კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენი სული გააჩნდა ადამიანს ძველად ჩინეთში

ჩინეთის სახელმწიფოებრიობას საფუძველი ჩაუყარა მითიურმა ხელმწიფემ ხუან-დიმ, ანუ, როგორც მას უწოდებენ, ყვითელმა მბრძანებელმა. მისგან დაიწყო „ხუთი იმპერატორის“ ეპოქა. ამასთან, მათგან ოთხი, შესაძლოა, არანაკლებ მითიური იყო (თუმცა, ბოლო ორი მათგანი ჩინეთის უძველეს წერილობით ძეგლებში ფიგურირებს). მათი მონაცვლე სიას დინასტიის რეალურობაც ეჭვს ბადებს მეცნიერებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩინური ქრონიკა მათი მმართველების სახელებს მოიხსენიებს, ხოლო მკვლევრებმა მათი მეფობის ზუსტი თარიღები დაადგინეს. სიას დინასტია ქვეყანას ჩვენს ერამდე მეჩვიდმეტე საუკუნის დასაწყისამდე მართავდა. ეს დინასტია შეცვალა შანის დინასტიამ, რომლის რეალურობაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი. 

როგორ ცხოვრობდნენ შანელები, ჩვენ ვიცით არა მხოლოდ ქრონიკებიდან, არამედ არქეოლოგიური გათხრების მასალებიდანაც. გარდა ამისა, შემონახულია იმ პერიოდის უამრავი უნიკალური წერილობითი ძეგლი – „სამკითხაო ძვლები“. ძვლებზე მკითხაობის ტრადიცია ფესვებით ჯერ კიდევ ნეოლითის ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ, სამკითხაო ძვლები, რომლებიც შან-ინის ეპოქას განეკუთვნება, მრავალ ათასწლეულს ითვლის. მხოლოდ ერთ ქალაქში, ანიანში დაახლოებით 20 000 ასეთი ძვალი იქნა ნაპოვნი.

შანელები სამკითხაოდ ცხოველთა ბეჭებს ან კუს პლასტრონებს (ბანკის ქვედა ნაწილებს) იყენებდნენ. მკითხავი ძვლის მონაკვეთს გავარვარებული ჩხირის მეშვეობით ახურებდა და ნაბზარების ფორმის მიხედვით ცდილობდა, პასუხი გაეცა დასმულ შეკითხვებზე. კითხვას, მიღებულ პასუხს, მკითხაობის თარიღსა და მკითხავის სახელს, ზოგჯერ კი ინფორმაციას იმაზე, ახდა თუ არა წინასწარმეტყველება, ამ ძვლებზე წერდნენ. ამიტომ, ძვლებმა შეუფასებელი მასალა შემოინახეს იმის შესახებ, თუ რა საკითხები აღელვებდათ შანელებს, როგორ ცდილობდნენ ისინი თავიანთი პრობლემების გადაწყვეტას.

ხშირად ძვლებზე გაკეთებული ჩანაწერები შეიცავდა თხოვნას ღმერთებისადმი ან გარდაცვლილი წინაპრებისადმი და, ამასთან, დაპირებას, ერთად გაეღოთ მათთვის მსხვერპლი, თუ მკითხაობა წარმატებით ჩაივლიდა და სულები თანხმობას განაცხადებდნენ. ტექსტების ანალიზმა აჩვენა, რომ ყველაზე გავრცელებულ მსხვერპლი, რომელსაც შანელები გაიღებდნენ, იყო ადამიანი. მაგალითად: „წინაპარ გენის მსხვერპლად ვწირავთ სამას ადამიანს ციანის ტომიდან (ერთ-ერთი ხალხი, რომელიც მტრულ დამოკიდებულებაში იყო შანელებთან)“. ერთდროულად მსხვერპლად გაღებულ ადამიანთა რიცხვი რამდენიმე ასეულს აღწევდა. მათი საერთო რაოდენობა, რომელიც გამოთვლას ექვემდებარებოდა, შეადგენდა 13 052-ს; კიდევ 1 145 ძვალზე მსხვერპლად შეწირულთა რიცხვი არ სახელდება. მაგრამ, თუ თითოეულ შემთხვევაში (ძვალზე) პირობითად ვიგულისხმებთ მინიმალურ ოდენობას, ანუ ერთ ადამიანს, გამოდის, რომ შანელების სამკითხაო ძვლებზე ნახსენები იყო 14 197 მსხვერპლად შეწირული ადამიანი. ქვეყნიერების ძველ მცხოვრებთა რწმენით, თითოეულ ადამიანს გააჩნდა ორი სული: მატერიალური – „პო“ და სულიერი (იდეალისტური) – „ხუნი“. მოგვიანებით გაჩნდა აზრი, რომ პოს ტიპის სული შეიძლება იყოს შვიდი, ხოლო ხუნის ტიპისა – სამი. მაგრამ, ასე თუ ისე, სული პო (იქნებოდა ერთი თუ რამდენიმე), ადამიანის სიკვდილთან ერთად გარდაიქმნებოდა სულად, სახელწოდებით – „გუი“, რომელიც სხეულთან ერთად ჩადიოდა მიწაში. ის ბინადრობდა მიწაში და სხეულის გახრწნის შემდეგ მიემართებოდა რაღაც ყვითელ წყაროსკენ. სული გუი ყვითელი წყაროსთან მოჩვენებით არსებობას განაგრძობდა რაღაც დროის შემდეგ მთლიანად იხსნებოდა (განზავდებოდა) სამყაროში. სწორედ ამ სულისთვის იყო განკუთვნილი სამსხვერპლო საზრდო და მოკრძალებული ქონება, რომელსაც მიცვალებულს სამარეში უწყობდნენ ნათესავები. მაგრამ სული გუი არ ითხოვდა განსაკუთრებულ მზრუნველობას, რადგან, გარდაცვლილის პიროვნება არა მასში, არამედ ხუნში დავანებული იყო, რომელიც ცად მაღლდებოდა და სულ „შენად“ იქცეოდა. „შენი“ ინახავდა ხსოვნას დედამიწაზე დარჩენილ ახლობლებზე, სწორედ ის იყო შუამავალი ადამიანებსა და ზეციურ ძალთა შორის და სწორედ მისთვის ჰმართებდათ მსხვერპლის შეწირვა, რათა მას უარი არ ეთქვა ცისქვეშეთში მცხოვრებთა დახმარებაზე.

მოგვიანებით წარმოიშვა აზრი, რომ მიცვალებულ ჩინელებს გააჩნდათ კიდევ ერთი სული, რომელიც სულის მოსახსენიებელ ცხრილში ბინადრობდა საოჯახო სამსხვერპლოზე. მაგრამ შან-ინის ეპოქაში ითვლებოდა, რომ მხოლოდ ორი სული არსებობდა და, ამასთან, ისინი ყველას არ გააჩნდა. უბრალო ხალხს  სული „შენი“ არ ეკუთვნოდა, ამიტომ განსაკუთრებულ მსხვერპლშეწირვას მათი მიცვალებულები არ ითხოვდნენ, ხოლო სულ გუის ინტერესები ყველაზე მარტივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას არ სცილდებოდა; გარდა ამისა, ამ სულს არ შეეძლო, რეალური გავლენა მოეხდინა თავისი მემკვიდრეების ამქვეყნიურ ცხოვრებაზე. უფრო წარჩინებულ ხალხს არა მარტო გუი გააჩნდა, არამედ, თავისი მემკვიდრეების მცოდნე „შენიც“. თუმცა, არც ის იყო უკვდავი და საკმაოდ მალე უერთდებოდა არყოფნას. ამგვარად, ზეცაში ცოცხალი ადამიანების ინტერესების წარდგენა შეეძლო მხოლოდ მეფე-ვანების სულს – „შენს“, რომლებიც არა მარტო უკვდავებით იყვნენ მოსილნი, არამედ მნიშვნელოვანი გავლენაც გააჩნდათ ზეციურ იერარქიაში და, იმისთვის, რომ მათ ეს გავლენა გამოეყენებინათ ცოცხალთა კეთილდღეობისთვის, ადამიანებს ევალებოდათ, ღირსეული მსხვერპლი შეეწირათ, მათ შორის – ადამიანებიც. გარდაცვლილ მბრძანებლებზე ზრუნვა მთელი სახელმწიფოს კეთილდღეობისკენ იყო მიმართული და ამიტომ მას ჭეშმარიტად მბრძანებლური (სახელმწიფო) გაქანება ეძლეოდა. 

 

 

скачать dle 11.3