რა მოხდა ამ დღეს
26 იანვარი
1788 – ავსტრალიაში პირველად დასახლდნენ ინგლისელი კოლონისტები.
1875 – ამერიკელმა ჯორჯ გრინმა დააპატენტა კბილის ბორმანქანა.
1886 – გერმანელმა კონსტრუქტორმა კარლ ბენცმა აიღო პატენტი სამბორბლიან ავტომობილზე შიგაწვის ძრავით.
1905 – სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი – „კულინანი“ (3 106 კარატი).
1924 – საბჭოთა ხელისუფლებამ ქალაქ პეტროგრადს სახელი შეუცვალა და დაარქვა ლენინგრადი.
27 იანვარი
1593 – ჯორდანო ბრუნო ინკვიზიციის ციხეში მოხვდა.
1895 – სანკტ-პეტერბურგში, მარინის თეატრში, შედგა პრემიერა პეტრე ჩაიკოვსკის ბალეტისა „გედების ტბა“.
1918 – ამერიკის შეერთებული შტატების ეკრანებზე გამოვიდა პირველი ფილმი ტარზანის შესახებ. დღესდღეობით ამ სცენარით გადაღებულია 100-ზე მეტი ფილმი.
1926 – ლონდონში შოტლანდიელმა გამომგონებელმა ჯონ ბერდმა საზოგადოებას წარუდგინა პირველი ტელევიზორი.
1983 – დასრულდა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სარკინიგზო გვირაბის გათხრა (53,85 კილომეტრი). ის აერთებს იაპონიის კუნძულებს – ჰონსიუსა და ჰოკაიდოს.
28 იანვარი
1986 – კატასტროფა განიცადა ამერიკულმა კოსმოსურმა ხომალდმა „ჩელენჯერმა“.
29 იანვარი
1861 – კანზასი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების 34-ე შტატი.
1916 – საბრძოლო ოპერაციებში პირველად მიიღეს მონაწილეობა ტანკებმა.
1927 – ლონდონში გაიხსნა Park Lane Hotel – პირველი სასტუმრო, სადაც ყველა ნომერს თავისი სააბაზანო ჰქონდა.
30 იანვარი
1820 – ინგლისელები მიიჩნევენ, რომ ამ დღეს ოფიცერმა ედუარდ ბრენსფილდმა აღმოაჩინა ანტარქტიდა; ამერიკელები ამტკიცებენ, რომ ანტარქტიდა აღმოაჩინა ამერიკელმა ნათანიელ პალმერმა; თავის მხრივ, რუსებს აქვთ პრეტენზია, რომ ორი დღით ადრე ანტარქტიდა აღმოაჩინეს ბეინსჰაუზენმა და ლაზარევმა.
1911 – ფინეთში ამოიფრქვა ვულკანი ტაალი. 80 მეტრი სისქის ლავამ, რომელსაც მომწამლავი გაზი ახლდა, 10 კილომეტრი რადიუსის ტერიტორია დაფარა. დაიღუპა 2 000-მდე ადამიანი.
1932 – ფინეთში „მშრალი კანონი“ გამოცხადდა.
1933 – გერმანიის კანცლერი გახდა ადოლფ ჰიტლერი.
31 იანვარი
1958 – ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაუშვა დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი – Explorer One.
1990 – მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, გაიხსნა საბჭოთა კავშირში პირველი და მსოფლიოში უდიდესი რესტორანი „მაკდონალდსი“.
1 თებერვალი
1851 – ნავსადგურ კილის აკვატორიაში (გერმანია) გამოსცადეს მსოფლიოში პირველი წყალქვეშა ნავი – Le plongeur-Marine.
1884 – გამოიცა „ინგლისური ენის” ოქსფორდის ლექსიკონის პირველი ვარიანტი.