კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გია როინიშვილი თუმანიშვილის თეატრიდან ილიას უნივერსიტეტის თეატრში გადავიდა

როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, რამდენიმე დღის წინ  გია როინიშვილი მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს. თეატრში როინიშვილის ოცდაათწლიანი მოღვაწეობის დასრულების ეს გადაწყვეტილება თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ქეთი დოლიძემ მიიღო. სიახლე მსახიობმა თავად გვამცნო თავის ფეისბუქ-გვერდიდან, რასაც უამრავი კომენტარი მოჰყვა. ბევრი, მათ შორის, ცნობილი მსახიობები, კომენტარებში წერს, რომ გია როინიშვილი უნიჭიერესი მსახიობია და მისი თეატრიდან გაშვება დიდი შეცდომა იყო. როინიშვილი დოლიძის არჩევანს პოლიტიკას უკავშირებს. თეატრის დატოვების შემდეგ გია როინიშვილი თამაშს  ილიას უნივერსიტეტის თეატრის სცენაზე განაგრძობს – მან ჯან ანუის პიესის მიხედვით დადგმულ „ანტიგონეში” მთავარი როლი შეასრულა. სპექტაკლს მისი კოლეგა მეგობრები და ახლობლები ესწრებოდნენ. „ჯან ანუის „ანტიგონე” გაგა გოშაძემ „ილიაუნის” თეატრში დადგა, მიმიწვია და ვთამაშობ ახალგაზრდა მსახიობებთან ერთად. მე მადლობელი ვარ მათი, რომ ისინი პარტნიორობას მიწევენ და, რომ არა ეს თეატრი, ალბათ, უფრო რთულად გადავიტანდი იმ ტკივილს, რომელიც გადავიტანე ამ დღეებში,” – აღნიშნა გია როინიშვილმა. სპექტაკლის რეჟისორი გაგა გოშაძე აცხადებს, რომ გია როინიშვილის ფაქტორმა ძალიან დიდი როლი ითამაშა სპექტაკლის წარმატებაში. მისი თქმით, გია ძალიან ნიჭიერი მსახიობია და, თვითონ, როგორც რეჟისორი, მასთან ერთად მუშაობის პერიოდში ძალიან გაიზარდა. 

скачать dle 11.3