კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის რჩება ადამიანის გენეტიკური კოდი უპატრონოდ და რატომ არ არის სასურველი ოჯახში ერთი და იმავე სახელის მქონე ადამიანების ცხოვრება

გენეტიკური კოდი, რომელიც ადამიანში ჩასახვისას იდება, მასთან ერთად არსებობს სიკვდილამდე. მთელი სიცოცხლის პერიოდში ადამიანი იძენს ცოდნას, გამოცდილებას, მიდრეკილებას იჩენს სხვადასხვა სფეროს მიმართ. როგორც პარაფსიქოლოგი, ბატონი რამაზი ამბობს, სული ფიზიკური სიკვდილის შემდეგ, მეორმოცე დღეს თავისუფლდება და ამას აფიქსირებს სპეციალური აპარატი, რომელიც ადამიანის ბიოველს ამოწმებს. ასევე, პარაფსიქოლოგები და ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ შვილისა და მშობლის დაბადების დღეების დამთხვევა ცუდის მომასწავებელიაო. ისიც გამიგია ასაკში შესული ადამიანებისგან, თითქოს შვილების ბედზე ცუდად მოქმედებს მათთვის მშობლების ან წინაპართა სახელების დარქმევა. ბევრს აინტერესებს ამ კითხვებზე კონკრეტული პასუხები და ამიტომაც ვთხოვეთ პარაფსიქოლოგ, ბატონ რევაზს, იმ თემებზე ესაუბრა, რომლებზეც ხმამაღლა ლაპარაკსაც ბევრი არიდებს თავს, ან, უბრალოდ, უცოდინარობისა თუ გაურკვევლობის გამოა ჩუმად.

რევაზი: კოსმოსში ყველაზე დიდ დანაშაულად აბორტი ითვლება. ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ რჩება და შემდეგ დაუგეგმავ ჩანასახში ახერხებს ჩასახლებას. სამწუხაროდ, ამაზე არ ფიქრობენ და ამ საკითხს ზერელედ უდგებიან. ჩანასახში წარმოიქმნება და ადამიანის დაბადებას, ანუ, თავის სხეულს ელოდება.

– ესე იგი, ბავშვის ჩასახვისას მისი გენეტიკური კოდი უკვე რეალურად არსებობს?

– რასაკვირველია. ბავშვს ჩასახვისას კოდს მაშინვე აძლევს კოსმოსი, ხოლო, როცა ქალი ბავშვს იშორებს და აბორტს იკეთებს, ამ დროს გენეტიკური კოდი უპატრონოდ, ანუ უსხეულოდ რჩება და, შესაძლოა, დაუგეგმავად მოხვდეს სხვა ჩანასახში. 

– მერედა, ეს საშიში არ არის იმ ბავშვისთვის, რომელიც სამყაროში სხვა კოდით განვითარდება?

– თუ ბავშვი იმ გენეტიკურ ნიადაგზე არ იზრდება, რომელზეც საჭიროა, ოჯახში უცნაური ცვლილებები ხდება და ეს შეიმჩნევა კიდეც. მაგალითად, როცა ადამიანი ცხოვრების განმავლობაში მიაღწევს სრულყოფას, გარდაცვალების შემდეგ მისი სული დედამიწაზე აღარ მოდის და კოსმოსში რჩება. ეს კი, ნებისმიერი პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსი დამეთანხმება, რომ იდეალური მდგომარეობაა. ცხოვრებაში ბევრ რამეს ვგეგმავთ და საკუთარ თავს ვაპროგრამებთ წარმატებაზე, წარუმატებლობაზე, უბედურ შემთხვევაზე, სიხარულსა თუ სიკვდილზე. აზრს და ფიქრს მატერიალიზების უნარი აქვს. საკუთარ დაბადების დღეზე ადამიანის გარდაცვალების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ შთაგონებაა.

– კერძოდ, რა კავშირშია საკუთარ დაბადების დღეზე გარდაცვალება შთაგონებასთან?

– ახლავე აგიხსნით, რომ ჩემი ნათქვამი უფრო გასაგები იყოს. მაგალითად, ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანი საკუთარ დაბადების დღეს წყევლის. მას ამ დროს არ აქვს გაცნობიერებული, რას ამბობს და რამხელა შეცდომას უშვებს, როცა ამას აკეთებს. კოსმოსს კი ყველა სიტყვა ესმის, იქ სიტყვის მარცვალიც კი არ იკარგება. საკუთარი ცხოვრება, შეგვიძლია, თავადვე დავგეგმოთ, მაგრამ, ისე არა, რომ იციან თქმა – ოღონდ ამას მივაღწიო და მერე თუგინდ მოვკვდეო. ასე თუ მოიქცევით, მაშინ მიაღწევთ საწადელს და სიკვდილს დაელოდებით. არაერთი შემთხვევა ვიცი, როცა ადამიანს მართლაც გაუკეთებია ის საქმე, რომელზეც გარკვეული წლები ოცნებობდა, თავდაუზოგავად იღვწოდა ამისთვის და მერე მართლაც მალევე გარდაცვლილა. ძლიერი შთაგონება ბიოლოგიურ პროცესებზეც მოქმედებს. დაბადების დღე ყველა ჩვენგანისთვის ზეიმი და მნიშვნელოვანი თარიღი უნდა იყოს. სხვათა შორის, ქვეცნობიერიც დიდ ზეგავლენას ახდენს ჩვენს შესაძლო გარდაცვალებაზე სწორედ დაბადების დღეს. აბა, დააკვირდით, ეზოთერული კანონით, როცა ადამიანი, თავის მისიას, დაგეგმილ პროგრამას შეასრულებს, თავისივე დაბადების დღეს იღუპება, ანუ, ზუსტად იმ დროს, როცა ქვეცნობიერმა თავად დაგეგმა სიკვდილი. შთაგონებას, ისევე, როგორც ყველაფერს, თავისი ენერგეტიკა აქვს. ენერგიას ვხარჯავთ ჩანაფიქრის დამახსოვრებისას და სწორედ ასე ვქმნით ენერგეტიკულ მასას, რომელსაც გარკვეული ძალა აქვს და ზოგიერთი მოვლენის შეცვლა შეუძლია.

– მართალია, თითქოს დაბადების დღეზე ნათქვამ სიტყვებს დიდი ენერგეტიკული ძალა აქვს და ამ დროს ადამიანმა გააზრებულად უნდა იმოქმედოს, რომ საკუთარ თავსა და გარშემო მყოფებს საფრთხე არ შეუქმნას?

– დიახ, საკუთარ დაბადების დღეს ადამიანი განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს და თითოეული სიტყვა, აზრი თუ ჩანაფიქრი აკონტროლოს, რადგან მის გარშემო დიდი ენერგიები გროვდება და მათი კონტროლი საკმაოდ რთულია. ამიტომ ხდება სწორედ ამ დროს ყველაზე მეტი კონფლიქტი თქვენს გარემოცვაში – გაუგებრობები, დაბნეული სიტუაციები და ასე შემდეგ. რასაკვირველია, არ უნდა იფიქროთ, რომ ამ დღეს ყველაფერი ცუდი შეიძლება მოხდეს თქვენ ირგვლივ და საშინელებას უნდა ელოდოთ. ეს ასე სულაც არაა, უბრალოდ, მეტად უნდა აკონტორლოთ თქვენი ემოცია და შთაგონება. რომ ამბობენ: დასწყევლოს ღმერთმა ჩემი დაბადების დღე, ან – ნეტავ, სულ არ დავბადებულიყავი, ბედი მაინც არ დამყვაო, – ეს ძალიან საშიშია და არავის ვურჩევ ასეთ ლაპარაკს. ამ სიტყვებით ადამიანები კოსმოსში გზავნიან უარყოფით ენერგიას და ის უკანვე უბრუნდებათ რაღაც დროის შემდეგ. არ არის გამორიცხული, რომ ის საკუთარ დაბადების დღეზე უარყოფითი მოვლენების მიზეზიც გახდეს.

– იმასაც ხომ ამბობენ ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგები, თითქოს ჩვენს ცხოვრებას სხვა ადამიანები აპროგრამებენ?

– დიახ, ამბობენ და ეს სიმართლეა. ეს მაშინ ხდება, როცა ვინმეზე განაწყენებული არიან და  ჯავრს იყრიან. როცა დედა შვილის დაბადებას წყევლის ან ბებია შვილიშვილს უწყევლის ამქვეყნად მოვლენის დღეს, ესეც უარყოფითად აისახება მასზე და კოსმოსიდან დაგროვილი უარყოფითი ენერგია მოდის. ის დამცველ აურას აზიანებს და ადამიანი ხიფათს აწყდება ან უბედური შემთხვევის მსხვერპლი ხდება. როცა ქალის ორგანიზმში ადამიანი ჩაისახება, მას მექანიკურად გადაეცემა წინაპრებისგან პროგრამა, კერძოდ – როგორი უნდა იყოს, რისი ნიჭი და უნარი ექნება, ცხოვრებაში რა გზაზე ივლის და ასე შემდეგ.

– ამ პროგრამას ჩანასახი როგორ იღებს?

– დედის მუცელში ჩასახული არსება ამ პროგრამას ენერგეტიკის სახით იღებს – მშობლები ხომ შვილებთან გენეტიკურ-ენერგეტიკულად ვართ დაკავშირებული! ის აზრი კი, რომ მშობლის სახელის დარქმევა შვილზე ნეგატიურად იმოქმედებს, სრული აბსურდია. ამით მას არც მშობლის ბედი გადაეცემა და არც მისი აურა. უბრალოდ, შესაძლოა, ცხოვრების სტილი ერთნაირი ჰქონდეთ და ეს გენეტიკის ბრალია. საერთოდ, ძველად ამბობდნენ, თუ მშობელი შვილს თავის სახელს დაარქმევს, ამით უფრო მეტად დაემსგავსებაო და ასე ბევრი იქცეოდა. მაგრამ, პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, ეს მართებულად არ მიმაჩნია. სახელი, ერთგვარად, ჩვენს ინდივიდუალურობასაც გამოკვეთს და, რატომ უნდა იყოს სახლში ორი ჯუმბერი, სამი ნინო და ოთხი გიორგი, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია.

скачать dle 11.3