კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ცდილობენ ნუცა ბუზალაძის მოხიბვლას „ძველი ბიჭები“ და რა ხმები ისმის ღამის 4 საათზე მისი სახლიდან

როგორც გავიგე, მომღერალი ნუცა ბუზალაძე ამერიკაში გეგმავს წასვლას და იქ სწავლის გაგრძელებას. თან, ამბობს, რომ სწორედ ამ ქვეყნიდან აპირებს მსოფლიოს „დაპყრობას”. მის ცხოვრებაში წარმატება-წარუმატებლობა ერთდროულად მოდის და, ამიტომ, ყველაფრისთვის მზადაა. ნუცამ კომპოზტორობაშიც სცადა ბედი და, როგორც თავად ამბობს, ეს საქმეც კარგად გამოსდის, თუმცა ამის შესახებ ჯერ არავინ იცის, თავად მისმა პროდიუსერებმა – მამულიჩამ და ლელა წურწუმიამაც კი. ასე რომ, ნუცა თავის ნიჭსა და შრომის უნარს არ ზოგავს და ახალ-ახალი სიურპრიზებით გვანებივრებს.

ნუცა ბუზალაძე: პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებისგან” ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვფიქრობ, საჭირო იყო, ის მარცხი, რაც მე ვიგემე ამ პროექტში – ჩემს ცხოვრებაში ეს აუცილებლად უნდა მომხდარიყო. ყველა მეუბნებოდა, გაიმარჯვებო და მეც ამისთვის ვიბრძოდი, მაგრამ, ეტყობა, ამდენი გამაჯვება არ იყო საჭირო. ამ კრახის შემდეგ ვისწავლე, რომ არასდროს არ უნდა ვიყო ისეთი, როგორიც აქამდე ვიყავი.

– არ იყო ისეთი, როგორიც აქამდე იყავი, რას ნიშნავს? 

– ანუ, რომ ვიტყვი, ეს აუცილებლად უნდა გავაკეთო-მეთქი და, რაც არ უნდა შემეწინააღმდეგოს სხვა, აზრს არ ვიცვლი, ამის შედეგი ვიგემე. ახლა ასე არ მოვიქცევი. ვფიქრობ, იურმალაში გამარჯვების შემდეგ საჭირო იყო, ეს მარცხი განმეცადა, რომ „თავში ავარდნები” არ მქონოდა, თუმცა ეს ტიპიც არ ვარ. ჩემს ცხოვრებაში სულ ასე ხდება: ჯერ მაქვს ძალიან ცუდი პერიოდი, რასაც მოჰყვება, ძალიან დიდი წარმატება და გამართლება. „ცეკვავენ ვარსკვლავებში” ფეხის მოტეხა ძალიან დიდი ტრავმა იყო ჩემთვის და პროექტს გამოვეთიშე, მაგრამ, ახლა ახალ პროექტში მიმიწვია ტელეკომპანია „იმედმა” და, იმედია, იქ მაინც არ მოვიტეხ კისერს (იცინის). სანამ საქართველოში ვარ, მანამდე მივიღებ პროექტებში მონაწილეობას და თავს არ დავზოგავ. ასე რომ, „ცეკვავენ ვარსკვლავებში” ჩემი უიღბლობა მომავალში დიდი წარმატებების მომტანი აღმოჩნდება – მე ამის მჯერა. 

– თქვი, სანამ საქართველოში ვიქნებიო, ანუ, უცხოეთში წასვლას გეგმავ?

– სასწავლებლად ვგეგმავ ამერიკაში წასვლას. იქ გამოცდები სექტემბერშია და, ამიტომ, თუკი საქართველოში მანამდე რამე შემოთავაზება მექნება, სიამოვნებით დავთანხმდები. აქ რომ დავრჩე და სწავლა გავაგრძელო, აზრი არ აქვს, რადგან, ჩემი აზრით, ამერიკაში სულ სხვა დონის გამოცდილებას იძენ, უფრო იხვეწები და წარმატებებსაც აღწევ მსოფლიო დონეზე. 

– ამერიკაში გასამგზავრებლად ვინმე გეხმარება?

– ჯერჯერობით არავისთვის მითქვამს და არავინ შემიწუხებია, მარტოს მიწევს ფიქრი და გეგმების დასახვა. მალე დავიწყებ სერიოზულად მომზადებას და მერე შევაწუხებ მეგობრებს (იცინის). ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზე ვარ და თან, ეს წელი, ვფიქრობ, ჩემთვის ძალიან მაგარი იქნება. წინასწარ არ მიყვარს გეგმების დასახვა, რადგან არასდროს მისრულდება, რასაც ვგეგმავ. წარმატებაც იმდენად დაუგეგმავად მოდის ჩემთან, ვერც კი ვასწრებ აზრზე მოსვლას. ამიტომ, გადავწყვიტე, ამ მოულოდნელ წარმატებებს ველოდო და არაფერი დავგეგმო. ახლა ისეთ ასაკში ვარ, სწავლაა მთავარი – 17 წლის ვარ და, მინდა, ეს ასაკი მაქსიმალურად გამოვიყენო. ამერიკაში სასწავლებლად მინდა წასვლა, მაგრამ, თუ კარგი შემოთავაზება მექნება, არც დარჩენაზე ვიტყვი უარს. ამერიკა ჩემი ოცნებაა. ბავშვობიდან მინდოდა უცხოეთში წასვლა, რადგან, ყოველთვის ვიცოდი, რომ მხოლოდ იქ წასვლით გამიცნობდა მსოფლიო. რომ ვიცოდე, საქართველოდანაც შეიძლება ამის გაკეთება, თავს არ დავზოგავ, მაქსიმუმს „ჩავდებ”, მაგრამ ეს შეუძლებელია. რომელ ქვეყანაშიც არის ამის საშუალება, იქ უნდა გაიქცე, ყველაფერი ნულიდან დაიწყო და გახდე პოპულარული, მაგრამ, ისე კი არ უნდა გაიქცე, მე რომ დამემართა და ფეხი მოვიტეხე (იცინის). როცა 17 წლის გავხდი, არ მეგონა, ამდენი რამ თუ მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, მართლა სასწაული წელი მქონდა – ერთდროულად უდიდესი წარმატებაც განვიცადე და დაცემაც, ამის პირდაპირი გაგებით. ეს დაცემა იმ წარმატებების „მწვერვალიდან”, ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ, კიდევ ვამბობ: ეს, ალბათ, უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, ახლა მეტი გამოცდილება მაქვს და მაყურებელიც უფრო მეტს ითხოვს ჩემგან. ცხოვრების ამ ეტაპზე, მინდა, უფრო გავიზარდო, ანუ, გადავფარო ის „დაცემა,” რამაც წარუმატებლობა მომიტანა. ზოგი, კონკურსს რომ მოიგებს და წარმატებას მიაღწევვს, ან – პირიქით, ვერ მოიგებს და დატოვებს პროექტს, ჩერდება. მე ასე არ ვარ, უფრო მეტად მონდომებული ვხდები და, მინდა, მეტი ვაჩვენო. კონკურსი, კონკურსია – ხან მოიგებ და ხან წააგებ, მთავარია, არ მოდუნდე და არ გაჩერდე. უსაქმურად ყოფნას ვერ ვიტან. სიმღერაზე დიდ ბედნიერებას, არაფერი მანიჭებს და, მინდა, მთელი ცხოვრება ვიმღერო.

– ბოლო დროს საკმაოდ დაკავებული ხარ და, პრაქტიკულად, შეუძლებელია შენი სახლში ნახვა. 

– სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ სულ დაკავებული ვარ და სულ გარეთ ვარ, ძალიან მიყვარს სახლში ყოფნა. ოჯახურ გარემოში სულ სხვანაირად ვმუშაობ საკუთარ თავზე. ვხუმრობ ხოლმე, ჩემი მეზობლობა რთულია და გაძლება მისცეთ ღმერთმა-მეთქი (იცინის). ჯერჯერობით პრეტენზია არ გამოუთქვამთ, მაგრამ, წარმოიდგინეთ, გვიან რომ მოვალ სახლში, მოვაღებ პირს და ვმღერი, როგორი ასატანია?! მოლოდინში ვარ, როდის  „აფეთქდებიან” ჩემი მეზობლები (იცინის). თან, ისე ვერ ვიძინებ, თუ არ ვიცეკვე, ამიტომ, ღამის 3-4 საათზე ვრთავ მუსიკას და „მასტერკლასებს” ვუტარებ საკუთარ თავს. 12 საათის მერე მინდება ცეკვა და, რომ ჩავრთავ მუსიკას და ავცეკვდები, სანამ არ დავიღლები, მანამდე არ ვჩერდები – ყველაზე კარგი საშუალებაა, შეინარჩუნო ფორმა და არ მოიმატო წონაში. ღამის ცხოვრება მართლა არ მიყვარს, მაგრამ, მიწევს – თუ მეგობრები იკრიბებიან სადმე და დამირეკეს, აუცილებლად მივდივარ. 

– გასაგებია, რომ გიყვარს შენი საქმე, ვერ იტან უსაქმურობას, ამერიკიდან გეგმავ, მსოფლიომ გაგიცნოს, მაგრამ, პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– ჯერჯერობით არ მინდა, შეყვარებული ვიყო, არც არავინ მომწონს. ვნახოთ, ერთი-ორი წელი რომ მომემატება, იქნებ ბიჭებზე წარმოდგენა და გემოვნება  შემეცვალოს. არ დავმალავ, უამრავი თაყვანისმცემელი მყავს, ცდილობენ ჩემს მოხიბვლას, მაგრამ, თუ მე არ მინდა, ვერაფერს გახდებიან. არ მიყვარს, როცა სადმე ვარ და ზედმეტად იჩენს ბიჭი ჩემ მიმართ ყურადღებას. მისამართსაც ვმალავ, გასაიდუმლოებულია, იკოგნიტო ვარ, რომ ბიჭებმა არ დაიწყონ ყვავილებისა და ბუშტების მოტანა (იცინის). ხშირად სუფრაზეც მეპრანჭებიან, მაგრამ მე ამაზე მეცინება. „ძველ ბიჭებს” გოგოს მოხიბვლის სასწაული ხერხები აქვთ: ჰგონიათ, რომ, თუ საუბრისას ტონს გაწელავენ, წელში მოიხრებიან, თვალებს მოჭუტავენ და „თუფაქს” გიხსენებენ, ამით მოიხიბლები. მაღიზიანებს ზედმეტი ყურადღება მათგან.

– გავიგე, კომპოზიტორობა დაგიწყია, მართალია?

– დიახ. დიდი ხანია, მინდოდა სიმღერები დამეწერა. მუზები მოვიდნენ და ჩემს „ლეპტოპში” ჩავწერე რამდენიმე. 12 წლიდან მომდის თავში მელოდიები, მაგრამ, არსდროს მიფიქრია, ჩამეწერა. სხვათა შორის, ტექსტიც ჩემია და, ვფიქრობ, კარგი კომპოზიტორი დადგება ჩემგან. როცა მექნება რომელიმე სტუდიასთან კონტრაქტი, აუცილებლად ჩავწერ ჩემს სიმღერებს. 

– ესე იგი, პოეტობა, კომპოზიტორობა, მომღერლობა და მოცეკვავეობა – ყველაფერი შეითავსე? ეს თუ იციან შენმა პროდიუსერებმა, მამულიჩამ და ლელა წურწუმიამ?

– ჩემი კომპოზიტორობა ჯერ არ იციან და, ამ ინტერვიუს რომ წაიკითხავენ, მაშინ გაიგებენ. ალბათ, ეს მოულოდნელი იქნება მათთვის და გაუხარდებათ. ყოველთვის ვიცოდი, რომ შემეძლო სიმღერების წერა და, ალბათ, ახლა დადგა ეს დრო. თან, ეგოისტი ვარ და, არ მინდა, ჩემი სიმღერები სხვამ იმღეროს. რა ვიცი, ვფიქრობ, გამომდის ერთდროულად ცეკვა, სიმღერა, პოეტობა და კომპოზიტორობა და, რატომაც არ უნდა ვცადო?! თან, ღამით „მაწუხებს” მუზები და, გამთენიისას, 4-5 საათზე რომ „დამაცხრებიან”, მეტი რა გზა მაქვს, უნდა ვწერო და მერე „შეწუხებულმა” დავიძინო (იცინის).

скачать dle 11.3