კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ღუპავს ზოგიერთ ქალს ერთი მამაკაცის სიყვარულზე ცხოვრების აგება

იდეალური მამაკაცი არ არსებობს და, რაც მალე მიხვდება ქალი ამას, მით უპრობლემო ცხოვრება ექნება. ქალი მაშინ ცდება, როცა მთელ თავის ოცნებებს, მომავლის გეგმებსა და იმედებს, ერთი სიტყვით – ყველაფერს, ერთადერთ კაცს უკავშირებს და დარწმუნებულია, რომ მის გარეშე ცხოვრება დასრულდება... პარტნიორი, მეუღლე უნდა გიყვარდეს და ამაში არაფერია არაბუნებრივი, მაგრამ, საკუთარი თავიც არ უნდა დაივიწყო. ანუ, ჯერ საკუთარი თავი და მერე – სხვა, თუნდაც ძალიან საყვარელი ადამიანი! როცა ამას ვერ ვხვდებით, ჩვენი პრობლემებიც მაშინ იწყება...

ლალი (38 წლის): კაცის გამო ცხოვრება როგორ უნდა დაინგროს გონიერმა ქალმა?! მაგრამ, ლაპარაკი და სიტყვა ერთია, რეალობა კი – მეორე. ცხოვრებაში ბევრი რამ ისე არ ხდება, როგორც გვინდა და ვგეგმავთ; უფრო მეტიც, ხშირად რადიკალურად სხვანაირად არის ხოლმე ყველაფერი. მე ყოველთვის ვფიქრობდი, ყველაფერს ცივი გონებით გადავწყვეტ-მეთქი, მაგრამ, საკმაოდ სოლიდურ ასაკში მომიწყო გულმა სერიოზული გამოცდა. ჩემი მეგობრების შემყურეს, კაცის შეყვარება კი არა, გათხოვებაც კი არ მინდოდა.
– რატომ?
– პასუხი მარტივია და ეს თქვენც იცით – რომელი გათხოვილი ქალი გინახავთ დამშვიდებული და ბედნიერი?! სანერვიულო მეტ-ნაკლებად ყველას აქვს – მუდმივ ტონუსში არიან, რომ ქმარმა არ უღალატოს.
– ფიქრობთ, რომ ყველა გათხოვილი ქალი ამ რეჟიმში ცხოვრობს?
– არა? არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც სხვა ქალისკენ არ გაურბოდეს საცუღლუტოდ თვალი, თუნდაც ეს ქალი მის ცოლზე გაცილებით უშნო და შეუხედავი იყოს. არ ვიცი, რა სჭირთ. ამისთანა რა ჰორმონების აფეთქება აქვთ, რომ ყოველთვის მზად არიან ღალატისთვის. ჭკვიანი ქალი ქმარს ერთ ნაბიჯზეც არ ენდობა – არ შეიძლება მიშვება, ეგრევე სანანებელი გაგიხდება.  ამის უამრავი მაგალითი არსებობს და ერთ-ერთი „ნიმუში“ სახლში მყავს... ყველაფერი კარგად იყო და სიტუაციას მშვენივრად ვაკონტროლებდი, სანამ საკუთარ თავს ქმრის შეყვარების უფლებას მივცემდი.
– ასე ხდება? საკუთარ თავს შეყვარების უფლება უნდა მისცე?!
– იცით, როგორ არის? თუ ახერხებ, რომ გული გონებას დაუმორჩილო, პრობლემებიც ნაკლებად შეგექმნება – ქმართან ურთიერთობას ვგულისხმობ. თუმცა, ეს „ოქროს წესი” ყველაფერში კარგად მუშაობს. არავინ უნდა შეიყვარო საკუთარ თავზე მეტად, მით უმეტეს – ქმარი რომელიც არაფრით არ არის სუპერმამაკაცი, უფრო მეტიც – ჩვეულებრივი ნაძირალაა.
– ოჯახი იმიტომ იქმნება, რომ ნაძირალას გვერდით იცხოვრო? ეს ხომ აბსურდია!
– გეთანხმებით, აბსურდია და იმიტომაც ვცხოვრობთ აბსურდის თეატრში. არ მითხრათ, რომ ასე არ არის. ჩვენ ვაძლევთ ჩვენს უანგარო სიყვარულს იმას, ვინც არ იმსახურებს; გამონაკლისები თითქმის არ არსებობდნენ და არც ახლა არსებობენ – ყველა კაცი ერთნაირად აზროვნებს: როგორც კი შეიყვარებ და მიხვდება, რომ მის გამო ყველაფერზე ხარ თანახმა, ეგრევე გადაგივლის.
– რას გულისხმობთ, როცა ამბობთ: „ყველაფერზე ხარ თანახმა“ და „ეგრევე გადაგივლის“?
– ღალატის პატიებაზე. ჩემი ქმარი მანამდე იყო ჩემ მიმართ ყურადღებიანი და თბილი, სანამ არ მიხვდა, რომ უზომოდ მიყვარდა. ეგრევე აიშვა და მიღალატა კიდეც.
– ამას ისე ამბობთ, რომ არც ნერვიულობთ?
– ვინერვიულე უკვე. ძალიან ვინერვიულე. ისტერიკაც მქონდა და დეპრესიაც. ლამის კედლებზე გავედი და გაგიჟებასაც აღარაფერი მაკლდა. ვტიროდი, გაყრით ვემუქრებოდი და ესეც ძალიან დიდი შეცდომა იყო.
 – ანუ, მუქარას აზრი არ აქვს?
– თუკი ის ხვდება, რომ გიყვარს – არა. უკეთ აგიხსნიათ: კაცები სულელები არ არიან. ისინი შესანიშნავად ხვდებიან, რომ შეყვარებული ქალის მოტყუებაზე ადვილი არაფერია. რეალობაც ხომ ეს არის? საკმარისია, კაცმა, რომელიც გიყვარს, თავზე გადაგისვას ხელი, რომ, მზად ხარ, ყველაზე საშინელი ტყუილი აპატიო. სამწუხაროა, მაგრამ – ფაქტია. მეც ზუსტად ეს დამემართა, უთავმოყვარეო, უღირსი დებილივით მოვიქეცი და თავი დავიმცირე. საერთოდ  რომ არ ამომეღო ხმა, ჯობდა. თუ ყვირილს იწყებ, ლოგიკურად უნდა დაასრულო – ან წახვიდე შენ, ან გააგდო ის. გიყვარს? გიჟდები, ისე გიყვარს? მაშინ, კეთილი ინებე და მისგან ღალატიც აიტანე – ეს არის ქმარზე უზომოდ შეყვარებული ცოლის ხვედრი.
– ასეთი საშინელებაა სიყვარული?
– დიახ, ზუსტად ასეთი საშინელებაა. თუ ზომიერების გრძნობას დაკარგავ, შენი ცხოვრება ერთ კაცზე არ უნდა ააგო. როგორი ძვირფასიც არ უნდა იყოს ის. თუ ასე მოიქცევი, დაიღუპები: დაკარგავ ყველაფერს – ღირსებასაც და საკუთარი თავის პატივისცემას – ეს ხომ არის დაღუპვა თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ასეთს – ღირსებადაკარგულსა და გამოლენჩებამდე შეყვარებულს, კაცი უარესს გაგიკეთებს?! მეორედაც გიღალატებს, მესამედაც, მეოთხედაც და ბოდიშსაც არ მოგიხდის; მერე ჩვევაში გადაეზრდება შენი დამცირება და ფეხებსაც გაიწმენდს შენზე.
– ამას ქმარი გააკეთებს?
– დიახ, საყვარელი ქმარი, ერთადერთი რომ გგონია; შენს დამცველად და მოკავშირედ რომ მიგაჩნია. საზიზღარი განცდაა, როცა გრძნობ, როგორ არაფერში სჭირდები მას.
– აბა, როგორ უნდა მოიქცე, ქმარს არ უნდა აგრძნობინო, რომ გიყვარს?
– არა. მას არ უნდა ეგონოს, რომ შეუცვლელია და მის იქით მამაკაცი არ არსებობს. ხვდებით, რას ვგულისხმობ? თუ იფიქრებ: ეს თუ ჩემგან წავა, ვერ ვიცოცხლებ, ცხოვრება აზრს დაკარგავსო, – შენი პიროვნება წაშლილია. ძალიან ბევრ ქალი სწორედ ამიტომ იტანს უამრავ შეურაცხყოფას ქმრისგან. ვერ მივმხვდარვართ, რომ ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია. შეგვიძლია, იქით ვუკარნახოთ თამაშის პირობები, თუკი არ დავანახვებთ, რომ ვგიჟდებით მათზე და ჩვენს ცხოვრებას ჩალის ფასი აქვს მათ გარეშე.
– სათქმელად, ალბათ, უფრო ადვილია.
– გეთანხმებით. ამ ჭეშმარიტებამდე რომ მივსულიყავი, ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანე, ბევრი ვიფიქრე, ბევრი ვინერვიულე... ისეთი „ჩავარდნები“ მქონდა, მეგონა, ცხოვრების გაგრძელებას ვეღარ შევძლებდი. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ჩემი ქმარი, „შეფერებული“ და „მიტევებული,“ ისეთი ღირსეული ღიმილით დაიარებოდა, ნერვები მაწყდებოდა... არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი სინანული  არ ჰქონია; რამაც გამაცოფა. მერე ერთბაშად გონება გამინათდა და აღმოვაჩინე, რომ დამნაშავე ვიყავი მე და არა ის  და მის მიმართ ტყუილად მქონდა აგრესია. მე მივიყვანე ჩვენი ურთიერთობა აქამდე, მხოლოდ მე და სხვამ არავინ; თავი არ დავაყენე ისეთ სიმაღლეზე, რომ პატივი ეცა ჩემთვის. მისთვის ჩამოვაყალიბე უპრინციპო, უთავმოყვარეო ქალის პორტრეტი, რომელსაც, როგორც არ უნდა მოჰქცეოდა, მაინც ყველაფერს აპატიებდა. ამას რომ მივხვდი, მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება – ცვლილებები საკუთარი თავიდან დამეწყო.
– რას გულისხმობთ?
– ფსიქოლოგიას. ყოველი ადამიანი იმდენად უნდა ერკვეოდეს ფსიქოლოგიაში, რომ საკუთარ თავს გამოადგეს მკურნალად.
– ამას სერიოზული ცოდნა არ სჭირდება?
– იცით, რა, გონება უფრო სჭირდება და მიხვედრილობა და, ალღოც, რა თქმა უნდა. რაღაც მომენტში ეს ყველაფერი თუ არ გაიაზრე, თუ არ მიხვდი, რომ არ არის ქმრის გარეშე დარჩენა კატასტროფა, არაფერი გეშველება. ქმარი ყოველთვის იძალადებს შენზე რაღაც ფორმით. აუცილებელი ხომ არ არის, გცემოს და გტყიპოს?! ფსიქოლოგიურ-ემოციური ძალადობა არანაკლებ საშინელებაა. გული უნდა გაიცივო და დაჯაბნო გრძნობა – ეს აუცილებელია.
– თქვენ ეს შეძელით?
– ბოლომდე ვერა, თუმცა, ძალიან ვცდილობ და მიზანმიმართულად მივდივარ საბოლოო მიზნისკენ. ქმარი ამჩნევს ცვლილებებს, მაგრამ, ჯერ რეაქცია არა აქვს – არ ვიცი, არ იმჩნევს თუ ბოლომდე ვერ ხვდება, რა ხდება. ნელ-ნელა ცხვირი მაღლა ავწიე. გულგრილობის ნიღაბიც მაქვს მომარჯვებული და, ვნახოთ, რა გამოვა. ფაქტია, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ერთ კაცზე ჩამოკიდებამ არათუ ბედნიერი ვერ გამხადა, პრობლემებიც შემიქმნა. ახლა მართლა შემიძლია, კარი გავუღო და სახლიდან მშვიდად გავაგდო. გავაკეთებ კიდეც ამას, თუკი ისევ მიღალატებს.

скачать dle 11.3