კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყოფილთცვენა

„სანადიროდ“ გაქცეულები?!

გასულ კვირას კიდევ ერთი ჩვენი თნამემამულე შეემატა უკრაინის სამთავრობო გუნდს. ამჯერად აჭარის ავტონომიის ყოფილი თავი, ბ-ნი ვარშალომიძე მოგვევლინა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მრჩევლად. თუმცა აწ უკვე მრჩეველმა მოგვახსენა, რომ იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროს რეფორმირებაში უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან იყო ჩართული.
მოვიხმობ ციტატას: „საქმე ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ყველას მოგეხსენებათ, რა რთულ სიტუაციაშია დღეს უკრაინა… დღეს, ალბათ, ყველა პატრიოტი ქართველი უკრაინელია (და განა იმიტომ, ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდაო?!).“
უფრო ადრე, მოგეხსენებათ, მინისტრების პორტფელები ქ-ნმა ზღულაძემ და ბ-ნმა კვიტაშვილმა ჩაიბარეს, მათ მიჰყვა ჩვენი რჩეული – დავით საყვარელიძე: მართალია, მთლად მინისტრადაც არა, მაგრამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, გია გეწაძე, თვით გიორგი ვაშაძე (ოღონდ ეს უკანასკნელი მთლად ოფიციალურად არ დანიშნულა) და კიდევ რამდენიმე წვრილჩინოვნიკობა.
ქართველთცვენის ამ ტემპისა და რაოდენობის გათვალისწინებით, აშკარაა, რომ ჩვენს თანამემამულეთა და, ამავდროულად, ჩვენს ყოფილთა ოდენობა უკრაინის მთავრობაში გაიზრდება (და მე მთელი გულით ვიმედოვნებ, რომ ერთი უკრაინის ადგილას სამ სახელმწიფო წარმონაქმნს არ მივიღებთ, როგორც ეს მოხდა ჩვენთან, როდესაც ახლა უკრაინის მთარვობაში მყოფები საქართველოს მთავრობაში იყვნენ).
ეს აქტივობა იმდენად თვალშისაცემია, რომ, ჩვენი მეზობლები ხუმრობენ – საქართველოს მოქალაქეებს ქუჩაში გასვლის ეშინიათ, მათ იჭერენ და უკრაინის მთავრობაში აგზავნიან სამუშაოდო. –

скачать dle 11.3