შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 12 მაისს, ღამის საათებში. რომელ სფეროში გაუმართლებს მას სამომავლოდ, რა არის მისი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ელის სასურველი საქორწინო თანაცხოვრება?
პასუხი: თქვენი შვილისთვის სამომავლოდ საქორწინო პარტნიორებიდან კარგია ურთიერთობა: მორიელის, ვერძის, ქალწულის, თხის რქის ან კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანთან. არ არის სასურველი ურთიერთობა ლომთან და მერწყულთან. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: ფსიქიატრია, სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, ქირურგია, სტომატოლოგია, გინეკოლოგია, არატრადიციული მედიცინა, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო სფერო, სამართალდამცავი ორგანოები, საგამომძიებლო სფერო, სამხედრო სტრუქტურები, საგადასახადო, საბაჟო საქმიანობა, სადაზღვევო კომპანიები და დეპარტამენტები, პედაგოგიური სფერო, სპორტი, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო სფერო, სამეცნიერო-კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ფსიქოთერაპია. რაც შეეხება კარმულ მისიას, აუცილებელია, გამოავლინოს დადებითი თვისებები, გამოირჩეოდეს ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭით. უნდა იყოს კეთილშობილი და სამართლიანი, დაეყრდნოს ცოდნის ბაზას, ოპტიმიზმს; იყოს ორგანიზებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. დაეყრდნოს ინტუიციას, შეეძლოს საიდუმლოს დაცვა.
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 3 დეკემბერს, დილით. მინდა უცხოეთში გამგზავრება. იქნებ, მირჩიოთ, რომელი ქვეყანა ჯობია და, ასევე, მაინტერესებს, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მელის მშვიდი და ჰარმონიული ოჯახური თანაცხოვრება?
პასუხი: თქვენთვის მისაღებია ურთიერთობა თხის რქის, მორიელის, ლომის, სასწორის, მერწყულის ან ვერძის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან. უცხოეთიდან კი კარგია: მექსიკა, ბოსნია-ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, საბერძნეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, მაკედონია, ირლანდია, უკრაინა, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, არგენტინა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 1986 წლის 18 იანვარს. რომელ დარგში მიაღწევს წარმატებას?
პასუხი: მისთვის კარგი და მისაღებია: ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობა; ავიაციის ბიზნესი, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკა, სამართლებრივი ორგანოები, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა და პედაგოგიკა.