კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიბეშეთხელებულთა დიადი მიზნები

ანუ ვის არ უნდოდა დასავლური რძე და ყველი

იმ მარტივი ფაქტის გათვალისწინებით, რომ ყირიმის გადაყლაპვამ რუსული კუჭისკენ სხვა რამე-რუმეებს გადაუკეტა გზა, გასულ კვირას რფ-ის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა თანამემამულეთ მიმართა და განუმარტა, რომ პასუხისმგებლობა ყირიმის შემოერთებაზე ყველა პოლიტიკური ძალის მხრებზეა გადანაწილებული, მეტიც, ყველა იმ მოქალაქის მხრებზეც (მე ვიტყოდი, ტყავზე), რომლებსაც ეს ამბავი გაუხარდათო (მოდი და ნუ დაეთანხმები?!), ამიტომაც შესთავაზა,  გავერთიანდეთ და სოლიდარული პოლიტიკა შევინარჩუნოთო.
იმის გამო, რომ ყირიმთან სახმელეთო კომუნიკაციაა აუცილებელი, სანამ რფ უკრაინას იმ სახმელეთო ნაწილსაც მოაგლეჯს, რომელიც ყირიმთან მისასვლელს მისცემს (სწორედ ამას ემსახურება სეპარატიზმის გაღვივება უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში), დაიგეგმა ხიდის მშენებლობა თვით ქერჩის ყურეში, რომელიც რფ-ის ბედკრულ ბიუჯეტს 300 000 მილიარდი რუბლი დაუჯდება (ექსპლუატაციაში გაშვება 2018 წელს იგეგმება).
აქედან გამომდინარე, რფ-ელ პრ. პუტინს მოქალაქეები მიმართავენ და უბნობენ, რაკი რუსეთის ყველა  მოქალაქე, ჩინოვნიკით დაწყებული და უბრალო მოკვდავით დამთავრებული, მხარს უჭერს ყირიმის დედა-რუსეთის დიდ წიაღში დაბრუნებას, მათ ჯიბეებიც უნდა მოიჩხრიკონ. შესაბამისად, სთავაზობენ, გამოუშვას სახელმწიფო ობლიგაციები, რომლებსაც ის რუსეთელები შეიძენენ, მხარს რომ უჭერენ რუსეთის მიწების დაბრუნება-გაბევრებას. და ამ პროცესში თავად ყირიმელების ჩართვაც იგულისხმება.
აქედან გამომდინარე კი, საყველპურო ქართული გამონათქვამი: არ გინდოდათ დასავლური რძე და ყველი, ასეც შეიძლება, ითქვას, ჭამეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ყირიმი და 300-მილიარდიანი ხიდი.

скачать dle 11.3