კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ითვლება ჭიპი სიკვდილისა და სიცოცხლის ცენტრად და არის თუ არა საშიში ყურისა და ცხვირის გახვრეტა

მოდას აყოლილი ახალგაზრდები ხშირად არ ითვალისწინებენ ასტროლოგიურ კანონებს, იხვრეტენ სხეულის ამა თუ იმ ორგანოს და ათასგვარ სამკაულს იკეთებენ. არადა, ეს ძალიან საშიში ტენდენციაა, რადგან, თუ ამაში სწორად ვერ ერკვევი, შესაძლოა, ორგანიზმს დიდი ზიანი მიაყენო და დაავადებაც გამოიწვიო. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ადამიანი კოსმოსური კანონების მონაა და ამ კანონებიდან არ უნდა გადაუხვიოთ. ადამიანს მართავს 12 ძირითადი მერიდიანი. არის კიდევ დამხმარე მერიდიანებიც, ანუ, ენერგოვიბრაციული ველების მქონე არხებიც, რომლებსაც გადააქვთ ნათელი კოსმიური ენერგია ძირითად ენერგოცენტრებთან და ორგანოებთან. ამიტომ, ადამიანის ვიბრაციების ველები უნდა იყოს აუცილებლად სუფთა. მაგრამ, ხიფათი ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ანუ, შესაძლოა, ეს ბიოველები, მერიდიანები დაბინძურდეს. მერიდიანების დაბინძურება კი ძირითადად ორი გზით ხდება: შიდა ფაქტორებით – ნეგატიური სიტყვით, ქმედებით, აზრით, უკონტროლო მოქმედებით; ან, გარე ფაქტორებით – თვალით, ჯადოთი და ასე შემდეგ. არსებობს კიდევ ერთი დამაბინძურებელი ფაქტორი, როცა არასწორი მოქმედების შედეგად, ადამიანი თავის სხეულთან მიმართებაში ჭედავს ენერგიის მსვლელობას, ანუ, ენერგია არ გადის გარკვეულ მერიდიანში და შემდეგ ის სადღაც იჭედება. ამ პროცესს ექსტრასენსები გრძნობენ. ის ადგილი გამაგრებულია, რადგან ენერგია აღარ ცირკულირებს. როგორც კი ენერგიის მოძრაობა შეყოვნდება ან შეჩერდება, ადამიანს პრობლემები ეწყება: ძირითადად, ამ დროს იტკივებს რომელიმე იმ ორგანოს, რომელთანაც მიდის ის ენერგომერიდიანი. მაგალითად, როცა ყურს იხვრეტენ, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. ამ დროს ენერგომერიდიანების სპეციალისტს უნდა მიმართოთ, რადგან, ყური, კონკრეტულად კი – ბიბილო, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წერტილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ენერგოცენტრი. თუ გსურთ, ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ, ეს უნდა გაითვალისწინოთ. თუ ყურის გახვრეტის დროს არ იცით, რა ენერგოცენტრზე ხდება ამ დროს ზეგავლენა, შესაძლოა, სერიოზული დაზიანება მიიღოთ.
თუ ჯანმრთელი ადამიანის ენერგიის ცირკულაცია საკმაოდ საღია და ნორმალური, მან, ჯანმრთელობის ხარჯზე, შეიძლება, ეს დარღვევა თავდაპირველად ვერ აღიქვას და ერთი-ორი წლის განმავლობაშიც კი ვერ შენიშნოს ცვლილება, მაგრამ, ასაკის მატებასთან ერთად, ენერგიის მოძრაობა სუსტდება და ეს მეტად იგრძნობა. სწორედ აქ ხდება ენერგიის დაგროვება, მისი არასწორი გადანაწილება. ესე იგი, რომელიღაცა ორგანო ზიანდება და შემდეგ მისი მკურნალობა ვეღარ ხერხდება. იგივე ითქმის ცხვირის გახვრეტასთან დაკავშირებითაც. ასევე, მოდაშია ყურის ბიბილოზე რამდენიმე ნახვრეტის გაკეთება. ამ დროს ყურადღება ნახვრეტების რაოდენობასაც უნდა მიაქციოთ – უნდა იცოდეთ, როგორია თქვენი ენერგია, ვიბრაციული რიცხვი. მაგალითად, თუ თქვენი ვიბრაციული რიცხვი დაბადების მომენტისთვის არის სამი, კარგია, თუ ყურზე სამი ნახვრეტი გექნებათ; მაგრამ, თუ ასეთ შემთხვევაში, ოთხ ნახვრეტს იკეთებთ, თქვენ დისონანსი შეგაქვთ საკუთარ ორგანიზმში და იზიანებთ ჯანმრთელობას.
ჩვენ გვაქვს აორტა, ვენური სისტემა, და კაპილარების სისტემა, რომლებიც გადის სხეულის თითოეულ უჯრედში. ელექტრომერიდიანებსაც დატოტვილი სისტემა აქვს, ანუ, მათ აქვთ უნარი, გადაიტანონ ენერგია და გადაანაწილონ ის მთელ სხეულზე. კაპილარებს შორის არის მცირეოდენი ადგილები, ამიტომ, საჭიროა, ნებისმიერი ორგანოს გახვრეტის დროს დააკვირდეთ, რომ ნახვრეტის ადგილას კაპილარი არ გადიოდეს, რათა ნემსი არ მოხვდეს მერიდიანის კაპილარს. ნემსი კაპილარების შუაში უნდა გაატაროთ. თუ ის მოხვდა ენერგომერიდიანის გამტარ კაპილარზე, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად დაგუბდება ენერგია, რომელიც არ მისცემს საშუალებას, ასაზრდოოს ის ორგანო, საითაც მიდის ეს ენერგია და, ადრე თუ გვიან, ამ ადამიანს დაეწყება ამ ორგანოსთან დაკავშირებული პრობლემები.
ჭიპი არის ადამიანის ძირითადი ენერგოცენტრი და ის სიკვდილისა და სიცოცხლის ცენტრად იწოდება. როცა ადამიანი იმქვეყნად მიდის, სიკვდილის ენერგიის გასვლა ხდება კუდუსუნიდან, რომელიც გადმოდის კინკრიხოზე და მიედინება სიკვდილის ენერგოცენტრში, ანუ, ჭიპის მიდამოში. ეს პროცესი დაახლოებით წუთ-ნახევარი მიმდინარეობს და ყველაზე აუტანელი, მძიმე და საშინელია, თანაც, ადამიანი ამ დროს გაუსაძლის ტკივილს გრძნობს. როგორც კი ეს ენერგია ენერგოცენტრში გადავა, ადამიანი შვებას განიცდის. ასტროლოგიურად, აუცილებელია, თავისი ენერგიის სწორად მართვა ვიცოდეთ და საკუთარ სხეულს უფრო გონივრულად მივუდგეთ, რომ ღრმა სიბერემდე ჯანმრთელად და ბედნიერად ვიცხოვროთ.

скачать dle 11.3