კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მუშაობდა ერთი ოჯახიდან სამი ქართველი ჰარვარდში და როგორ აგრძელებს რევაზ მაჩაიძე სტოკჰოლმის სამეფო უნივერსიტეტში მეცნიერულ კვლევებს

ნეირომეცნიერი რევაზ მაჩაიძე მკითხველმა ჩვენი ჟურნალის საშუალებით გაიცნო. ის დაახლოებით ოთხი წლის განმავლობაში ჰარვარდში, ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ნეიროქირურგიის კათედრაზე მუშაობდა და იკვლევდა თავის ტვინის დაავადებებს, კონკრეტულად – ტვინის  სიმსივნეს და აწარმოებდა მაღალტექნოლოგიურ ექპერიმენტებს. მანამდე კი ქართველი მეცნიერი  მუშაობდა ემორისა და პიტსბურგის უნივერსიტეტებში, ნეიროქირურგიის დეპარტამენტებში, ასევე  კვლევებს ახორციელებდა  ნეიროონკოლოგიის განხრით. ახლა  ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად და სტოკჰოლმში  კაროლინსკას ინსტიტუტში  (სამედიცინო უნივერსიტეტი) აგრძელებს კვლევებს ნეიროონკოლოგიაში სამეცნიერო მიმართულებით.

რევაზ მაჩაიძე: ოთხი წელი ვმუშაობდი ჰარვარდის უნივერსიტეტში და ეს იყო ჩემთვის საინტერესო წლები. მე ვფიქრობ, რომ ამ უნივერსიტეტის პრესტიჟი და ხარისხი გამოწვეულია იქ მომუშავე ხალხით, რომლებიც ქმნიან ინოვაციურ მარგალიტებს და ამკვიდრებენ მაღალ სტანდარტს ამერიკაში. კარგად ვიცნობ ამერიკის აკადემიურ სისტემას და მინდა გითხრათ, რომ ბევრი სამეცნიერო თუ საგანმანათლებლო მოდელი ვრცელდება სწორედ ამ უნივერსიტეტიდან. მოგეხსენებათ, ეს პირველი უნივერსიტეტია ამერიკაში, რომელიც 1636 წელს  დაფუძნდა და ძველი კულტურული ტრადიციების მიუხედავად, მოდერნის მწვერვალზეა: ამაში იგულისხმება მათი თანამედროვე აზროვნება და მომავალი ლიდერები. მეც, როგორც ყველა, საკმაოდ გავიზარდე და გავნათლდი როგორც მეცნიერი და ასევე, პიროვნება. ჩემი დეპარტამენტის ერთ-ერთი ყოფილი ხელმძღვანელი იყო Harvey Cushing. რომელმაც აღმოაჩინა Cushing-ის სინდრომი, ეს ადამიანი მსოფლიო სამედიცინო ისტორიის მნიშვნელოვანი ფიგურაა. საერთოდ, თანამედროვე მეცნიერული თრენდი ითვალისწინებს მეტ კომუნიკაციასა და ინტერაქციას. უნივერსიტეტებში ყველასგან სწავლობ – სტუდენტია ეს თუ პროფესორი. ოცდამეერთე საუკუნის განათლება მუდმივად განახლებადია და მასში მეცნიერებას უმთავრესი როლი უკავია. სწორი მიმართულებით გაწეული შრომა არასოდეს იკარგება, პირიქით, უფრო მეტად გხდის შედეგზე ორიენტირებულს და  წარმატებაც გარდაუვალია. ჰარვარდის უნივერსიტეტში რამდენჯერმე დამაწინაურეს და ისე მოხდა, რომ 4 ლაბორატორიას ვუკეთებდი მენეჯმენტს. 

საინტერესო კულტურა აქვს უნივერსიტეტს – ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას. ეს, შეიძლება ითქვას, დაუწერელი კანონია, რომელიც გულისხმობს ჰარვარდელების ერთმანეთისადმი მხარდაჭერას ნებისმიერ განზომილებაში. 

კონკრეტული წარმატება, განსაკუთრებით კი მეცნიერებაში, ერთ ღამეში არ მოდის. ერთ ღამეს არ გინათდება გონება და არ აკეთებ აღმოჩენას. ძალიან კარგი იდეა ბევრი გამოცდილების შედეგად მოდის. განათლება კარგია, მაგრამ პრაქტიკული გამოცდილება სულ სხვა რამ არის. როდესაც ჰარვარდში გარკვეული პერიოდის განმავლობაში მუშაობ, მერე ეს ჯილდო მთელი ცხოვრება მიგყვება.

– რა იყო ამ ოთხ წელში შენთვის ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი? 

– გამოვყოფდი სხვადასხვა რანგის სტუდენტებთან და მეცნიერ-თანამშომლებთან ურთიერთობას. ჰარვარდში ორმაგად იზრდები, რადგან არა მხოლოდ შენ ასწავლი, ისინიც გასწავლიან – ორმხრივი პროცესია. სტუდენტები ისეთ რამეს გიყვებიან, ყოველგვარ ლოგიკას რომ სცდება. ისეთ კითხვებს გისვამენ, მზად უნდა იყო პასუხისთვის, თუ არა და, შენზე უფროსს უნდა ჰკითხო – მეცნიერება ხომ ულიმიტო განათლებაა. 

– მახსოვს, ჰარვარდში ნანოტექნოლოგიურ ჩიპებზე მუშაობდი, რომელიც ითვალისწინებდა სიმსივნური უჯრედების გამოკვლევასა და ამავე უჯრედების გენეტიკურად მკურნალობას. რამე სიახლე არის ამ მხრივ? 

– ეს პროექტები ისევ მიმდინარეობს, იხვეწება. ტენდენციები ძირითადად გადატანილია გენეტიკურ კვლევებზე, რომ ჩამოყალიბდეს პერსონალური, ინდივიდუალური წამალი. თუმცა, ეს სფერო კიდევ ბევრ დახვეწას საჭიროებს. კიდევ ბევრი კვლევა, ანალიზებია საჭირო, რომ სრულყოფაში მოვიდეს და რეალობად იქცეს, მაგრამ საკმაოდ დიდი მომავალი აქვს. 

– როგორც ვიცი, შენი ძმაც და რძალიც ჰარვარდის კლინიკებში მუშაობენ ექიმებად.

– ჩემი ძმა მუშაობს ჰარვარდის Boston Children’s Hospital-ში, რომელიც მსოფლიოში ნომერ პირველი ბავშვთა ჰოსპიტალია. ის არის ექიმი და თან, მეცნიერი. ის ჩავიდა პირველად ბოსტონში, ჰარვარდში შვიდი წელია, მუშაობს. ჩემი ძმა იყო ადამიანი, ვინც მიბიძგა ჰარვარდში გადასვლაზე. როცა ჰარვარდიდან შორს ხარ, გგონია, იქ მოხვედრა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, ადვილი არ არის და მეც დამჭირდა იქ შესასვლელად გარკვეული ბრძოლა, მაგრამ ეს აუცილებელია. შემდეგ გადმოვიდა ჩემი რძალიც, რომელიც ასევე, დიდების ნომერ პირველ ჰოსპიტალში (Massachusette General Hospital) მუშაობს. ისიც ძალიან ძლიერი ექიმია. ასე რომ, მთელი ოჯახი ვიყავით ჰარვარდში, თუმცა, მე ახლა წამოვედი. 

– ამჟამად შვედეთში ცხოვრობ და იქ აგრძელებ მეცნიერულ მუშაობს. რატომ გადაწყვიტე ჰარვარდიდან წამოსვლა და სტოკჰოლმში, კაროლინსკას უნივერსიტეტში მუშაობის გაგრძელება?

– სტოკჰოლმში მაღალი კვალფიკაციით გადავედი. Karolinska Institutet სამეფო უნვერისტეტია, ერთ-ერთი საკმაოდ ძლიერი უნივერსიტეტი ევროპაში. 50 პროფესორისგან შედგება ამ ინსიტიტუტის ასამბლეა და ისინი მიუთითებენ, თუ ვის შეიძლება, გადაეცეს ნობელის პრემია. გადაწყვეტილებას იღებს აქედან შერჩეული 5 პროფესორი. დიდი ისტორია აქვს ამ ინსტიტუტს, ძალიან მომწონს. ამდენი ნობელის ლაურეატი ჰარვარდში არ იყო, რამდენიც აქ გხვდება. შეგიძლია, ხშირად დაესწრო მათ სემინარებს და მოუსმინო. ამერიკაში სამედიცინო მეცნიერების თრენდი ძალიან მაღალია. დიდი ყურადღება ექცევა ონკოლოგიურ დაავადებებს. იგივე თრენდია შვედეთშიც. საკმაოდ ძლიერები არიან. სერიოზული მეცნიერები ჰყავთ მნიშვნელოვანი აღმოჩენებით. სამედიცინო უნვერსიტეტი, სადაც მე ვმუშაობ, შეიძლება ითქვას, მაოცებს, რადგან სამეცნიერო თვალსაზრისით, ძალიან ძლიერია, არაფრით ჩამოუვარდება ჰარვარდის საუნივერსიტეტო კლინიკას. სამედიცინო განათლების დონით ეს მართლაც მაღალი ხარისხია.  მთელი ქვეყანა უნივერსალურ ჯანდაცვაზეა გადაყვანილი – მოსახლეობის 100 პროცენტს აქვს საშუალება, გამოიყენოს ჯანდაცვა ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე. ასევე, დიდი მნიშვნელობა ექცევა პრევენციულ ჯანდაცვას. თითქოს მოსახლეობაც უწყობს ხელს ამ პროცესების განვითარებას. 

აქაც თავის ტვინის სიმსივნეზე ვმუშაობ, მიდის კონკრეტული წამლების კვლევა. ხდება თანამედროვე დონის წამლების დამზადება, რომელიც დიზაინირებული იქნება მკერდის კიბოზე და თუ ექსპერიმენტების პირველ ფაზას გაივლის, მერე  გადავა თავის ტვინზე.

– როგორ ცხოვრობ მეცნიერების მიღმა? 

– ნეირომეცნიერებაში ორი დაუწერელი კანონი არსებობს: პირველი – იყავი ბედნიერი და ლაღი, მეორე – შეასრულე პირველი კანონი. ამიტომაც რაც ნაკლებად დავსტრესავთ საკუთარ ტვინს, ცხოვრებას, მით უფრო ჯანმრთელები ვიქნებით. დაბალანსებული ტვინი ძალიან ბევრ რამეს განსაზღვრავს. თავის ტვინისთვის კანონზომერება არ არსებობს – მას თავისუფლება უნდა მივცეთ.

скачать dle 11.3