კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხიბლავთ ყველაზე მეტად ჩინურ კლუბში მისულებს ბედინაში და ვინ აცხოვრებს მას სამშობლოდან შორს ნამდვილი რეპერივით

რეპერმა ბედინამ, გამორჩეული ჩაცმისა და სიმღერის სტილით, მსმენელს თავი სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე დაამახსოვრა. თუმცა, ბოლო დროს, არსად ჩანდა და უამრავი კითხვაც გაჩნდა. როგორც აღმოჩნდა, მან ჩინეთში გააფორმა კონტრაქტი და ახლა იქ აგრძელებს გარეპვას. მართალია, უჭირს სამშობლოდან, უბნიდან, ოჯახისა და მეგობრებისგან შორს ყოფნა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, უღირს. იქ აფასებენ, ყველანაირ პირობას უქმნიან, აკეთოს საყვარელი საქმე. „ბოსი” კი, ძვირად ღირებული საჩუქრებითაც ანებივრებს. ახლა ბედინა შვებულებით იმყოფება სამშობლოში და სულ მალე, ისევ შორეულ ჩინეთში მიემგზავრება, სადაც ბევრი ადამიანი ელის მის სცენაზე გამოსვლას. 

 

ბედინა: ჩინეთში ნახევარ წელზე მეტი ვიყავი, ახლა კი შვებულებაში ვარ და საქართველოში ჩამოვედი. თან, სიდი-ალბომი გამოვუშვი, პრეზენტაციაც მქონდა. აბა, ჩინეთიდან, ხინკლის საჭმელად კი არ ჩამოვედი.

– ამბობ, საქართველოში ხინკლის საჭმელად არ ჩამოვედიო. დავიჯერო, იქ არ გენატრებოდა ქართული კერძები, შენი მეგობრები, ოჯახი და თუნდაც უბანი, სადაც ხშირად იდექი?

– რასაკვირველია, ეგ ყველაფერი მენატრებოდა, ხინკლის გარდა (იცინის). მაგრამ, ჩინეთში ისეთი პირობები მაქვს, მონატრებასაც ვერ ვასწრებ. ღამის კლუბებში ვრეპავ, მაგრამ ამისთვის, ნამდვილად არ ჩავსულვარ ამხელა გზაზე. კლუბებში დიჯეი უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ რომ ნახეს, როგორ ვრეპავ, გამოსვლები შემომთავაზეს. ახლა ჩემი „ბოსი” მყავს, ანუ ჩვენ ენაზე – პროდიუსერი. ყველაფერზე ის ზრუნავს – ჩაცმაზე, გადაადგილებაზე, კლუბში საღამოს დაგეგმვაზე. ვცხოვრობ პატარა ქართველი ნამდვილი რეპერივით ამხელა ჩინეთში. რომ მითხრეს, რეპი ინგლისურ ენაზე უნდა იმღეროო,  გავაპროტესტე: რას ამბობთ, სად ვიცი მაგდენი ინგლისური, ქართველებს ძლივს ვაგებინებდი ქართულად გარეპილს და ჩინელებს ჩემი ინგლისურად ნამღერი როგორ მოეწონებათ-მეთქი. მაგრამ, მასწავლებელი ამიყვანეს, წავიმეცადინე. მაგარი სტუდია მომცეს, სასტუმროში დამაბინავეს და ისეთი პირობები შემიქმნეს, რომ არ მესწავლა, სირცხვილიც იყო. მოვინდომე და ახლა პოპულარული ამერიკელი ცნობილი რეპერების ჰიპ-ჰოპებს „ვუბერავ” ღამის კლუბებში და კი ცეკვავენ ჩინელები. 

– დავიჯერო, შენი მოთხოვნები არ წაუყენე?

– როგორ არა! ვუთხარი, ქართველები, სცენაზე ცოტა თუ არ „ჩავურტყით”, ისე არ გავდივართ-მეთქი. მითხრეს, რა პრობლემაა, ჭიქა კონიაკი დაგხვდება კულისებშიო. რეპს ისე ვერ იმღერებ, თუ არ გახურდი და ცოტა არ „ჩაარტყი”. ამ სტილს თავისი ხასიათი, ენერგია და მოძრაობა უნდა სცენაზე. ფხიზელზე კი, ამას ვერ იზამ. თქვენ წარმოიდგინეთ, ქართულ სტილში, შავებში რომ დამინახეს, ჩაჩაჩული ჯინსის შარვლითა და გრძელი თმით, მითხრეს, ამ ფერის ტანსაცმელი უნდა გაიხადო, კლასიკურად ჩაიცვა და ამაზე ჩვენ ვიზრუნებთო. გავიხედე. მეორე დღეს, ორი მანქანა ტანსაცმელი მომიტანეს სასტუმროში. ახლა კლასიკურად გამოწყობილი ვმღერი. ასე მოითხოვს იქაური კლუბების ეტიკეტი. თუმცა, თმის ფერი არ შემიცვლია და არც ყური გამიხვრიტავს. სხვათა შორის, თავიდან სტაფილოსფერი და ვარდისფერი პიჯაკი მომიტანეს და გადავირიე (იცინის). ვუთხარი, მე ამ ფერებს და ბრჭყვიალა-ბრდღვიალა სამოსს ვერ ჩავიცვამ-მეთქი. მოკლედ, ერთმანეთს გადაულაპარაკეს: უფ, დაგვავიწყდა, ეს ხომ კავკასიელია და არ ეკადრებაო (იცინის). ახლა, ძირითადად, ნაცრისფერში მიკერავენ. 

– ანუ, თმის შეღებვა და ყურის გახვრეტაც მოგთხოვეს?

– აბა! ყური რა პრობლემაა, გავიხვრეტ, მაგრამ თმას არ შევიღებავ! ასე ვუთხარი და, აღარ შემეკამათნენ. ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი ქერა, ან მოწითალო-მოყვითალო-მოლურჯო თმაში და რა ვქნა?! ასეთი ნატურალურიც მიმიღეს, ბევრი მსმენელიც მყავს და ახლაც მელოდებიან როდის ჩავალ. თუ ბეჭდები მიკეთია და ჯაჭვები მაქვს ჩამოკიდებული, ეს მსიამოვნებს და „ჩემია”. მაგრამ, რაღაც-რაღაცეებს ვერ მივიღებ. საყურე არ არის ჩემი „ნაწილი” და რა ვქნა?!

– როგორ ფიქრობ, რით მოხიბლე ჩინეთის კლუბების სტუმრები?

– ჩინელები ქართული ენერგეტიკით, ხასიათითა და ვიზუალით მოვხიბლე. ჩინელები დაბლები არიან და მაღალი კაცი, თან დამახასიათებელი ცხვირით რომ დამინახეს, თვალში მოვხვდი. თავიდან, მიკვირდა ყველა ცხვირზე რომ მკიდებდა ხელს. მერე მითხრეს, თვითონ რომ არ აქვთ ცხვირი, იმიტომ გკიდებენ, პატივისცემის ნიშანიაო (იცინის). ასე რომ, ჩემი ცხვირი ჩინეთში საფირმო ნიშანია. ქუჩაში რომ მივდივარ, აშკარად განსხვავებული ვარ და ყურადღება რომ არ მომაქციონ, შანსი არ არის. სხვათა შორის, ჩინელები ძალიან სტუმართმოყვარე ხალხია. ცდილობენ, პატივი გცენ. ჰოდა, დამკიდეს „ჩინ-მედლები” და მეც ვიფერებ (იცინის).

– მართალია, რომ შენმა პროდიუსერმა ძვირადღირებული მანქანა გაჩუქა?

– დიახ, მაჩუქა და ამ მანქანით დავქრივარ ჩინეთის ქალაქებში. ყველაფერი, რაც მაქვს, მისი ნაჩუქარია, მარტო მანქანა კი არა. ჩინეთში საკუთარი სტუდიაც მაქვს, თავისი მაღალი დონის აპარატურით. მიხარია იქ მისვლა და სიმღერების ჩაწერა. „ბოსი” ახლაც სულ მირეკავს, რამე ხომ არ გინდა, ხომ არ გჭირდებაო. ყურადღებას მაქცევს. ასე რომ, „ბოსთან” სიტუაცია მოგვარებულია (იცინის). რომ მირეკავს, მეუბნება, დროზე ჩამოდი, კონტრაქტს ხელი მოაწერეო. აქ საქმეები მოვაგვარე და ალბათ, მალე წავალ.

– შენს ახალ ალბომს „ცირკი” ჰქვია. ეს ბავშვობაში დაბრუნებაა თუ პროტესტის გამოხატვის ახალი ფორმა?

– ბავშვობაში დაბრუნება არ არის, პროტესტია, იმის მიმართ, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ზოგადად, რეპში გინებაც მოსულა და პროტესტის გამოხატვაც სხვადასხვა ჟესტითა და სიტყვებით. მე სულ ასე გამოვხატავდი პროტესტს  არსებულ სიტუაციაზე. ახლა ცოტა შევარბილე. გული მტკივა, ყველა რომ იჩემებს საქართველო ჩემია, არა ჩემიაო. საქართველო ყველასია – ჩემიც, შენიც და მისიც! 

– ბედინა, რამდენი წლის ხარ?

– 38-ის გავხდი ჩინეთში.

– მერე, არ ფიქრობ, რომ დროა, დაოჯახდე?

– ჩემი პირადი ცხოვრება შემოქმედებაა. გვერდით საყვარელი ადამიანი კი არის აუცილებელი, მაგრამ ვერ მოვძებნე. როცა ცოლი უნდა მომეყვანა,  ქუჩაში ვიდექი და არ ვიყავი მზად. მერე „კურორტზე” ყოფნა მომიწია 5 წლით. 

– ერთხელ თქვი, „ვითომ” ქალიშვილ გოგონებს ვერ ვუგებ ამ ქალაქში და სოფელში უნდა ვეძიო ბედიო. ამაში რას გულისხმობდი?

– რას და….. „ვითომ პატიოსანი” გოგო რომაა და იტყუება – განათხოვარი ისე მიგიყვანს საკურთხეველთან, რომ დარწმუნებული ხარ მის ქალიშვილობაში. არასდროს გავმხდარვარ ქალის „მსხვერპლი”. არც რომანტიკული სიგიჟეები ჩამიდენია და არც ზღვა გადამიცურავს. ის, რომ სოფელში უნდა ვეძებო ბედი-მეთქი, არ უარვყოფ, ვთქვი. სოფელში ხომ იცით, არაფერი იმალება, ქალაქი კი დიდია. იქ უფროა შენარჩუნებულია ქართული ადათი. სოფელში გაზრდილი გოგო უფრო „სუფთაა”. როცა ცოლის მოყვანის დრო მოვა, მოვიყვან. სიყვარულმა ხომ ასაკი არ იცის? მეწვევა და მივიღებ. არასდროს მინატრია და მიოცნებია. რაც მაქვს ალალად, შრომით მაქვს მოპოვებული. ასეთივე ალალი, საყვარელი ადამიანი მჭირდება გვერდით. 

 

скачать dle 11.3