კარტოფილის კატლეტი „კრაბის” ჩხირებით
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი კვერცხი, 1 ცალი საშუალო ზომის სტაფილო, 50 გრამი მაგარი ყველი (გახეხილი), 300 გრამი მოხარშული კარტოფილი, 120 გრამი „კრაბის” ჩხირები, ცოტა ფქვილი, სუნელები, მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით; ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი: მოხარშული კარტოფილი, კარგად გასრისეთ ჩანგლით, დაუმატეთ კვერცხი, მარილი, შავი პილპილი და კარგად ამოურიეთ. „კრაბის” ჩხირები დაჭერით, სტაფილო წვრილკბილა სახეხზე გახეხეთ, ყველიც გახეხეთ, ეს ყველაფერი ჩაუმატეთ კარტოფილს და კარგად აურიეთ. მიღებული ფარშისგან გააკეთეთ გუნდები და მიეცით მრგვალი კატლეტის ფორმა, ამოგანგლეთ ფქვილში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.