არ იყო ჩვენს დარგში ლიდერის სტატუსისა და საზოგადოების ნდობის მოპოვება. თვალს და ხელს შუა გაქრა პედიატრიის ინსტიტუტი, ნევროლოგიის ინსტიტუტი... მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი ამ პროფილით ოთხმოცი წლის წინ შეიქმნა და დღემდე აგრძელებს თავის ტრადიციებს. ეს სწორედ ის ცენტრია, რომელიც ადრე კონსტიტუციისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარეობდა. დღეს ცენტრი ფუნქციონირებს ახალ, ტექნოლოგიურად სრულად აჭურვილ და კომფორტულ შენობაში, ლუბლიანას 5 ნომერში, ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოს ტერიტორიაზე (295 46 43; 295 77 44)
– ოთხმოცწლიანი პასუხისმგებლობა გაწევთ მხრებზე, ბატონო გიორგი...
– (იღიმის) ძალიან ძნელია, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემამდე ცენტრს სათავეში ისეთი კორიფეები ედგნენ, როგორებიც იყვნენ: სიმონ მაჭავარიანი და ლუბა შეწირული, ბადრი ჩლაიძე. მათ შექმნეს ეს დარგი და სახელი გაუთქვეს. უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდნენ ისინი და არა მხოლოდ ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში. ქალბატონი ლუბა შეწირული პირველი ექიმი გახლდათ საბჭოთა კავშირიდან, რომელიც ამერიკის დერმატო–ვენეროლოგიურმა ასოციაციამ აღიარა. ამ ასოციაციის ნამდვილი წევრი იყო. ცენტრი დღესაც მუდმივად ვითარდება. ინერგება ახალი მეთოდები დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თვალსაზრისით, იწერება სამეცნიერო შრომები და რაც მთავარია, ყოველწლიურად შემოგვაქვს თანამედროვე, საუკეთესო, მაღალი სტანდარტების აპარატურა, რათა უფრო სრულფასოვანი და შედეგიანი გავხადოთ პაციენტთა მკურნალობა.
– დღემდე, როცა საუბარია კანისა და ვენსნეულებათა ცენტრზე, ჩვენი საზოგადოების ნაწილი, რატომღაც მხოლოდ ვენერიული დაავადებების დიაგნოსტიკას და მკურნალობას გულისხმობს. მაშინ, როცა ცენტრი მოიცავს როგორც კანის დაავადებების მკურნალობისა თუ მისი მოვლის, გამაახალგაზრდავებელი მეთოდების უდიდეს სპექტრს და ასევე, რესურსს.
– თავად დარგი დერმატოვენეროლოგია შეიქმნა და სახელწოდებაც შეირჩა ამერიკასა და ევროპაში. ამის საფუძველი იყო ის, რომ ზოგიერთ, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებას კლინიკური ნიშნები აქვს კანზე, პირის ღრუში. ამიტომაც გახდა აუცილებელი, ამ ორი დარგის შერწყმა და გაამართლა კიდეც. რაც შეეხება ჩვენს საზოგადოებას, ჯერ კიდევ არსებობს კომუნისტურ ეპოქაში ჩამოყალიბებული მენტალიტეტი, როცა მიაჩნდათ, რომ წესიერ ადამიანს არ სჭირდება პრეზერვატივი – მას არ გადაეცემა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები. საბჭოთა პაციენტი რომ ყველაზე ჯანმრთელი პაციენტი იყო, იმ ეპოქაზე მოგახსენებთ (იღიმის). დღეს სურათი მთლიანად შეცვლილია. აუცილებელი გახდა სქესობრივი განათლება და თანაც, ადრეულ ასაკში. ახლა ბევრმა იცის, რომ გარდატეხის ასაკში კანი საჭიროებს განსაკუთრებულ მკურნალობას და მოვლას. აუცილებელია ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტების ჩართვა. კანის ესთეტიკური იერსახის შესანარჩუნებლად მასზე პროფესიონალმა უნდა იზრუნოს. გარდა ამისა, არსებობს უამრავი ინფექციური დაავადება, რომელსაც არ სჭირდება სქესობრივი კონტაქტი ვინმესთან, რომ დაგემართოს. ერთ–ერთი პირველი ჩვენი ცენტრი იყო, სადაც ანდროლოგიური დეპარტამენტი შეიქმნა. მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობაში ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.
– ანუ, ცენტრში არის მაქსიმალური კომფორტი და სრული სერვისი...
– დღეს ეს აუცილებელია. ცენტრის მთელი კოლექტივი მუდმივად ზრუნავს კვალიფიკაციის ამაღლებაზე. ასევე, მუდმივად ვზრუნავთ დიაგნოსტიკური–სამკურნალო აპარატურის განახლებაზე. დღეს ჩვენ ვიყენებთ სრულიად ახალ მეთოდს ფსორიაზის სამკურნალოდ. ეს არის, ეგრეთ წოდებული სხივური თერაპიის მეთოდი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მსგავსი აპარატურა ჩვენს ცენტრს რომ აქვს, საქართველოში არ არსებობს. შეგვიძლია, ფსორიაზით დაავადებული პაციენტი გადავიყვანოთ ხანგრძლივი რემისიის სტადიაში. ჩვენი მომსახურება საკმაოდ ხელმისაწვდომია. კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო–კვლევით ცენტრში კომპლექსური გამოკვლევებიც და მკურნალობაც ძვირი არ არის.
– თქვენი ცენტრის ლოგოზე ორი ვარსკვლავი შევნიშნე...
– გასული წელი წარმატებული იყო ცენტრისთვის. ერთდროულად მოვიპოვეთ ორი საპატიო ტიტული: ორი ვარსკვლავი – დარგის ლიდერად გვაღიარეს და მაღალი რეპუტაციისა და ნდობისთვის საპატიო ჯილდოც მოვიპოვეთ. ეს ძალიან საამაყოა ჩვენთვის და კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც გვანიჭებს. თითოეული ექიმი, ცენტრის თითეული თანამშრომელი ზრუნავს იმაზე, რომ დაცული იყოს ჩვენი მთავარი პრინციპები – შევქმნათ მომავალი, ტრადიციების გათვალისწინებით. ანუ, აღვზარდოთ ახალი თაობა – ჩვენი მომავალი კვალიფიციური კადრი.