„ბუდეები“ თევზით ან ქათმის ხორცით
საჭირო ინგრედიენტები: 5 ცალი მოზრდილი კარტოფილი, 1 ცალი მოზრდილი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 350 გრამი წითელი თევზი ან მოხარშული ქათმის ხორცი, 100 გრამი არაჟანი, 50 მილილიტრი ნაღები, ცოტა კარაქი, 50 გრამი რბილი ჰოლანდიური ყველი, მარილი, შავი პილპილი, ლიმონის წვენი, მწვანილი.
მომზადების წესი: მოხარშეთ კარტოფილი ისე, რომ ოდნავ უმი დარჩეს. თევზიც ნახევრად მოხარშეთ. გამოაცალკევეთ ფხებისგან რბილობი და დააქუცმაცეთ (თევზი შეგიძლიათ შეცვალოთ ქათმის თეთრი ხორცით). შებრაწეთ 7 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე. თუ თევზით აკეთებთ, ცოტა ლიმონით დანამეთ და პილპილი მოაყარეთ. ახლა მოამზადეთ „ბუდეები“. ფოლგა მოკეცეთ ორად. „ბუდის” ფორმის მისაღებად გამოიყენეთ ლიტრიანი ქილის ძირი გარეთა მხრიდან – ფოლგა ქილის ძირზე შემოახვიეთ და „ბუდე” გამოგივათ (როგორც ეს სურათებზეა ნაჩვენები). გვერდები 1,5 სანტიმეტრის სიგანის მაინც უნდა იყოს. სტაფილო გახეხეთ, ხახვი წვრილად დაჭერით და ორივე ერთად ზეთში მოშუშეთ. არაჟანს შეურიეთ ნაღები. უყავით ცოტა მარილი და, სურვილისამებრ, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი. კარტოფილი გახეხეთ, გადაანაწილეთ „ბუდეებში” და წაუსვით არაჟნისა და ნაღების „კრემი“. მეორე ფენად მოათავსეთ თევზი (ან ქათმის ფილე), ისევ წაუსვით „კრემი“ და ზემოდან კიდევ ერთ ფენად მოათავსეთ სტაფილო და ხახვი. ზედაპირი დაფარეთ გახეხილი კარტოფილით, ისევ წაუსვით ბლომად „კრემი“ და მოაყარეთ გახეხილი ყველი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 20 წუთის განმავლობაში. ფანტასტიკურია.