კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლის დაბანა ადამიანისთვის განკუთვნილი შამპუნით?

პასუხი: დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა სიხშირით და რა საშუალებებით ხდება ცხოველის დაბანა, გაწმენდა და დავარცხნა. დღევანდელ პირობებში ბეწვის მოვლისა და დამუშავების ძალიან ბევრი საშუალება არსებობს. უნდა შეირჩეს ისეთი, რომელიც ხარისხიანია და არ გამოიწვევს ალერგიულ რეაქციებს, კანის გამოშრობას და ბეწვის დაზიანებას. გახსოვდეთ და არასდროს დაივიწყოთ, რომ არავითარ შემთხვევაში, არ შეიძლება ადამიანის შამპუნის გამოყენება.

კითხვა: მთელი ოჯახი ქალაქიდან ვაპირებთ გასვლას და ძაღლიც უნდა წავიყვანოთ. გზა დაახლოებით 5 საათის მანძილზეა. რას მირჩევთ, როგორ ვამგზავროთ ცხოველი, დისკომფორტი რომ არ შეექმნას?

პასუხი: მგზავრობა დისკომფორტს ქმნის ცხოველებში, რადგან ძაღლებიც განიცდიან ტრანსპორტის დაავადებას. მგზავრობის დროს, სასურველია, ძაღლი მშიერი იყოს და გზაში წყალი აუცილებლად უნდა დაალევინოთ. ასევე, რამდენიმე ადგილას შეჩერდით და დაასვენეთ ცხოველი. სასურველია, მგზავრობის დროს ის ისე მოათავსოთ, რომ თავისუფლად გრძნობდეს თავს და ხედავდეს გზას, საითაც მიემგზავრებით. ასევე, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მანქანის ფანჯრიდან შემოსული ქარის ნაკადი პირდაპირ ძაღლს არ სცემდეს. ამან შეიძლება, გამოიწვიოს სხვადასხვა გართულება. მაგალითად, გაციება, ყურის ანთება, კონიუნქტივიტი და ასე შემდეგ. 

 

 

скачать dle 11.3