კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვისთან ერთად და რამდენად შეიძინა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ საკალმახე მეურნეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე და საპარლამენტო მდივანი გიორგი კაკაურიძე 1983 წელსაა დაბადებული გორში. უმაღლესი განათლება 2000-2004 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე მიიღო, სპეციალობით – „ფინანსები და საბანკო საქმე“, 2008-2010 წლებში კი გორის უნივერსიტეტში სწავლობდა სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე, რის შედეგადაც, ბიზნესის მართვის მაგისტრი გახდა. მისი პროფესიული კარიერა ჯერ კიდევ უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში დაწყებულა, როდესაც 2002-2005 წლები შპს „კომპიუტერული სამყაროს“ ფინანსურ მრჩევლად მუშაობდა.  2005 წელს ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის სახელმწიფო ბიუჯეტის სამმართველოში გადასულა, სადაც სპეციალისტად 2006 წლამდე უმუშავია. შემდეგ იმავე სამმართველოში უფროსი სპეციალისტიც გამხდარა, 2007-ში კი – მთავარი სპეციალისტიც. 2008 წლის ივლისში ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დანიშნულა, ოქტომბერში – სამმართველოს უფროსად და ამ თანამდებობაზე 2014 წლამდე დარჩენილა. 2014 წლის სექტემბერიდან დღემდე კი ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.

გიორგი კაკაურიძის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2008 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც ფინანსთა სამინისტროს საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსობის კანდიდატმა. იმხანად ის დედ-მამასთან და მამიდასთან ერთად ცხოვრობდა და მათი ქონება იყო: მამას, რევაზ კაკაურიძეს, ეკუთვნოდა 100 000 ლარად ღირებული საცხოვრებელი სახლი მუხიანში, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები ზესტაფონისა და გარდაბნის რაიონებში, ასევე, 120 000 ლარად ღირებული სასაწყობე ფართი თბილისში, კედიას ქუჩაზე; დედას – ქეთევან ქობლიანიძეს ჰყავდა ავტომანქანა „ოპელი“, ხოლო მამიდა  – ლამზირა კაკაურიძე ფლობდა 300 000 ლარად ღირებულ საცხოვრებელ სახლს თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე. რევაზ კაკაურიძე შპს „მეგობრობის“ დამფუძნებელი და დირექტორი იყო, ქეთევან ქობლიანიძეს კი ინდსაწარმო „ლამზირა კაკაურიძე“ ჰქონდა შექმნილი 2001 წლიდან და 2008-ში მათ სამეწარმეო საქმიანობამ 18 000-18 000 ლარი მოუტანა. ხოლო გიორგი კაკაურიძემ ფინანსთა სამინისტროში მუშაობით 2008 წლის განმავლობაში, ხელფასის სახით, 46 000 ლარი აიღო. 2009 წლის განმავლობაში რევაზ კაკაურიძემ და ქეთევან ქობლიანიძემ სამეწარმეო საქმიანობით, შესაბმისად, 7 000 და 14 400 ლარი მიიღეს, გიორგი კაკაურიძემ კი, როგორც ფინანსთა სამინისტროს დეპარტამენტის უფროსმა, 63 780 ლარი. 2010 წელს რევაზ კაკაურიძისა და ქეთევან ქობლიანიძის შემოსავალი 5 600 და 3 600 ლარი იყო, გიორგი კაკაურიძის – 61 445 ლარი. 2011 წელს გიორგი კაკაურიძეს ნინო ბიბილურიძესთან ერთად 71 500 ლარად საკალმახე მეურნეობაც შეუძენია.

2011 წელს გიორგი კაკაურიძის წლიურმა ხელფასმა იმავე ჩინოვნიკურ პოზიციაზე 73 350 ლარი შეადგინა, ხოლო მისმა მშობლებმა სამეწარმეო საქმიანობით 4 800 და 3 800 ლარი მიიღეს. 2011 წელს გიორგი კაკაურიძემ მამისგან 8 195 ლარად შპს „მეგობრობის“ წილიც შეიძინა. დამატებითი შემოსავალი კი საგანმანათლებლო მომსახურებაში მიიღო – ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს დამხმარე მასალა მიაწოდა და ტრენინგი ჩაუტარა – 5 750 და 10 447 ლარი. 2013 წლის დეკლარაციით ვიგებთ, რომ გიორგი კაკაურიძე დაქორწინდა ადა ექიზაშვილზე. 2012 წლის განმავლობაში მისმა მშობლებმა, საერთო ჯამში, სამეწარმეო საქმიანობით 10 800 ლარი მიიღეს, თავად გიორგი კაკაურიძის წლიურმა ხელფასმა კი 85 370 ლარი შეადგინა. საგანმანათლებლო ტრენინგი იმ წელსაც ჩაატარა, რამაც კვლავ 10 744 ლარი მოუტანა. 2014 წელს გიორგი კაკაურიძეს შეეძინა ვაჟი – რეზი. ბოლო დეკლარაციით, კაკაურიძეების ქონება შემდეგნაირია: რევაზ კაკაურიძის საკუთრებაა ბინა თბილისში, მუხიანის დასახლებაში,  საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი სოფელ სვირში, მიწის ნაკვეთი სოფელ თელეთში; ლამზირა კაკაურიძის საკუთრებაა საცხოვრებელი თბილისში, ცუცქირიძის ქუჩაზე; გიორგი კაკაურიძეს კი აქვს მიწის ნაკვეთი კარალეთში.

რაც შეეხება შემოსავლებს: ფინანსთა მინისტრის მოადგილის მშობლებს სამეწარმეო საქმიანობამ 2013 წელს, საერთო ჯამში, 11 000 ლარი მოუტანა. გიორგი კაკაურიძემ, როგორც დეპარტამენტის უფროსმა, 79 355 ლარი აიღო; როგორც ტრენერმა – 6 480 ლარი.

скачать dle 11.3