ბრძნული აზრები
გოეთე: მე ვარ ნაწილი მთელი იმ ნაწილისა, ვისაც სწადია, ქმნას ბოროტი, მაგრამ იქმს კეთილს.
ტვენი: სიკეთე ენაა, რომლისაც ყრუს ესმის და ბრმა ხედავს.
ეზოპე: იმით, რაც ჩვენთვის საჭიროა და აუცილებელი, რასაც ჩვენ ვუფრთხილდებით და ნამდვილად გვიყვარს, იშვიათად ვტრაბახობთ.
ლაროშფუკო: ეგრეთ წოდებულ გულუხვობას უმეტესწილად საფუძვლად უდევს პატივმოყვარეობა: სწორედ მისი წყალობითაა, რომ საკუთრივ გულუხვობას უფრო ვაფასებთ, ვიდრე იმას, რასაც გულუხვობის შედეგად გავცემთ.
ჩერჩილი: სახელმწიფო მოღვაწესა და პოლიტიკოსს შორის ის განსხვავებაა, რომ პოლიტიკოსი ორიენტირებულია შემდეგ არჩევნებზე, ხოლო სახელმწიფო მოღვაწე – შემდეგ თაობაზე.
დრაიზერი: მანკიერების მონაა უკვე ის, ვინც მასთან მოლაპარაკებას მართავს.
ჰორაციუსი: მოწინააღმდეგის სერიოზული დასკვნები ხუმრობით უკუაგდე, ხუმრობა – სერიოზულობით.
ტოლსტოი: ჭეშმარიტების ყველაზე ნამდვილი ნიშანი უბრალოება და სიცხადეა, მაშინ, როცა ტყუილი ყოველთვის რთული და მრავალსიტყვიანია.
რუზველტი: პოლიტიკოსის მთავარი ფორმულაა, იცოდე, თუ როგორ მოექცე ხალხს.
ნიკო ნიკოლაძე: მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას.
ებნერ-ეშენბახი: ცოტა ცოდნა კი არაა საჭირო სხვების წინაშე საკუთარი უცოდინარობის დასაფარავად.
ესქილე: მეგობრისადმი უნდობლობა ყველა ტირანის დამახასიათებელი ავადმყოფობაა.
ავრელიუსი: ძნელია, ჰპოვო კაცი, ვინც უბედურად მიიჩნევს საკუთარ თავს მხოლოდ იმიტომ, რომ ყურადღებას არ აქცევდა სხვის სულისკვეთებას, მაგრამ, უთუოდ უბედური იქნება ის, ვინც თვალყურს არ ადევნებს საკუთარი სულის განვითარებას.
ბოკლი: ჭეშმარიტების აღმოჩენა მდგომარეობს არა ფაქტების უხვად დამოწმებაში, რაც ადამიანს პედანტად აქცევს, არამედ, საჭირო ფაქტების გამოყენებაში, რაც მას ფილოსოფოსად ხდის.
მაკალეი: ძალადობა ომის არსია, ზომიერება ომში – უპატიებელი სიბრიყვეა.
ლაუბი: ძალადობით აზრს ვერ გააღვიძებ.
ჯონსონი: ადამიანი, რომელიც ქორწინებაში უბედური იყო, დაქვრივებისთანავე ქორწინდება – ესაა იმედის გამარჯვება გამოცდილებაზე.
მორუა: ქალს ყბედობას აპატიებენ, სიმართლის თქმას კი – არა.
ბალზაკი: სიყვარული თამაშია, რომელშიც ვიღაც აუცილებლად ტყუის.