რა მოხდა ამ დღეს
2 თებერვალი
962 – გერმანიის მეფე ოტო პირველმა რომის პაპ იოანე მეთორმეტისის ლოცვა-კურთხევით დააარსა „საღვთო რომის იმპერია“.
1536 – ესპანელმა პედრო მენდოსამ დააარსა ქალაქი ბუენოს-აირესი.
1852 – ლონდონში ფლიტ-სტრიტზე გაიხსნა მსოფლიოში პირველი საზოგადოებრივი საპირფარეშო.
1947 – ბაზარზე გამოვიდა „პოლაროიდის” ფირმის პირველი ფოტოაპარატები, სურათის მომენტალური გამჟღავნებითა და დაბეჭდვით.
3 თებერვალი
1815 – შვეიცარიაში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ყველის ქარხანა.
1863 – თავისი პირველი იუმორისტული ნაწარმოები გამოაქვეყნა სემუელ კლემენმა, ფსევდონიმით – მარკ ტვენი.
4 თებერვალი
1906 – ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტში გადაწყვიტეს, დამნაშავეთა იდენტიფიკაციისას თითის ანაბეჭდების გამოეყენებინათ.
1971 – ბანკროტად გამოცხადდა ფირმა „როლს-როისი.”
5 თებერვალი
1816 – რომში შედგა ჯოაკინო როსინის ოპერა „სევილიელი დალაქის“ პრემიერა.
1904 – გამოცხადდა კუბის დამოუკიდებლობა.
1983 – დანიაში, ქალაქ ოდენკში, მაკულატურის გროვაში შემთხვევით იპოვეს მოცარტის უცნობი სიმფონია.
1991 – ყირგიზეთის დედაქალაქ ფრუნზეს ეწოდა ბიშკეკი.
6 თებერვალი
1191 – პაპმა კლიმენტი მესამემ დაამტკიცა ტევტონთა რაინდული ორდენი.
1901 – პარიზში სარკინიგზო სადგურებზე გაჩნდა პირველი საზოგადოებრივი ტელეფონები.
1934 – ფაშისტური პუტჩის წარუმატებელი მცდელობა საფრანგეთში.
2004 – ტერაქტი მოსკოვის მეტროში, დაიღუპა 42 ადამიანი.
7 თებერვალი
1914 – ჩარლი ჩაპლინი პირველად გამოჩნდა ეკრანებზე თავისი ჩვეული სახით – ტროსტით, პატარა ულვაშებითა და შლაპით.
1922 – მარია კიური იყო პირველი ქალი, რომელიც საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა.
1933 – დაფიქსირდა მეოცე საუკუნის უძლიერესი ღელვა – სან-დიეგოსთან ტალღების სიმაღლე 34 მეტრი იყო.
8 თებერვალი
1807 – მოხდა ბრძოლა პრეისიშ-ეილაუსთან. ეს იყო პირველი ბრძოლა, რომელიც ნაპოლეონის არმიამ ვერ მოიგო (თუმცა არ დამარცხებულა).
1837 – დუელზე დანტესმა მოკლა პუშკინი.
1919 – გაიხსნა სამგზავრო ავიახაზი – პარიზი-ლონდონი.
1924 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველად მოიყვანეს სისრულეში სასიკვდილო განაჩენი გაზის კამერის მეშვეობით.