კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დადიოდა სქემარქიმანდრიტი ვიტალი პატარა ზომის ჩექმებით, სხეულზე შემოხვეული რკინის ჯაჭვით და რა უწინასწარმეტყველა მიტროპოლიტმა ზინობმა მის უწმიდესობას, ილია მეორეს

„მარტო როდი ხარ, არამედ გვერდითაა უფალი, დედა ღვთისა, წმიდა ანგელოზნი, ღვთის კაცნი. მხოლოდ გიყვარდეს და მთელი სამყარო და ყველა ადამიანი შენი ნათესავი გახდება. რთული არაფერი იქნება, თუ ადამიანები გეყვარება, გულწრფელად შეეცდები მათ შეწევნას. მაშინ, შენთვის ძალზე ადვილი იქნება ცხონება. თუ გეყვარება, არც მწუხარება შემოგაწვება, არც გულგატეხილობა და სევდა-ნაღველი. ისწავლე ყველას სიყვარული, მაშინ მარტო არასდროს იქნები,“ – ეს სიტყვები სქემარქიმანდრიტ ვიტალის ეკუთვნის (მასალა მომზადებულია წიგნის „სქემარქიმანდრიტი ვიტალის (სიდორენკო) ცხოვრების“ მიხედვით), რომელიც სიცოცხლეშივე მოყვასისადმი უდიდესი სიყვარულით გამოირჩეოდა და გარდაცვალების შემდეგაც (დასაფლავებულია წმიდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიის ეზოში) ანუგეშებს მასთან საფლავზე  მისულ ადამიანებს.
ნიკოლოზ და ალექსანდრა სიდორენკოების ღარიბ, გლეხურ ოჯახში 1928 დაიბადა ჩვილი, რომელსაც ვიტალი უწოდეს. ქრისტიანული წესის თანახმად, ალექსანდრამ ვაჟიშვილი მეორმოცე დღეს ეკლესიაში მიიყვანა. მღვდელმა ჩვილი საკურთხეველში შეიყვანა. მაშინვე იგრძნო მისგან გამომავალი მადლი და ის ამაღლებულ ადგილზე დააწვინა. შემდეგ მან ბავშვი საკურთხევლიდან გამოიყვანა და დედას გადასცა: „ეს ბავშვი დიდი ადამიანი იქნება“. სახლში დედას ბიჭის აკვანთან ხშირად ესმოდა ანგელოზთა საოცარი გალობა. მამის ნათესავებს – დებსა და ბებიას სძულდათ ბავშვი და მისი სიკვდილი სურდათ. ისინი დედას ჩვილის გამოსაკვებად მინდვრიდან არ უშვებდნენ. ბიჭი მთელი დღის განმავლობაში მშიერი და სველი იყო. თუმცა, არასდროს ტიროდა, რაც მათ უფრო მეტად აბოროტებდათ – ისინი ბავშვს პირში ჩალას ტენიდნენ და ძირს აგდებდნენ. 5 წლის ასაკიდან ვიტალიმ მარხვა დაიწყო: ხორცს საერთოდ არ ჭამდა, ოთხშაბათსა და პარასკევს რძის ნაწარმზეც უარს ამბობდა. როდესაც 8 წლის გახდა, ყველა თავისი თანატოლის მსგავსად, სკოლაში წავიდა. მას სულ თან დაქონდა სახარება და ყველას უკითხავდა. მოგვიანებით, ვიტალი ხალხს სთხოვდა, მისთვის „წმიდანთა ცხოვრება“ და სხვა სულიერი წიგნები მიეცათ წასაკითხად. ახალგაზრდობის წლებში კი, გაძლიერებულად ლოცულობდა. ლოცვისთვის განცალკევებული ადგილები ჰქონდა. 8-10 წლის ასაკში ბოსტანში ორმო ამოთხარა, სადაც დიდხანს ლოცულობდა. ცხრა წლის ვიტალის კოლმეურნეობის ნახირის მწყემსვა დაავალეს. მან საქონელი საძოვარზე გარეკა, თვითონ კი სახარების კითხვა დაიწყო და ვერც შეამჩნია, როგორ შეჭამეს ძროხებმა მარცვლეული, ზომაზე მეტი მოუვიდათ და დაცვივდნენ. ვიტალი თითოეულ ძროხასთან მიდიოდა, გარშემო შემოუვლიდა, ჯვარს გადასახავდა და საქონელი ფეხზე დგებოდა. ასე წამოაყენა ფეხზე მთელი ნახირი და სოფელში გარეკა. მეშვიდე კლასში იყო, როცა ის ნეკრასოვის ლექსის –  „რკინიგზის“ წასაკითხად გაკვეთილზე გამოიძახეს. მან ასე წაიკითხა: „სამყაროში არის მეფე, ის დაუნდობელია – ეს სტალინია“. მასწავლებლებმა იცოდნენ, რომ მასზე არანაირი სასჯელი არ იმოქმედებდა. ამიტომაც, მას საძულველ იარლიყთან „მორწმუნესთან“ ერთად, „პოლიტიკურიც“ დაუმატეს და სკოლიდან გააძევეს.
ზეციური მეუფის მხედარი
 14 წლის ასაკიდან მან მწირის ღვაწლი იტვირთა. მისი ღამის გასათევი ხშირად იყო თივის ზვინი, მიტოვებული ფარდული, ვაგონის კარსელი. მის, როგორც მწირის, მდგომარეობას მეტად ართულებდა ისიც, რომ ვიტალი შეგნებულად ამბობდა უარს რაიმე დოკუმენტის ქონაზე. 16 წლის ასაკში მან თავისი პასპორტი დახია. სურდა, ზეციური მეუფის მხედარი გამხდარიყო, ზეციური მოქალაქეობის სურვილი ჰქონდა, ამიტომ მიწიერ მოქალაქეობაზე იმედებს არ ამყარებდა. მოგვიანებით, გადაწყვიტა, გლინის უდაბნოში წასულიყო, რომელიც ცნობილი იყო ბერების მაღალი სულიერებით. მისი სულიერი მოძღვარი გახლდათ მამა სერაფიმე (რომანცოვი), საძმოს სულიერი მოძღვარი – მკაცრი და მომთხოვნი. მას სერაფიმე-მესვეტეს უწოდებდნენ, რადგან ერთადერთი გადარჩენილი კოშკის მეორე სართულზე ცხოვრობდა. გლინის უდაბნოს ყველა ბერს მადლმოსილი სულიერი ნიჭი ჰქონდა. პირველი და უმთავრესი გაკვეთილი, რომელიც მამა ვიტალიმ გლინის უდაბნოში მიიღო, იყო ბერების მორჩილება საკუთარი ნების გარეშე... 1950-იანი წლების ბოლოს ხელისუფლების მხრიდან კონტროლი გამკაცრდა. სულ უფრო ხშირად მიდიოდნენ გლინის უდაბნოში შესამომწმებლად. ძმებს აკრძალული ჰქონდათ მომლოცველთა გამოკვება და მათი ღამისთევით დატოვება. მამა ვიტალის მონასტერში ყოფნა სახიფათო გახდა და ის ტაგანროგში გაემგზავრა. შეუმჩნეველი არ დარჩენილა ტაგანროგის მცხოვრებთათვის მონასტრის თავმდაბალი და გარეგნულად უპოვარი მორჩილი ვიტალი. მასთან სიარული დაიწყო სულიერ საზრდოს მოწყურებულმა უამრავმა ადამიანმა. რუსეთში მწირობის დროს მამა ვიტალი ყოველთვის კაბით და სამგზავრო კვერთხით დადიოდა, მისი შეუმჩნევლად დარჩენა შეუძლებელი იყო. თითქმის ყველა სოფელში მილიცია ელოდა. ამ დროის შესახებ ის სულიერ შვილებს მოუთხრობდა: მიმავალს გზაზედ მდინარე შემხვდა. გადავედი მეორე ნაპირზე, ვხედავ, მორიგე მილიციელი დგას. მე მას თაყვანი ვეცი და ისე შემაქცია ზურგი, თითქოსდა ვერ შემაჩნია. სხვაგან კი, როგორც ბატონს, მანქანით დამხვდნენ. ძალიან ლამაზ სახლში შემიყვანეს და მომეფერნენ – ეს ნიშნავდა, რომ სასტიკად სცემეს. „აი, მილიციაში მცემდნენ,” – წერდა ის წერილში, – „მასწავლიდნენ, რომ არ გავზარმაცებულიყავი“. როცა მას სცემდნენ, ამბობდა, რომ ფეხბურთი ითამაშა, ან ეფერებოდნენ თავზე, მუცელში, ზურგზე. ერთხელ ტაგანროგში, მილიციაში მამა ვიტალი ისე სცემეს საავადმყოფოს მორგში გადაიყვანეს. ექიმმა ნახა, რომ პულსი არ ითვლებოდა: რა დავწერო დასკვნაში, მოგიკლავთო. მომვლელმა, მორწმუნე ქალმა იცნო მამა ვიტალი და ტირილი დაიწყო. ღამის 12 საათზე უეცრად მამა ვიტალის გალობა შემოესმა: „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი...“. მომვლელი ქალი გაიქცა: ის ცოცხალია. შეუძლებელია, – გაოცდა ექიმი. შევიდნენ მორგში, ვიტალი იჯდა მკვდრებს შორის და აღდგომის კანონს გალობდა... 1954 წელს კი ის ტაგანროგის საავადმყოფოში დააწვინეს, დიაგნოზით – უკანასკნელი სტადიის ტუბერკულოზი. ფილტვების დაშლა დაიწყო, გამოჯანმრთელების არავითარი იმედი არ იყო. ბევრი ხალხი მიდიოდა მის სანახავად. ერთ დამწუხრებულ დას მამა ვიტალიმ უთხრა: „თუ დედა ღვთისმშობელი ფილტვებს გამომიცვლის, ვიცოცხლებ“. მიუხედავად ასეთი მძიმე მდგომარეობისა, უფლის სასწაულმა არ დააყოვნა და მამა ვიტალი გადარჩა.
ორი ღვთივგანბრძნობილი ბერი
 დაახლოებით 1958 წელს მამა სერაფიმემ და მამა ანდრონიკემ მამა ვიტალი სამონაზვნოდ აღკვეცეს. 1960-იანი წლების შუა ხანებში  მან იდუმლად მიიღო სქემა ვიტალის სახელით, რის შემდეგაც ის ჯერ სოხუმში, ხოლო შემდეგ მაღალმთიან ბარგანში გაემგზავრა. 1969 წელს კი თბილისში ჩამოვიდა და წმიდა კეთილმორწმუნე მეფის, ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში მივიდა, სადაც მაშინ მიტროპოლიტი ზინობი ცხოვრობდა.
სქემიღუმენია სერაფიმა: „როდესაც მამა ვიტალი თბილისში ჩამოვიდა, თავიდან ფეხებამდე ჭუჭყიანი იყო, ეცვა ძონძები – სხვა სახელს მის სამოსს ვერ უწოდებდი. მეუფემ ის აკურთხა, ყველაფერი დაუწვა, რაც ეცვა, და სუფთა ჩააცვა. ჩექმები, რომელიც ეცვა ზომით პატარა ჰქონდა. ჩვენც დავინახეთ როგორ იტანჯებოდა და მეუფის კურთხევით სხვა ფეხსაცმელი მიევეცით. მამა ვიტალი მეუფეს ფეხებში ჩაუვარდა: „მეუფე, ის ჩექმები ჩემი ჟღარუნები იყო, ლოცვას მაიძულებდნენ“. როდესაც დაკონკილ კაბას ხდიდნენ, აღმოაჩინეს, რომ თითქოს სხეულზე შეზრდილ ჯაჭვს ატარებდა. დიდხანს არ იხსნიდა, სანამ უზიარებლობის სასჯელის შიშმა არ აიძულა ამის გაკეთება. მეუფე ზინობმა ის ჯერ ბერ-დიაკვანად, შემდეგ მღვდელმონაზვნად აკურთხა. თავად მიტროპოლიტი ზინობი სქემაში სერაფიმე 1914 წლიდან გლინის უდაბნოში ცხოვრობდა, რომლის დახურვის შემდეგ, სოხუმის ეპარქიაში, დრანდის მიძინების სახელობის მონასტერში მივიდა. 1926 წელს მღვდელმონაზვნად აკურთხეს. 1930 წელს დააპატიმრეს, სასჯელს იხდიდა ბელორო-ბალტის ბანაკებში. 1952 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრი იყო. 1956 წელს სტეფანობის ეპისკოპოსად დაასხეს ხელი, 1960 წლიდან კი თეთრიწყაროსი. 1972 წელს მიტროპოლის ხარისხში აიყვანეს. მას ძალიან უყვარდა ივერია და დიდ პატივს მიაგებდა საქართველოს ეკლესიის წმიდანებს. მის მიერ აღკვეცილთა შორის არის უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე, რომელსაც მან უკვე მაშინ უწინასწარმეტყველა საპატრიარქოს მსახურება. 1950 წლიდან გარდაცვალებამდე მიტროპოლიტი ზინობი თბილისის წმიდა ალექსანდრე ნეველის სახელეობის ტაძრის წინამძღვარი იყო და ამავე ტაძრის ეზოში მდებარე პატარა სახლში ცხოვრობდა. მისი მიტოვება მაშინაც არ მოისურვა, როდესაც მიტროპოლიტი გახდა. მეუფე ყველას გარშემი იკრებდა. ყოველ წელს, 12 ნოემბერს, მისი ანგელოზის ხსენების დღეს, ძალიან ბევრი ხალხი იყრიდა თავს. უწმიდესი პატრიარქი ბრძანებდა: „მეუფე, თქვენ გლინის უდაბნოს ფილიალი გაქვთ”. ასეთი სულიერი სიყვარულის ატმოსფეროში, წმიდა ბერის უშუალო მზრუნველობის ქვეშ აღმოჩნდა მამა ვიტალი. თუმცა, საბუთების უქონლობის გამო, ის 5 წლის განმავლობაში ქართულ ოჯახებში საიდუმლოდ ცხოვრობდა. მამა სერაფიმემ იცოდა მამა ვიტალის მდგომარეობა, ამიტომ თავის დროზე უთხრა: აირჩიე – ციხე, ან პასპორტიო. მამა ვიტალის ციხეში ჩაჯდომის არ ეშინოდა, მაგრამ ადამიანთა მიმართ სიყვარულმა, რომლებიც მისი სულიერი ხელმძღვანელობით, ცხონების გზას ეძებდნენ, არჩევანი გააკეთებინა და საბუთები აიღო. ამის მერე, დედა მარიამთან ერთად, დიდუბეში დასახლდა. იქ ყველა ბერად აღკვეცა მეუფე ზინობის კურთხევით სრულდებოდა. ის ურჩევდა სახელებს აღკვეცილთ. თვითონ მეუფემ მამა ვიტალის ხელით საიდუმლოდ მიიღო სქემა სახელით – სერაფიმე, სერაფიმე საროველის პატივსაცემად. ეს მოხდა მეუფეს გარდაცვალებიდან 2 წლით ადრე. მამა ვიტალის მის მიმართ უდიდესი მოკრძალება ჰქონდა. შეხვედრის დროს მეუფეს ფეხებში უვარდებოდა და კურთხევას სთხოვდა. როდესაც მამა ვიტალის სულიერი შვილები რჩევისთვის მასთან თბილისში ჩამოდიოდნენ, ის ჯერ მეუფეს უგზავნიდა: „როგორც მეუფე გაკურთხებს”. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ორი ბერის მოსაზრება განსხვავებული ყოფილიყო. მიტროპოლიტ ზინობს ფეხზე ტროფიკული წყლული ჰქონდა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის დროს ჩამოუყალიბდა. 1930 წელს კი, უფრო გაუმწვავდა მოყინვის გამო, როდესაც ბელმორო-ბალტის არხის მშენებლობაზე გადაასახლეს. ეს მას მტანჯველ ტკივილებს აყენებდა და ცოტა რომ შეემსუბუქებინა ქავილი, ზოგჯერ ფეხებზე მდუღარე წყალს ისხამდა. მეუფე სთხოვდა, რომ მამა ვიტალის ყოველდღე მოენახულებინა. მამა ვიტალი მის საწოლთან ხალიჩაზე ჯდებოდა და ისინი საუბრობდნენ. „ფსკვნილზე რამდენიმე წრეზე წავიკითხავდი ხოლმე იესოს ლოცვას და ის ცოტა უკეთ ხდებოდა“, – იხსნებს მამა ვიტალი. ერთხელ, როდესაც მეუფე ზინობი განსაკუთრებულად ავად იყო, მამა ვიტალი ცრემლებით ლოცულობდა, რომ ღმერთს ეს ავადმყოფობა მისთვის გამოეგზავნა. მაშინ მამა ვიტალის ფეხზე წყლული გაეხსნა, მეუფემ კი თავი უკეთ იგრძნო და მშვიდად დაიძინა.
სქემიღუმენი სერაფიმა: „როდესაც მეუფე ზინობი სიკვდილის პირად იყო და მხოლოდ ჟანგბადის ბალიშის საშუალებით შეეძლო სუნთქვა, მან მოითხოვა, ღამით მასთან მამა ვიტალი მიეყვანათ. მამა ვიტალიმ მაცხოვრის აღდგომის ხატი აიღო და მეუფეს წაუღო. მეუფეს განუზომლად სწამდა, რომ მამა ვიტალიმ თვით უფალი მიიყვანა მის აღსადგენად. ის სწრაფად გამომჯობინდა და მეორე დღეს ლიტურგიაზე უკვე კვეთას აღასრულებდა. მეუფე უფრთხილდებოდა მამა ვიტალის. თავისი ლოცვით იფარავდა. გვეუბნებოდა: „ზეციურ დედოფალს ვევედრები, რომ მამა ვიტალის სიცოცხლე გაუხანგრძლივდეს, ის დამმარხავს მე“. ასეც მეხდა. მეუფეს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთიდან მასთან ღვთისმსახურები ჩამოვიდნენ. მეუფემ ხელით მამა ვიტალიზე მიუთითა: „მამა ვიტალი შეგვცვლის ჩვენ – მამა სერაფიმეს, მამა ანდრონიკესა და მე”. ყველამ მიწამდე თაყვანი სცა. მომაკვდავმა მეუფემ მამა ვიტალის გაუმეორა: „ჩემს სულიერ შვილებს შენ გიტოვებ, შეეწიე მწუხარების დროს და ანუგეშე. ჩვენ კი, თუ ღვთის წინაშე კადნიერება გვექნება, დაგეხმარებით“. თვითონ მამა ვიტალი და დედა სერაფიმა მეუფე ზინობმა უწმიდესს და უნეტარესს, ილია მეორეს ჩააბარა: „თქვენი ბერი უწმიდესი ილიაა, ის ჩემი შვილია, ის კარგია” და ისინი ივერიიდან სადმე წასასვლელად არ აკურთხა. საქართველო უკვე მამა ვიტალის დიდ და სიყვარულიან გულში იყო დამკვიდრებული.

скачать dle 11.3