კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის არის აუცილებელი სამკურნალო შიმშილი

ანანასი ასუფთავებს ნაწლავებს და შლის ცხიმებს
ანანასი მდიდარია პროვიტამინით, B1 და B12 ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, რკინით, სპილენძით, თუთიით, კალციუმით, მაგნიუმითა და იოდით. ამ ნივთიერებების წყალობით  ანანასი უნიკალური სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა: ის არეგულირებს საჭმლის მონელებას, ასუფთავებს ნაწლავებს და ამცირებს სისხლის წნევას, რაც ათეროსკლეროზის განვითარებისაგან იცავს ადამიანს.
ორგანიზმში ცხიმების დაშლა ანანასის მიღებიდან 24 საათის შემდეგ იწყება; შედეგად, ცხიმი ფენებად აღარ გროვდება და ადამიანი დროთა განმავლობაში თანდათან კარგავს ზედმეტ კილოგრამებს. ასე რომ, თუ გსურთ, თავი აარიდოთ  სიმსუქნით გამოწვეულ ბევრ დაავადებას, ხშირად მიირთვით ანანასი.

ასკილი დადებითად მოქმედებს პოტენციაზე და ამაღლებს იმუნიტეტს
ასკილის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით ვიტამინებს, ასკილის შემცველი პრეპარატები კი გამოირჩევა მატონიზებელი, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის აღმდგენი, შარდმდენი, ნაღველმდენი, ანტისკლეროზული თვისებებით. ის ამაგრებს ძარღვების კედლებს, აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ძალებს, დადებითად მოქმედებს პოტენციაზე. ასკილის ფესვებისგან დამზადებული წამლები კი ხელს უწყობს სისხლის შედედებასა და ქვების დაშლას; ასევე, ის კარგი ნაღველმდენი და ანტისეპტიკური საშუალებაა.
ჰიპერტონიისა და ნაღველში ქვიშის დაგროვების დროს, 5 სადილის კოვზ კარგად დანაყილ ასკილის ფესვებს დაასხით 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დადგით ნელ ცეცხლზე დაახლოებით 15-10 წუთით. გააცივეთ, გადაწურეთ, დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის მისაღებად და ჭამამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა. კურსი გაიმეორეთ სამჯერ, ორკვირიანი შესვენებებით.
გასტრიტის, ცისტიტის, სისხლნაკლებობის, ათეროსკლეროზის, ბრონქიტის, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისა და ნევროზის დროს, 3 სადილის კოვზი დანაყილი ასკილის ნაყოფი ჩაყარეთ თერმოსში, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ერთი ღამე. შემდეგ გადაწურეთ და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა შემთბარი ნაყენი, დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. 
ქოლეცისტიტისა და ავიტამინოზის დროს, 1 სადილის კოვზ დანაყილ ასკილს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ადუღებული წყალი, დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. შემდეგ გადმოდგით და გააჩერეთ ორი საათი. გადაწურეთ და მიიღეთ ერთი მესამედი ჩაის კოვზი შემთბარი ნაყენი, დღეში ორჯერ, ჭამამდე ათი-თხუთმეტი წუთით ადრე.
ასკილით მომზადებული წამლებისა და ნაყენების მიღება არ შეიძლება, თუ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, თრომბოფლებიტი ან სისხლის დაქვეითებული მიმოქცევა გაწუხებთ.

რა არის მეორადი ნივთიერებები და რა როლს ასრულებენ ისინი ჩვენს ორგანიზმზე
ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, ორგანული ნაერთები – ყველა ეს ჩამოთვლილი ნივთიერება ენერგიის მიმწოდებლის როლს ასრულებს და აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის.
საკვების მეორადი ნივთიერებების ჯგუფში შედის მცენარეული წარმოშობის სხვადასხვა ქიმიური ნაერთი, კერძოდ, ვაროტინოიდები, ფოტოესტროგენები, ფლავონოიდები, პოლიფენოლები, საპონინები და ასე შემდეგ. ყველა ამ ნივთიერების საერთო დამახასიათებელი ნიშანია ანტიმჟანგავი თვისება, რითაც მათ ცოცხალი უჯრედების მნიშვნელოვანი ელემენტების ეგრეთ წოდებული „დამშეული“ თავისუფალი რადიკალების დაბრკოლება შეუძლიათ.
ადამიანის ორგანიზმი მეორად ნივთიერებებს საკვებთან ერთად იღებს. ანტიმჟანგავი აქტივობის წყალობით, ისინი აძლიერებენ იმუნიტეტს, აფერხებენ ნაადრევ სიბერეს, ამცირებენ აფროსცეროზიას, გულ-სისხლძარღვთა, ონკოლოგიურ და სხვა საშიშ დაავადებათა რისკს.
ადამიანის ორგანიზმში საჭიროა, საკვებთან ერთად მოხვდეს ის ნივთიერებები, რომლებიც მასში მიმდინარე პროცესების ჰარმონიულობასა და წონასწორობას უზრუნველყოფს. მეორადი ნივთიერებები სიმხნევეს, გამძლეობას, შრომისუნარიანობას გვმატებს. ასევე, გვეხმარება სტრესის დაძლევასა და გადალახვაში.
მეორადი ნივთიერებებით მდიდარია ბოსტნეული, ხილსა და მარცვლეულში კი ის შედარებით ნაკლებად მოიპოვება.
მეორადი ნივთიერებები განსაკუთრებით დიდი რაოდენობით არის ღვინოში, ასევე, ჭარხალში, პომიდორში, სტაფილოში, მჟავე კომბოსტოსა და მწვანე ჩაიში.

შეუსაბამეთ მენიუ ასაკს და ნუ ჩაიკლავთ დარდს გულში
თუ გსურთ, დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები. ამით საკუთარ ორგანიზმსაც ბევრ პრობლემას ააცილებთ და თავსაც გაცილებით უკეთ იგრძნობთ.
* ეცადეთ, დღე-ღამეში 1 500 კალორია იკმაროთ და გადაეჩვიოთ დანაყრებას. ამ გზით თქვენი ორგანიზმის უჯრედებს იდეალურ პირობებს შეუქმნით, განტვირთვაშიც შეუწყობთ ხელს და აქტივობასაც შეუნარჩუნებთ. ასეთ პირობებში უჯრედები მუდმივად განახლდება, იმუნური სისტემა მყარდება, ორგანიზმი კი ავადმყოფობას ადვილად ებრძვის. ასე რომ, იკვებეთ ყოველთვის ზომიერად.
* შეუსაბამეთ საკვები მენიუ თქვენს ასაკს. თუ გსურთ, ნაადრევი ნაოჭები არ გაგიჩნდეთ,  რეგულარულად ჭამეთ ნიგოზი და საქონლის ღვიძლი. 30 წლიდან ადამიანმა აუცილებლად უნდა მიიღოს ბეტაკაროტინით მდიდარი საკვები, 40 წლიდან კი კალციუმი და მაგნიუმი არ უნდა მოაკლოთ საკუთარ ორგანიზმს. მამაკაცებისთვის განსაკუთრებით აუცილებელია სელენიუმი, რომელიც ხელს უწყობს სტრესისგან განმუხტვას. მას დიდი რაოდენობით შეიცავს ყველი. ასევე, კარგია თევზი, კერძოდ, ის გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან გვიცავს.
* იყავით მეტად აქტიური. ყოველდღე დაახლოებით თხუთმეტწუთიანი ვარჯიში ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მოძრაობის პროცესში თავისუფლდება ზრდის ჰორმონი და ყველა ის ნივთიერება, რომელთა წარმოქმნაც 30 წლის ასაკიდან იკლებს.
* ნუ ჩაიკლავთ დარდს გულში, რადგან ეს სიმსივნური დაავადების განვითარების საფრთხეს ერთიორად ზრდის.
* ნუ მოადუნებთ ტვინს. ხშირად ჩაერთეთ დისკუსიებში, ინტელექტუალურ საუბრებში, შეავსეთ კროსვორდები და ასე შემდეგ. ამით გონებრივი შესაძლებლობების ასაკობრივ დეგრადაციას შეაჩერებთ და გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების, ასევე, ნივთიერებათა ცვლის პროცესების აქტივობასაც შეუწყობთ ხელს.
ასე რომ, თუ გაითვალისწინებთ საკმაოდ მარტივ რჩევებს, თქვენს ორგანიზმსა და გონებრივ შესაძლებლობებს არ მისცემთ უფლებას, მოდუნდეს და ცხოვრების სტიმული და ხალისი დაკარგოთ.
თალგამი ძალიან სასარგებლო ბოსტნეულია
თალგამი შეიცავს ბევრ ისეთ ორგანულ მჟავას, მინერალურ მარილს, ვიტამინებსა და ფერმენტებს, რომლებიც ნივთიერებათა ცვლას აწესრიგებს. ასევე, თალგამს ორგანიზმიდან გამოაქვს ჭარბი ქოლესტერინი, ამიტომ, ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ის შეუცვლელი ბოსტნეულია.
თალგამში დიდი რაოდენობითაა კალციუმის, კალიუმის, გოგირდისა და მაგნიუმის მარილები და ვიტამინები. ამიტომ, შაქრიანი დიაბეტის დროს მისი ჭამა აუცილებელია.
თალგამის ახალგამოწურულ წვენს შარდმდენი, ნაღველმდენი და ბაქტერიოციდული მოქმედება აქვს. ის აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. მისი კომპრესი შველის ნიკრისის ქარსა და რადიკულიტს; თალგამის წვენი, ასევე, ასტიმულირებს კუჭის წვენის გამოყოფას და აუმჯობესებს მადას.
ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს თალგამი ნამდვილი წამალია. თანაბარი რაოდენობით შერეული თალგამის წვენი და თაფლი ბრონქიტისა და ხველის დროს შეუცვლელია. დალიეთ დღეში 3-4-ჯერ, თითო სადილის კოვზი. მას ამოსახველებელი ეფექტი აქვს.
თუ ნაღველკენჭოვანი დაავადება გაწუხებთ, დილით, ჭამის შემდეგ, დალიეთ 100 მილილიტრი ახალგამოწურული თალგამის წვენი. შეგიძლიათ, მას დაუმატოთ 50 მილილიტრი ახალგამოწურული ჭარხლის წვენიც.
ღვიძლის, ნაღვლის ბუშტისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების დროს მიიღეთ თაფლისა და თალგამის ნარევი, კერძოდ, 1 ჩაის ჭიქა თალგამის წვენი და 2 სადილის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ და დადგით გრილ ადგილას. მიიღეთ დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი, ჭამის წინ ან ჭამის დროს.

როდის არის აუცილებელი სამკურნალო შიმშილი
თუ საკვებით მოწამვლის ან ზედმეტი კვების შემდეგ კუჭმა ძალიან შეგაწუხათ, კარგი იქნება, დაახლოებით რვა-ათი საათის განმავლობაში თავი შეიკავოთ ჭამისგან, რადგან, ამ დროს აუცილებელია, კუჭმა დაისვენოს. სამკურნალო შიმშილის შემდეგ კი შეგიძლიათ, მიიღოთ საკვები მცირე ულუფებად, 4-5 საათში ერთხელ. უმჯობესია, პირველ დღეს მიირთვათ ორცხობილა, უცხიმო ხაჭო, მაწონი, წყალში მოხარშული ბრინჯი ან შვრიის ფაფა; მეორე დღეს – ქათმის ბულიონი, ბრინჯის წვნიანი, მოხარშული ხორცი, კარტოფილის ან სტაფილოს პიურე.
ასევე, გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ შიმშილით ვერ მოიწესრიგებთ კუჭის მოქმედებას. იმისთვის, რომ ორგანიზმიდან მავნე ტოქსინები გამოიდევნოს, აუცილებელია, ყოველ საათში ერთხელ მიიღოთ დაახლოებით 250 მილილიტრი სითხე. უმჯობესია, დალიოთ ოდნავ დამტკბარი, თბილი, ღია შეფერილობის ჩაი.
თუ მარილიანი საკვები მოგინდათ, ეს იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმმა დაკარგა არა მხოლოდ სითხე, არამედ, ნატრიუმიც და ქლორიც. ამ დროს გირჩევთ, გახსნათ 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალში და, რომ გაგრილდება, დიდი ყლუპებით დალიოთ.
სტაფილოს ან კარტოფილის ნახარში დაეხმარება თქვენს ორგანიზმს კალიუმის აღდგენაში. გახეხეთ 3-4 ცალი საშუალო ზომის კარტოფილი ან სტაფილო, დაასხით 2 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, წამოადუღეთ და დაახლოებით 20 წუთი გააჩერეთ ნელ ცეცხლზე. შემდეგ გააცივეთ, გაწურეთ, გემოვნებით მოაყარეთ მარილი და მიირთვით. ასევე, უშაქროდ მოხარშეთ ჭერმის ჩირი და ქიშმიში, დაუმატეთ დაბლენდერებული ბანანი. სვით ეს წვენი და შეივსეთ ორგანიზმი კალიუმით.

скачать dle 11.3