რულეტი ვახშმისთვის
საჭირო ინგრედიენტები: 4 ცალი კვერცხი, 100 გრამი მაგარი ყველი, 150 გრამი მაიონეზი (ლიმონით), 300 გრამი ხორცის ფარში (ნებისმიერი), 1 თავი ხახვი, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი: დაიწყეთ იმით, რომ გახეხეთ ყველი (სასურველია, შეარჩიოთ ნაკლებად მარილიანი), დაუმატეთ ჯერ კვერცხი, შემდეგ – მაიონეზი და ორივეჯერ ამოურიეთ. ეს ნაზავი დაასხით გამოსაცხობ ტაფაზე (ქვეშ გამოსაცხობი ქაღალდი დაუფინეთ) და მიეცით სწორკუთხა ფორმა. ტაფა მოათავსეთ 180-200 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში 15 წუთის განმავლობაში. სანამ ეს მზადდება, შეანელეთ ფარში: ფარშს ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი მოშუშული ხახვი, კვერცხი, მარილი, პილპილი და, თუ გნებავთ, ცოტა ხმელი სუნელი და კარგად ამოურიეთ. გამოიღეთ რულეტის ფირფიტა და ცოტა შეგრილება აცადეთ, შემდეგ ზემოდან წაუსვით ფარში, რულეტივით გადაახვიეთ და თან ქაღალდი შემოხსენით. მერე ისევ შეაბრუნეთ ცხელ აირღუმელში და 40 წუთის შემდეგ უგემრიელესი კერძი მზად არის.