კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ორჯერ ნასამართლევმა მამაკაცმა ნათესავი გოგონა გაუპატიურების შემდეგ, ჩანგლით ყელში დაჭრა

 წარსულში ორჯერ ნასამართლევ მამაკაცს,  22 წლის  გოგონას გაუპატიურებისა  და მკვლელობის მცდელობისთვის,  13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.  სამედიცინო ექსპერტიზის მიხედვით, რომლის მიზანიც განსასჯელის ფსიქიკური მდგომარეობის დადგენა იყო, 43 წლის მერაბ დ-ძე ფსიქიკურად გაწონასწორებული აღმოჩნდა: მას შეეძლო საკუთარი ქმედების კონტროლი. ამასთან,  დანაშაული, რომელიც მან მთვრალ მდგომარეობაში ჩაიდინა,  განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. მამაკაცი  ჯერ ახალგაზრდა გოგონას გაგუდვას შეეცადა, შემდეგ კი, ყელის  არეში  ჩანგლით მძიმე დაზიანება მიაყენა.  

საქმის მასალების მიხედვით, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ  მერაბ დ-ძე და ირინა ბ-შვილი შორეული ნათესავები იყვნენ. მერაბ დ-ძე სოფელში, სადაც ახალგაზრდა გოგონა ცხოვრობდა, ცოლ-ქმარ – ეთერ და სოსო ბ-შვილების ხშირი სტუმარი იყო. გოგონა სწორედ ამ ცოლ-ქმრის მეზობლად მდებარე ბინაში ცხოვრობდა.  მერაბ დ-ძე მას კარგად იცნობდა. გოგონა ძალიან მოსწონდა და სოფელში ყოველი ვიზიტის დროს მასთან დაახლოებას ცდილობდა. მერაბ დ-ძე წარსულში ორჯერ იყო  ნასამართლევი, ორჯერვე მძიმე დანაშაულსითვის, გოგონას მშობელბი მუდმივად აფრთხილებდნენ, რომ მამაკაცისგან თავი შორს დაეჭირა. უფრო მეტიც, ამის გამო ირინა ბ-შვილის ოჯახს და მარტოხელა ცოლ-ქმარს შორის, თბილისელი ნათესავის იმედად რომ ცხოვრობდნენ, რამდენჯერმე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი,  იმ დღეს, როცა მერაბ დ-ძემ მძიმე დანაშაული ჩაიდინა, სოფელში ის ნათესავის გასვენებაში იყო  ჩასული. იმავე გასვენებაში იყვნენ გოგონას ოჯახის წევრები და  მისი ნათესავი ცოლ-ქმარიც, რომლებიც ცერემონიალს ბოლომდე დაესწრნენ. გამოძიების მასალების მიხედვით, ნასვამმა მერაბ დ-ძემ სუფრა მალე მიატოვა იმ იმედით, რომ სახლში დარჩენილ ირინას დაიმარტოხელებდა. მოგვიანებით, მან სამართალდამცველებთან აღიარა, რომ ამ შემთხვევას დიდხანს ელოდა. ირინა ბ-შვილის ჩვენების მიხედვით, როცა დაუპატიჟებელი სტუმარი სახლში მიადგა, ის ბინაში მარტო იყო. ამონაწერი გოგონას ჩვენებიდან: „მისი სტუმრობა არ მომეწონა, ნასვამი იყო. ვუთხარი, სახლიდან მივდივარ-მეთქი, რაზედაც მიპასუხა: ბიცოლაჩემის სახლში ყავა ვერ ვიპოვე, ყავა დამალევინე და წავალო. ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავედი, როცა ის თავს დამესხა, წინააღმდეგობის გაწევა ვცადე, მაგრამ ვერ შევძელი.” დაზარალებული გოგონას ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძემ  მასთან სქესობრივი კავშირი ძალის გამოყენებით დაამყარა. გოგონა მოძალადე მამაკაცისგან თავის გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ უშედეგოდ. მერაბ ბ-ძემ ის ჯერ გააუპატიურა, თან მისი ყვირილის ხმა რომ ჩაეხშო, სახეზე ბალიშიც კი დააფარა. გონებადაკარგული გოგონა გონზე მოსვლის შემდეგ კვლავ შეეცადა წინააღმდეგობის გაწევას. მერაბ დ-ძემ მას ჯერ ყელში წაუჭირა ხელი და მისი დახრჩობა სცადა, მაგრამ ხელიდან რომ დაუსხლტა, მაგიდიდან ჩანგალი აიღო და ყელში დაარტყა. 

სახლის დატოვებისას მერაბ დ-ძე შემთხვევით მეზობელ მამაკაცს გადაეყარა, რომელსაც მისი დანახვა საეჭვოდ ეჩვენა. მოწმის ჩვენების მიხედვით, როდესაც მან ჰკითხა, აქ რას აკეთებო, მერაბმა აგდებულად უპასუხა, ირინას მამასთან ვიყავი საქმეზეო. მამაკაცს ნასვამი  მერაბ დ-ძის  ქცევა არ მოეწონა და როგორც კი თვალს მიეფარა,  მეზობლების ბინაში შევიდა. მან აღმოაჩინა დაჭრილი და გონდაკარგული გოგონა, რომელიც მთვრალ მოძალადეს  გარდაცვლილი ეგონა. მოწმის ჩვენების მიხედვით, მან ჯერ მეზობლებს დაუძახა, შემდეგ კი მათი დახმარებით, სასწრაფო გამოიძახა, რომელთაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი გოგონას გადარჩენა შეძლეს.

სამართალდამცველებმა მერაბ დ-ძე ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, იმავე ღამეს დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული დეტალურად აღწერა, თუმცა მოგვიანებით, როცა სასამართლოზე წარსდგა, ჩვენება ნაწილობრივ შეცვალა. დაზარალებული გოგონას ოჯახის წევრების და ნათესავების რისხვას დაკავებული მერაბ დ-ძე  ძლივს გადაურჩა. სოფელი მისი ლინჩის წესით  გასამართლებას ითხოვდა. თუმცა, დაკავებული მამაკაცი სამართლადამცევლებმა  განრისხებულ მოსახლეობას რაიონიდან მალე გაარიდეს. ამონაწერი განასასჯელის ჩვენებიდან: „ირინა ძალიან მიყვრდა, მინდოდა, ცოლად შემერთო, მაგრამ ჩემი წარსულის და ასაკის  გამო, მასზე ბევრად უფროსი ვარ,  მისი ოჯახი ჩვენი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო. თვითონ ირინაც  ჩემს გრძნობებს ცინიკურად პასუხობდა, ამიტომაც ვიყავი მასზე გამწარებული. ერთი-ორჯერ ბიცოლაჩემს ისიც კი ვუთხარი, აქ აღარ ჩამოვალ, ირინას ყურება აღარ შემიძლია-მეთქი, მაგრამ ბიძაჩემი და ბიცოლაჩემი ჩემს კმაყოფაზე იყვნენ და უპატრონოდ ვერ ვტოვებდი.  იმ დღეს გასვენებიდან ადრე წამოვედი, ჩუმად გამოვიპარე. ირინას მშობლები რომ არ მიმხვდარიყვნენ, ვთქვი, რომ თბილისში მეჩქარებოდა. მინდოდა,  მარტო მენახა და მესაუბრა ირინასთან. ძალიან მთვრალი ვიყავი, როცა მის ბინაში მივედი. ირინამ მასხარად ამიგდო, შეურაცხყოფა მომაყენა. გამწარებულმა ასე ვიძიე მასზე შური...  თუმცა, როცა მივედი, არც მისი გაუპატიურება მიფიქრია და არც დაჭრა, ეს სულიერი აღელვების გამო ჩავიდინე”. დაზარალებული გოგონას დედის ჩვენების მიხედვით, მერაბ დ-ძე გოგონას ხშირად ემუქრებოდა და ეს მუქარა სისრულეში სწორედ იმ დღეს მოიყვანა.  ჩემი შვილის ცოლად მოყვანა არ უნდოდა. ამას იმიტომ იგონებს, რომ თავი გადაირჩინოსო, აცხადებდა ირინა ბ-შვილის დედა. დაზარალებული ოჯახი განსასჯელის უმკაცრესად დასჯას ითხოვდა. მას საბოლოოდ, გოგონას გაუპატიურებისა და მკველელობის მცდელობის ბრალი დასდეს. განსასჯელს  პირველ ჩვენებაში ჰქონდა გაცხადებული, რომ „გოგონა მკვდარი  ეგონა”  და „შემთხევის ადგილს გაერიდა”. რომ არა ამ ამბავს შემთხვევით შემსწრე მეზობელი, რომელმაც გოგონას დახმარება დროულად აღმოუჩინა, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულისთვის ფატალური შედეგი დამდგარიყო.  სასამართლომ არ გაიზიარა მერაბ დ-ძის დაცვის მიერ მოთხოვნილი   სასჯელის შემსუბუქება  და მას 14 წლით პატიმრობა, სასჯელის გაძლიერებული რეჟიმის კოლონიაში მოხდით მიუსაჯა. 

 

скачать dle 11.3