კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პაატა ბურჭულაძის იუბილისადმი მიძღვნილ კონცერტს ალენ დელონი წაიყვანს

2015 წლის 12 თებერვალს, სპორტის სასახლეში, „არტპალასი“ დიდი ქართველი საოპერო მომღერლისა და ქველმოქმედის, პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილ გრანდიოზულ კონცერტს მართავს, რომელსაც ალენ დელონი გაუძღვება. კონცერტის კონცეფციის მიხედვით, ბატონი პაატას პატივსაცემად იუბილეზე მხოლოდ პრიმადონები იმღერებენ. „არტპალასის“ მოწვევით, საქართველოს ესტუმრება 15-მდე ქართველი და უცხოელი ვარსკვლავი. მათ შორის: ნინო მაჩაიძე, მაყვალა ქასრაშვილი, იანო თამარი, ანიტა რაჭველიშვილი, თამარ ივერი, ნინო სურგულაძე, მარიკა გულორდავა, თეონა დვალი, ნანა მირიანი, მიშელ კრაიდერი, ოლგა ბოროდინა, ირინა მაკაროვა.

დავით საყვარელიძე (პროექტის რეჟისორი): უნდა აღვნიშნო, რომ მოწვეულ მომღერლებს ძალიან რთული გრაფიკი აქვთ. ზოგი საღამოს 5 საათზე მოფრინავს და კონცერტის შემდეგ უკან ბრუნდება, ზოგი – იმ დილით და ასე შემდეგ. ასეთი გრაფიკის მიუხედავად, არცერთ მათგანს არც კი უყოყმანია, ისე დათანხმდენ მონაწილეობის მიღებაზე, რადგან, ბატონ პაატას ყველა უდიდეს პატივს სცემს. ფილარმონია ძალიან პატარა იქნებოდა ამ ღონისძიებისთვის და ამიტომ არჩევანი სპორტის სასახლეზე შევაჩერეთ. საგანგებოდ იუბილისთვის, სპორტის სასახლეში შენდება უპრეცედენტო, 600-კვადრატულმეტრიანი სცენა და ორიგინალური დეკორაცია ეკრანებით, სპეციფიკური განათებითა და გახმოვანებით. სცენის მხატვარია იკა ავალიანი, რომელიც ამერიკიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც ძალიან ბევრი სცენა აქვს გაფორმებული. ჩვენი სცენა ცოტა ვიოლინოს გასაღებს ჰგავს, ცოტა – ბანის – გვინდოდა, რომ ესეც მუსიკასთან დაგვეკავშირებინა.   კონცერტს ალენ დელონი წაიყვანს ფრანგულ ენაზე. მეორე წამყვანი იქნება დათუნა ალადაშვილი და ის გადათარგმნის. ალენ დელონის დათანხმება არ გაგვჭირვებია – როცა საქმე პაატა ბურჭულაძეს ეხება, ამის გაკეთება  იოლია. ვიცოდით, რომ დიდი სიმპათიები ჰქონდა პაატას შემოქმედების მიმართ. ერთადერთი, რასაც სიხარულით ვერ ვიტყვი, არის ის, რომ ეს იქნება გამოსამშვიდობებელი საღამო მაესტრო ჯანლუკა მარჩიანოსთან – ის ტოვებს საქართველოს და ლონდონში გადადის.

სპეციალურად ამ დღისთვის ერთიანდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრისა და ევგენი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრები. გაერთიანებულ ორკესტრს ორი დიდი მაესტრო უდირიჟორებს – ჯანლუკა მარჩიანო და ნიკოლოზ რაჭველი. გარდა ამისა, კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ნაციონალური ბალეტის – „სუხიშვილების“ მოცეკვავე ქალები და ნინო ანანიაშვილი, ოპერის საბალეტო დასის გოგონებთან ერთად.

 ბილეთების ფასი  10 ლარიდან 120 ლარამდე მერყეობს. პროექტის მხარდამჭრები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, თბილისის საკრებულო და თბილისის მერია. პროექტის გენერალური სპონსორია სამშენებლო კომპანია „ჯი-დი-ჟი“.

скачать dle 11.3