კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გახდა პილატესი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვარჯიში და როგორ იცვლიან ზრდასრულ ასაკშიც მისი დახმარებით ქალები სხეულის ფორმებს

პილატესი – ეს არის ვარჯიშების კომპლექსი, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარული და აქტუალურია. მისი ისტორია კი თითქმის ერთი საუკუნის წინ დაიწყო – ჯოზეფ პილატესის მიერ, რომელმაც არაჩვეულებრივი სისტემა შექმნა და დღეს ის ჰოლივუდის მსახიობებისთვის ფიტნესის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სახეობაა. გარდა იმისა, რომ მისი დახმარებით ადამიანი სრულყოფილ სხეულს იღებს, ბევრ დაავადებასაც აღწევს თავს. ამიტომაც, დღეს ძალიან ბევრ ქვეყანაში გახსნილია პილატესის სტუდიები და, რა თქმა უნდა, არც თბილისია გამონაკლისი – ჩვენს ქალაქშიც შეგიძლიათ, პილატესის პროფესიონალი, სერტიფიცირებული ტრენერის ნახვა  (ფეისბუქი: Pilates Method Tbilisi) –  ყოფილი ბალერინა მაია ხიდეშელი ამ საქმის ნამდვილი პროფესიონალია. 

მაია ხიდეშელი: 5 წლიდან ბალეტზე დავდიოდი, ვსწავლობდი ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო სკოლაში. სხვათა შორის, ჩემი კლასელები იყვნენ თიკო სადუნიშვილი და ქრისტინე იმედაძე. ეს პერიოდი ძალიან სახალისო იყო და დღემდე გვიყვარს ბავშვობის გახსენება. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, 6 წელი ვცეკვავდი ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით. შემდეგ ერთი წელი ვიმუშავე პედაგოგად. მეც ვიცვამდი პუანტებს, „ბალეტკებს“, „კუპალნიკს“, ვაჩვენებდი ბავშვებს, ვასწავლიდი, თან ვცდილობდი, ფორმაში ვყოფილიყავი. მაგრამ სამ  თვეში ვიგრძენი, რომ დავმძიმდი, რადგან ეს დატვირთვა ჩემთვის ნულის ტოლი იყო. წონაში კი არ მოვიმატე, უბრალოდ, მოდუნდა სხეული, კუნთები. ბევრი რამ ვცადე, მაგრამ ჩემთვის ყველაზე მისაღები, ორგანული პილატესი იყო. დავიწყე შესწავლა, კურსები გავიარე უცხოეთში. ბევრს ვმოგზაურობდი ბოლო 5 წლის განმავლობაში და ყველგან ვცდილობდი, დავსწრებოდი ვორკშოპებს, ტრენინგებს. შემდეგ პილატესის დახმარებით დავიწყე ჩემი სხეულის გამოქანდაკება, აშენება. ზოგადად ცნობილია, რომ ბალერინებს ლამაზი სხეული აქვთ. მაგრამ, ჩემი პროფესიული თვალით არც ისე ლამაზი სხეული აქვთ ბალერინებს. რა თქმა უნდა, ყველას არ ვგულისხმობ. ყოველთვის გამხდარი ვიყავი, მაგრამ აღარ მინდოდა ეს სიგამხდრე. დავფიქრდი, რის გაკეთება შეიძლებოდა ჩემი სხეულისგან და ბევრი რამ შევცვალე. მაგალითად, სულ უმუცლო ვიყავი, მაგრამ ფორმა არ ჰქონდა მუცელს, იყო ჩვეულებრივი სიბრტყე, არ ჰქონდა რელიეფი. მქონდა ბალერინის მხრები – ცოტა დაქანებული, ასევე, კობრას კუნთებს რომ ეძახიან. მოკლედ, ვარჯიშით კობრას კუნთები მოვიშორე, მხრები გავისწორე, მუცლის ფორმაც შევცვალე. გარდა ამისა, 3 სანტიმეტრით  გავიზარდე სიმაღლეში – ერთადერთია პილატესი, რომელიც სიმაღლეში ზრდის. ყველა ვარჯიში გაჭიმვაზეა მიმართული, ანუ უბრალოდ არ იქნევს არც ხელს, არც ფეხს, იჭიმება სხეული და დროთა განმავლობაში, სიმაღლეშიც იზრდები. 

– სიმაღლის გარდა, ალბათ, ქალები ბევრი პრობლემის მოსაგვარებლად მოდიან – იმისთვის, რომ ჰქონდეთ კარგი წელი, ლამაზი მუცელი, უკანალი.

– რაც უნდა ტანადი იყო და გრძელი ფეხები გქონდეს, თუ არ ივარჯიშებ, დროთა განმავლობაში, რაღაც ასაკის შემდეგ, მაინც ფუჭდება. საჯდომი სულ ტონუსში უნდა იყოს, მისი კუნთებისთვის პატარა ელექტროშოკი მუდმივად აუცილებელია. ყველაზე დიდი კუნთია, გამძლე, ყველზე მეტ კალორიას წვავს. რის ვარჯიშსაც უნდა აკეთებდე, მაგალითად, პრესის ვარჯიშს, ის იმდენ კალორიას არ დაწვავს, რამდენსაც საჯდომის ვარჯიში. მაგრამ, მარტო მას ვერ ავარჯიშებს, რადგან დაუსრულებელი ფორმა ექნება. ამისთვის საჭიროა, კარგი პრესი გქონდეს, წელი წვრილი, ზურგის კუნთები განვითარებული, ფეხიც უნდა იყოს ნავარჯიშები, ანუ ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია. ზოგადად, კუნთს 48 საათი აქვს მეხსიერება, ზუსტად ამ დროში თუ გაიმეორებ ვარჯიშს, მაშინ კარგი ეფექტი აქვს. იმიტომ არის რეკომენდებული კვირაში სამი დღე ვარჯიში ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომელიც მუშაობს და ფორმაში უნდა ყოფნა. სხვათა შორის, პილატესს ვარჯიშობენ ბალერინები, სპორტსმენები, იმისთვის, რომ ტრავმების რისკი მინიმუმადე დაიყვანონ, თან, განტვრთვაც არის. მასაჟის ეფექტი აქვს სპორტსმენებისთვის. 

– შენთან მოსულ ადამიანებს ინდივიდუალურად თუ ეხმარები გარკვეული პრობლემის გამოსწორებაში? 

– მთლიანობაში უნდა დაიწყო ვარჯიში, არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელი ზონა გაქვს პრობლემური. მერე ცალკე უნდა მაიქციო მეტი ყურადღება. თუმცა, პილატესი იმითაც არის გამორჩეული, სულ რომ არ მიაქციო ყურადღება მუცლის, საჯდომის, გვერდების პრობლემებს, მთელი ვარჯიშის განმავლობაში ყველა კუნთი მაინც მუშაობს. ჯერ შლაკების, შემდეგ ცელულიტების შლა ხდება, შემდეგ გამკვრივება. მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ ჯანმრთელობას, ვურჩევ მათ რაციონს. პილატესი არ არის დამქანცველი ვარჯიში. ჩემი დარბაზიდან ყველა გაღიმებული, ამაღლებულ ხასიათზე გადის. არ შეიძლება, პილატესის შემდეგ თავი დაღლილად იგრძნო, რადგან მრავალფეროვანია. ბურთები ძალიან ეფექტურია, რადგან არამყარია და ეს ორგანიზმს უფრო მეტ მობილიზებას უკეთებს – გვიწევს შიდა, პატარა კუნთების გავარჯიშება, რაც სხვა ვარჯიშებით არ ხერხდება. ავიღოთ პრესი: ჭიპის ქვედა ნაწილი სქელია, რამდენიმე ფარია და ყველაზე რთულად ხდება მისი ფორმაში მოყვანა.  რადგან პილატესის დროს შიდა კუნთებიც ვარჯიშობს, ადამიანი რომ ანებებს თავს ვარჯიშს და შემდეგ მოდის, კი სტკივა კუნთები, მაგრამ ყველაფერი უკვე რეფლექსების დონეზე ხდება. ეს ფუნდამენტი აღარ გეკარგება, იმდენად დამუშავებულია, რომ ფეხზე დადგები, დაწვები თუ დაჯდები, ის მაინც დაჭიმულია, რეფლექსის დონეზე მუშაობს და ღიპს აღარ მოუშვებ არასდროს. როგორი დაღლილი და ნაჭამიც უნდა იყო, ეს სულ გამაგრებულია და შესაბამისად, მუცელიც არ გაქვს. 

– როგორც ვიცი, პილატესი ჯანმრთელობისთვისაც ძალიან კარგია. 

– მას აქტიურად ვარჯიშობენ ორსულები, რადგან ბავშვისთვისაც ძალიან კარგია. დაორსულებამდე თუ ნავარჯიშები სხეული ჰქონდა, ორსულობა უფრო მეტად გაუადვილდება. როცა ზურგის კუნთები, პრესის ფარი მაგარი გაქვს – ნავარჯიშები, ვერ გრძნობ წონას, ფეხები არ გისივდება – რადგან სისხლი კარგად მოძრაობს. მშობიარობის შემდეგ ქალის სხეული ხომ უნდა შეიკუმშოს – ძვლები, საშვილოსნოს ყელი და ამ დროსაც ძალიან ეხმარება პილატესი. არის პილატესის ისეთი ვარჯიშები, რომელიც დაწეულ საშვილოსნოს ყელს ზემოთ სწევს, შეკუმშვას უწყობს ხელს. გარდა ამისა, ონკოლოგიურ დაავადებასაც აქრობს, მე არ ვგულისხმობ შორს წასულ სტადიებს. ვგულისხმობ პროფილაქტიკას და გარდა ამისა, მკერდში მასტოფათიის გაქრობას (ამის ცოცხალი მაგალითები არსებობენ), რადგან ხელის, მკერდის, ზედატანის ძალიან ბევრი ვარჯიშია, თუნდაც ჰანტელების გარეშე. ასეა სხეულის ქვედა ნაწილშიც. რაც მთავარია, უკუჩვენებები არ აქვს. თერაპიული დატვირთვა აქვს პილატესს. შველის ნევროზს, ხსნის მენსტრუალურ ტკივილებს, ამის მაგალითებიც ბევრია – ნოშ-პის ეფექტი აქვს. შაკიკი ხომ წესით განუკურნებადია, პილატესი ამასაც შველის. 60 წლის ქალბატონი, რომელიც წლების განმავლობაში იტანჯებოდა შაკიკით, ვარჯიშიდან სამ თვეში ამბობდა, რომ საერთოდ აღარ ჰქონდა ტკივილი. ჩემთან ერთი გოგონა საოპერაციო იყო, ვარიკოზული ვენები ჰქონდა. სამ თვეში ისეთი შედეგი მიიღო, თვითონაც შოკში იყო. აღარაფერს ვამბობ ხერხემლის ტკივილზე, რომელიც რამდენიმე ვარჯიშში გადის. პილატესი არა თუ არ აზიანებს სხეულს ან კუნთებს, პირიქით კურნავს. იმ ადამიანებს, ვისთვისაც აკრძალულია ვარჯიში, პილატესი შეიძლება. ალბათ, ამ ყველაფრის გამო გახდა პილატესი ასეთი პოპულარული მთელ მსოფლიოში, მათ შორის ჰოლივუდის ვარსკვლავებში. ჯენიფერ ანისტონი პილატესის სახეა. მადონა ყოველდღე ვარჯიშობს, ოღონდ სხვადასხვას და კვირაში ორჯერ – პილატესსაც. „ვიქტორიას სიკრეტის“ გოგონებიც ვარჯიშობენ პილატესს.

скачать dle 11.3