კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: ძალიან ხშირად სხვადასხვა ადგილას მიჩნდება ძირმაგარები და თვალზე ჯიბლიბო. ამჯერად, ძირმაგარა საზარდულის არეში მაქვს და არ მინდა, ქირურგს მივმართო. იქნებ რამე მირჩიოთ?
პასუხი: უპირველესად, სასურველია, აიღოთ ნაცხი ძირმაგარიდან და ჩაატაროთ მისი ბაქტერიოლოგიური კვლევა. დადგინდება გამომწვევი და ანტიბიოპტიკოგრამით შესაძლებელი იქნება,  მკურნლობის სქემის შემუშავება. რაც შეეხება მათ პროფილაქტიკას, აუცილებელია, იმუნიტეტის ამაღლება.
კითხვა: კოლოიდური ვერცხლი რას წარმოადგენს, რას კურნავს და რა დანიშნულება აქვს?
პასუხი: კოლოიდური ვერცხლი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელიც გამოიყენება ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ.
კითხვა: რას ნიშნავს დიფუზური ექოგენობის კვანძი?
პასუხი: ექოგენობა შეიძლება იყოს დაქვეითებული, ან მომატებული, რაც შეეხება სიტყვა „დიფუზურს“ – ნიშნავს სხვადასხვა ნაწილის შერწყმით წარმოქმნილ, დაუნაწევრებელი შენების კვანძს.
კითხვა: ვარ 33 წლის. სახეზე, წარბზე მაქვს ხალი, რომელიც კანიდანაა ამოზრდილი. დაახლოებით სამი წელია, რაც აღნიშნულმა ხალმა დაიწყო მცირედად ზრდა. ბოლო დროს გამიჩნდა შეგრძნება, რომ ხალის გარშემო მაქვს ტკივილი. გთხოვთ მიპასუხოთ, საშიში ხომ არ არის აღნიშნული სიმპტომი და აუცილებელია თუ არა ონკოლოგთან ვიზიტი?
პასუხი: ხალის ზრდისას  სპეციალისტთან ვიზიტი აუცილებელია.
კითხვა: რომელი დაავადებების მკურნალობა ეხება ფიზიოთერაპევტს და რომელ ნივთიერებებს იყენებს სამკურნალოდ?
პასუხი: ფიზიოთერაპიული პროცედურები შეიძლება დაინიშნოს თითქმის ყველა დაავადების დროს. სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას ტკივილგამაყუჩებლები, ჰორმონები და სხვა პრეპარატები, რომელიც კონკრეტულად, ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3