კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრეზიდენტი VS ნაპოლეონი?!

მოჩქარეს მოუგვიანდესო

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო პოლიტიკაში მძლავრი რყევებია, დასავლეთი თითქოს რუსეთს უტევს, ოღონდ ძველი მეთოდით. აი, იმით, თავის დროზე აშშ-მა სსრკ რომ დაანგრია (და გულზე ხელს თუ დავიდებთ, ჩვენ ეს ფრიადაც მოგვწონს). შესაბამისად, ნავთობის ფასი ისე დაეცა, რომ რუსეთის ბიუჯეტი ალთას მირბის, რუბლი-ბალთას, ხოლო ამასობაში აშშ-ის დოლარი მყარდება. ამის პარალელურად კი, დანარჩენი ვალუტებიც უფასურდება დოლარის მიმართ.
ამ ამბავს ვერც ლარი ასცდა და, თუმცა გაუფასურებული მსოფლიო ვალუტების რეიტინგში ლარი ერთ-ერთი ყველაზე მყარია და გირვანქა სტერლინგსა და კანადურ დოლარს შორისაა, ეს მაინც დიდი ვერაფერი შეღავათია საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმიტომ რომ, თუმცა საწვავი გაუიაფდათ, რაღაც-რაღაცეები გაუძვირდათ, განსაკუთრებით, დოლარში გამოტანილი კრედიტები.
ამ კრიტიკულ ვითარებაში საქართველოს ეროვნული ბანკი დუმილის უფლებას იყენებდა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს ჩვენი ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 2-ანს მიუახლოვდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გვაცნობა, „მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო კვირიდან დავიწყოთ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს.“
მეტიც, დაგვაიმედა, „ჩვენი ჩარევა იქნება თანმიმდევრული, იმ მოცულობის და დოზის, რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.“
ქართული ეკონომიკის სიმცირისა და ხელოვნურობის გათვალისწინებით, ბუნებრივია, იბადება რიტორიკული კითხვა: რა ეჩქარებოდათ?! –  ან, იქნებ, ეს ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნაპოლეონივით ბოლო წამამდე ელოდებოდა ლარის სრულ მოდუნებას, რომ მოულოდნელად დასხმოდა თავს და გამანადგურებლად დაუფლებოდა?! –

скачать dle 11.3