კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა ვანო ჯახუამ შეუფასებელი და ფასდაუდებელი ექსპონატი – საუკუნის წინანდელი ბუხარი განადგურებას

გასულ კვირას, ვანო ჯახუას მიერ მიტოვებულ შენობაში შემთხვევით  აღმოჩენილი უნიკალური ბუხარი, უკვე ხელოვნების სასახლეში, საზეიმო ვითარებაში აჩვენეს დამსწრე საზოგადოებას. სადაც, ცნობილ ადამიანებთან ერთად კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრიც იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ კერამიკით მოპირკეთებული ბუხარი ყველაზე დიდია მუზეუმის ფონდებში აქამდე დაცულ ექსპონატებს შორის. ბუხარს დაკარგული აქვს რამდენიმე დეკორატიული დეტალი, მათ შორის სკულპტურა-ვენერაც, რომლის სახელსაც ის ატარებს. ბუხარზე არსებული დამღა მიუთითებს, რომ „ვენერა,” დამზადებულია რუსეთის იმპერატორის კარის ოსტატების მიერ, ქალაქ ვიტებსკში, ბრონისლავ ლისოვსკის ქარხანაში და, სულ მცირე, ერთი საუკუნისაა.

ვანო ჯახუა შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მეორე განყოფილების უფროსია, პროფესიით იურისტი და, ამავდროულად, ჟურნალისტი. 

ვანო ჯახუა: გასულ წელს მისული გახლდით აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციაში, რომელიც თბილისში, შოთა იამანიძის ქუჩაზე მდებარეობდა. შენობა საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაში დამხვდა და ჩემი ყურადღება მიიპყრო ოთახში მდგარმა ნამდვილმა ხელოვნების შედევრმა – საოცარი სილამაზის ბუხარმა. იმ ემოციას ენით ვერ გადმოგცემთ, რაც მე ამ ბუხრის დანახვისას განვიცადე. მაშინვე გავიფიქრე, რომ, შენობის ასეთი მდგომარეობის გამო, ერთ მშვენიერ დღეს, არ იყო გამორიცხული, ბუხარი დაზიანებულიყო ან საერთოდ განადგურებულიყო. ინტუიცია მკარნახობდა, რომ ხელოვნების ეს მართლაც უნიკალური ნიმუში საუკუნის მაინც იქნებოდა და, მსოფლიოში თუ არა, საქართველოში ერთადერთი აღმოჩნდებოდა. მივხვდი, სასწაფოდ უნდა მემოქმედა. 

– იქ მყოფებს არ ჰკითხეთ მისი ისტორია – საიდან მოხვდა ხელოვნების ეს ნიმუში ან ვინ იყო ამ უნიკალური ბუხრის ყოფილი მფლობელი და ვისი კუთვნილება იყო?

– რასაკვირველია, მისი ნახვისთანავე უამრავი კითხვა გამიჩნდა და იქ მყოფებს მისი ისტორია ვკითხე, თუმცა, პასუხი ვერ მივიღე. ერთი კი დანამდვილებით ვიცოდი – ბუხარი უნდა მოხსნილიყო და უსაფრთხო ადგილას გადატანილიყო. გამახსენდა გიორგი კალანდია და მისი ხელოვნების სასახლე. ბუხარს ტელეფონით გადავუღე ფოტოები და საღამოსვე დავურეკე გიორგის, მოვუყევი ნანახის შესახებ და ვურჩიე, ამ საქმისთვის მოეკიდა ხელი. დავასრულე თუ არა საუბარი, ფოტოებიც გადავუგზავნე. ზუსტად ათ წუთში დამირეკა გიორგიმ – აღფრთოვანებას ვერ მალავდა. სულ მალე, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების დახმარებით, საკითხი დადებითად გადაწყდა: ბუხარი მოხსნეს, სასახლეში გადაიტანეს და რესტავრაცია ჩაუტარეს. დღეს ის უკვე ხელოვნების სასახლეს ამშვენებს და ნებისმიერ მსურველს შეუძლია, საკუთარი თვალით ნახოს, თამამად ვიტყვი, ეს ფასდაუდებელი ექსპონატი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი ქვეყნისა და ხალხის ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ჩემი დამოკიდებულება მაქვს. ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ, საჭიროა, შეიქმნას ისეთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის მიზანი და ფუნქცია იქნება უცხოეთში საქართველოს შესახებ დაცული ისტორიული დოკუმენტების, იქ მცხოვრები და მოღვაწე ქართველი გამოჩენილი ადამიანების ცხოვრების ამსახველი დოკუმენტებისა და არაკანონიერი გზით გატანილი სამუზეუმო თუ ძვირფასი ნივთების მოძიება და მათი სამშობლოში დაბრუნება. 

скачать dle 11.3