კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ კარდიოლოგიურ კლინიკას უნდა მიმართოთ, როცა გული გაწუხებთ?!

 თანამედროვე ქართულ მედიცინაში მან უკვე თქვა თავისი სიტყვა. ის,  როგორც იტყვიან, უკვე ბრენდია! ამაში კი ეჭვი აღარავის ეპარება – მათ, ვისაც ერთხელ მაინც დასჭირვებია  კლინიკა „გულის“ სამედიცინო დახმარება. ჩვენი მკითხველის დიდი ნაწილიც სწორედ ამიტომ აკეთებს მასზე არჩევანს  მომსახურების, პროფესიონალიზმისა და პაციენტისადმი ადამიანური  მიდგომების გამო.

ნესტან ბექაური (კლინიკის მენეჯერი): კარდიოლოგიური კლინიკა „გული“ 1996 წელს გაიხსნა. დღეისთვის ის სრულად  უზრუნველყოფს კარდიოლოგიური პროფილის ავადმყოფების  დიაგნოსტიკასა და მკურნალობას ამბულატორიულ, სტაციონარულ თუ სახლის (პირადი კარდიოლოგის სამსახური)  პირობებში. ის აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია ახალგაზრდა, ნიჭიერი ექიმებით, რომელთაგან უმრავლესობას უცხოეთში აქვს გამოცდილება მიღებული. თავად კლინიკას ხელმძღვანელობს პროფესორი ანზორ მელია, დარგის კვალიფიციური კადრი და მსოფლიოში აღიარებული სპეციალისტი, რომელსაც არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მინიჭებული.  თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ბატონი ანზორ მელია გამორჩეული არ გახლავთ  მხოლოდ სამედიცინო რეგალიებით.  მას აქვს  მდიდარი სულიერი სამყარო. პაციენტებთან ურთიერთობისას  განსაკუთრებულად გულისხმიერია. ცდილობს, გაითვალისწინოს ყველა ნიუანსი და აქედან გამომდინარე,  ცხოვრობს თითოეული პაციენტის ტკივილითა და სიხარულით. ბატონი ანზორი არა მხოლოდ პაციენტებისადმია გულისხმიერი, არამედ  თანამშრომლების პრობლემებსაც ყურადღებით ეკიდება და ცდილობს, დახმარება გაუწიოს.
– რა სახის მომსახურებას სთავაზობს კლინიკა პაციენტებს?
– სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკურ და სამკურნალო სერვისთან ერთად, კლინიკა გთავაზობთ: რითმის დარღვევების (არითმიების) სრულყოფილ გამოკვლევას.  სუპრავენტრიკულური არითმიების (დამატებითი გზების) რადიოსიხშირულ აბლაციას; რითმის დარღვევების ოპერაციულ მკურნალობას,  გულის სისხლძარღვთა ინვაზიურ გამოკვლევას (კორონოგრაფია) და ანგიოპლასტიკას; გულის მძიმე უკმარისობის მკურნალობა მცირე ოპერაციით –  სამკამერიანი სტიმულაცია, რესინქრონიზაციული თერაპია; გულის იშემიური დაავადებებისა და მისი გართულებების განვითარების 10-წლიანი რისკის განსაზღვრა თანამედროვე მსოფლიო სტანდარტებითა და სხვა  მაღალი ხარისხის მქონე  შესაბამისი დიაგნოსტიკური  მომსახურება.
აღსანიშნავია, რომ ასეთი მაღალი დონის კლინიკა მხოლოდ დედაქალაქში კი არა, ზუგდიდშიც  გაიხსნა რამდენიმე წლის წინ და ის ადგილობრივი მოსახლეობის განსაკუთრებული ნდობით სარგებლობს. სულ ახლახან  ზუგდიდის კლინიკაში დაინერგა  ინვაზიური  ჩარევა და კეთდება   კორონოგრაფია-ანგიოპლასტიკა. შევიძინეთ ზუგდიდის კლინიკისთვის ტომოგრაფიის ულტრათანამედროვე,  ახალი აპარატი და ფაქტობრივად, მაღალი სტანდარტების აპარატურით გადაიარაღება მოხდა ბოლო პერიოდის განმავლობაში. კლინიკა „გულში“ როგორც თბილისში, ასევე ზუგდიდის ფილიალში   ფუნქციონირებს სასწრაფო სამედიცინო დახმარების  სამსახური, რომლის ბრიგადებიც დაკომპლექტებულია კლინიკის მაღალკვალიფიციური გამოცდილი სპეციალისტებით. სასწრაფო სამედიცინო სამსახური აღჭურვილია კომფორტული ტრანსპორტით, უახლესი აპარატურით და უზრუნველყოფილია პირველადი კარდიოლოგიური დახმარებისთვის აუცილებელი ყველა პირობით.
– კლინიკა გამორჩეულია იმითაც, რომ მუდმივად ხდება მისი განახლება და სამედიცინო  ნოვაციების  დანერგვა...
– ჩვენ ჩართულები ვართ  სახელმწიფო პროგრამებში, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის, ასევე მოსახლეობის (ინდივიდუალური) რეფერალური დახმარების პროგრამაში.  ჩვენს კლინიკაში ფუნქციონირებს  კათეტერიზაციისა და ელექტროფიზიოლოგიის ლაბორატორია, სადაც დიდი წარმატებით კეთდება ინვაზიური ჩარევები გულზე, როგორიცაა: ანგიოგრაფია, ანგიოპლასტიკა, მუდმივი  კარდიოსტიმულატორის იმპლანტაცია, სხვადასხვა ტიპის არითმიების რადიოსიხშირული  აბლაცია. მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში პირველად ჩვენთან დაინერგა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი უეცარი სიკვდილის თავიდან ასაცილებლად. ამ მიმართულებას ხელმძღვანელობს რითმოლოგი ხათუნა ჯალაბაძე.  ბოლო წლებია,  დაიწყო ანგიოლოგიური ოპერაციების გაკეთება, რომელსაც ახორციელებენ კვალიფიციური ანგიოლოგები.  თანდათან იზრდება და ვითარდება ჩვენი კლინიკა.  დავამატეთ ანგიოლოგის, ენდოკრინოლოგისა და ნევროპათოლოგის კაბინეტი, სადაც კარდიოლოგიური პროფილის გარდა, სრულყოფილად ხდება პაციენტის  მომსახურება.
ჩვენთან მიმდინარეობს სარეზიდენტო პროგრამა „კარდიოლოგიაში“. ჩვენი  ექიმები მუდმივად იმაღლებენ კვალიფიკაციას საერთაშორისო მასშტაბით. კლინიკაში პაციენტებთან ურთიერთობის განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევიან და როგორც იტყვიან, პაციენტის გულის გასაჭირი გულთან ახლოს მიაქვთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი კლინიკა, გარდა მაღალკვალიფიციური მომსახურებისა, სწორედ ამ მიდგომებითაც გამოირჩევა. ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობას.  კლინიკის დევიზიც აქედან მოდის:  „გულის  მკურნალი მხოლოდ გულია!“

скачать dle 11.3