კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის ხარჯზე შეგვიძლია ავტომობილისთვის სისწრაფის მომატება

ხშირად, საკუთარი მანქანის შესახებ საუბარი კამათში გადადის, ყველაფერი კი იწყება ასე: „ჩემს მანქანას სამი და ნული აქვს სიმძლავრე და შენსას დაძვრისთანავე გაასწრებს“. ამის შემდეგ მიდის დაუსრულებელი დავა იმის შესახებ, თუ ვისი ავტომობილი გაასწრებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მხოლოდ ძრავის სიმძლავრეში არ ყოფილა საქმე. 

მევლუდ მელაძე: უამრავი კრიტერიუმით განისაზღვრება ავტომობილის სიმძლავრე. მიუხედავად იმისა, რომ ახალგარდები მეტ-ნაკლებად უკვე კარგად გაერკვნენ იმაში, რომ მანქანის სისწრაფე მხოლოდ მისი ძრავის მოცულობაზე არ არის დამოკიდებული, მაინც, მძღოლების უმრავლესობამ ეს არ იცის. ახალგაზრდები კი ხშირად კამათობენ ცხენის ძალების შესახებ.

– რას ნიშნავს ძრავის კუბატურა, რას აღნიშნავს ციფრები – 3.0, 2.4 და სხვა?

– კუბატურა, ეს ძრავის მოცულობაა. ანუ, რამდენი კუბური სანტიმეტრია „პორშანების“ – ძრავის დგუშების თავზე, ეს იქნება სამი ათასი, ათას ექვსასი თუ სხვა. დგუში ეს არის ის, რაც ცილინდრში წნევას ქმნის. ცილინდრი კი მილის ფორმის დეტალია, რომელშიც დგუში შედის და ჰაერს წნეხავს. სწორედ ბენზინთან ერთად „დაპრესილი“ ჰაერის შედეგად ხდება აფეთქება, რომელიც იწვევს სიმძლავრეს. ძრავის მოცულობას ლიტრებითაც აღნიშნავენ. ეს ნიშნავს, რომ თუ ბოლომდე ჩაწეულ დგუშზე ცილინდრში წყალს ჩავასხამთ, იმდენი ლიტრი ჩაეტევა, რამდენი მოცულობაც აქვს. ლიტრაჟი ნიშნავს იმ ფართობს, რაც ცილინდრშია. მაგრამ, ვგულისხმობ მუშა ფართობს, რომელიც სიმძლავრეს გამოიმუშავებს, თორემ ისე, შეიძლება, ცილინდრი ძალიან გრძელი იყოს. შესაბამისად, რაც უფრო დიდია მოცულობა, მით მეტია სიმძლავრე. ეს კი ნიშნავს, რომ ავტომობილმა მეტი ცხენის ძალა უნდა გამოიმუშაოს. ეს ადრე მხოლოდ და მხოლოდ მოცულობაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ თანამედროვე და სპორტული ტექნოლოგიების გამოყენებით, შესაძლებელი გახდა, რომ დაბალი კუბატურის ძრავიდან ძალიან ბევრი ცხენის ძალა ამოვიღოთ. ეს ხდება ბრუნის სისწრაფის გაზრდის ხარჯზე. საწვავის მიმწოდებელი განსხვავებული სისტემისა და მსგავსი ტიპის ტექნოლოგიების ხარჯზე შესაძლებელია, მეტი სიმძლავრის „ამოღება“ დაბალი კუბატურის ძრავიდან. ვთქვათ, ათას ექვსასი კუბატურის მქონე ძრავიდან ასი ცხენის ძალა ამოვიღეთ. აქვე ვიტყვი, რომ ცხენის ძალა ეს არის ათ წამში ათ მეტრზე 75 კილოგრამის ასაწევად დახარჯული საჭირო სიმძლავრე. ვთქვათ, ჩვენს ავტომობილს აქვს 100-ცხენისძალიანი ძრავა, ვიღაცას კი ჰყავს ავტომობილი, რომლის ძრავის მოცულობა სამი და ნულია, ხოლო ცხენის ძალა 170 აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ის ავტომობილი, რომელიც ძრავის მოცულობითაც და ცხენის ძალებითაც მეტია ჩვენსაზე, მის გასწრებას მოახერხებს. უამრავ ნიუანსს ექცევა ამ შემთხვევაში ყურადღება. უდიდესი მნიშვნელობა აქვს წონას. ვთქვათ, „ბეემვე“, რომელიც 1 300 კილოგრამია და 170 ცხენის ძალა აქვს, რომ გამოვთვალოთ, მივიღებთ – ერთი ცხენი დაახლოებით შვიდ კილოგრამსა და 600 გრამს ათრევს. ახლა კი, ავიღოთ ამ ცხენისძალიანი პატარა „სუზუკი სვიფტი“, რომელიც 750-ს იწონის. ამ შემთხვევაში მის ერთ ცხენის ძალას თითქმის იმდენივეს თრევა უწევს, რამდენიც ბევრად მძლავრ „ბეემვეს“. ანუ, „სვიფტის“ ერთი ცხენი შვიდნახევარ კილოგრამს ათრევს. რა ხდება ამ დროს? მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თითქმის იდენტური გასწრების პოტენციალი მივიღეთ, „სუზუკი სვიფტი“ მაინც უფრო სწრაფად ივლის. წონას, ამის გარდა, კიდევ ძალიან ბევრი პრიორიტეტი აქვს. რაც არ უნდა თანაბარი გამოვიდეს წონის გადანაწილების ჯამი, დიდი მასის მქონე ავტომობილის აჩქარება გაცილებით რთულია. ეს მსუბუქი მანქანების კიდევ ერთი პლუსია – ისინი დაძვრისას ყოველთვის მოიგებენ. „სუზუკი“ ამ შემთხვევაში, ბევრად სწრაფად აჩქარდება და გაცილებით მოკლე დროში გაჩერდება. მისი მასა უფრო ადვილად დასამორჩილებელია.

– გრძელ მანძილზე რა ხდება?

– ხშირად გამიგია, მძიმე ავტომობილებზე რას ამბობენ, ერთი თუ აკრიფა სიჩქარე, მერე გემივით მიდისო. მაგრამ, ესეც მცდარია. მძიმე ავტომობილს ის პლუსი აქვს, რომ თვითდაჯერებულობას გვმატებს და შეგრძნებები მძღოლისთვის ბევრად უკეთესია. ის ნაკლებად ირხევა, ნაკლებად ხმაურობს, ნაკლებად რეაგირებს უსწორმასწორო ზედაპირზე და შეგრძნება გვაქვს იმის, რომ სწრაფად მივდივართ. არადა, თანამედროვე სპორტული ტიპის ავტომობილებში მწარმოებლებმა უკვე დაიწყეს წონის უკიდურესი შემსუბუქება. საბარგულები, ფრთები და წინ „კაპოტი“ უკვე კარბონისგან კეთდება. ეს არის ძალიან მსუბუქი და მყარი ლითონი. მაგრამ, საკმაოდ ძვირი. წონის შემსუბუქების მიზნით, სპორტსმენები, მაგალითად, ყველა მინის დეტალის ადგილას პლასტმასებს ვსვამთ. ეს იმისთვის, რომ ავტომობილი, რაც შეიძლება სწრაფი იყოს, კარგად ჩერდებოდეს და მანევრირებდეს. 

 

 

скачать dle 11.3