კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია მცირე ცოდვას, რომელსაც ხშირად ჩავდივართ?
პასუხი: ასეთი „მცირე“ ცოდვა ძალიან ახლოს არის სასიკვდინე ცოდვასთან. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა – ქვიშის ნაწილაკს. თუ ქვიშა ბევრია, ის ქვასაც გადაწონის. მაგალითად, სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ ხშირად ამ ცოდვის გამეორების შემთხვევაში, ადამიანი უფლის მადლს განაქარვებს და სასჯელს მოიწევს.
კითხვა: რადგან სხვა შემოსავალი არ გამაჩნია, მცირედ თანხას გავასესხებ პროცენტით. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ?
პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლების მიხედვით თანხის გაპროცენტება, ანუ მევახშეობა ცოდვაა.
კითხვა: გადადის თუ არა ცოდვა ბავშვზე, თუ ის ჩაისახება ქორწინების გარეშე?
პასუხი: ბავშვზე ცოდვა არ გადადის, ყველა ადამიანი თავის ცოდვაზე თვითონ აგებს პასუხს.
კითხვა: შეშვენის თუ არა მოძღვარს მრისხანების გამოვლენა მრევლის წინაშე? ამით ხომ შეიძლება ვინმე დაბრკოლდეს.
პასუხი: მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია, თუმცა ის ხელდასხმულია ღვთისაგან, ამიტომ მანაც შეიძლება ჩაიდინოს ცოდვა, ამის გამო მრევლმა არ უნდა განსაჯოს. უფალი თვითონ მოჰკითხავს ყველა ჩვენგანს ჩვენს ცოდვებს. გარდა ამისა, ტაძარში ხანდახან ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც სიმკაცრე აუცილებელია მოძღვრის მხრიდან, მაგალითად, მაშინ, როდესაც მრევლის ერთი წევრი თავისი საქციელით აბრკოლებს სხვებს.

скачать dle 11.3