კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოლაშქრენი

„საიდანაც ქარი ქროდა“

თუმცა დიდი რუსეთის ტერიტორია უკიდეგანოა და მას თვალი თბილი ზღვებისკენ უჭირავს, ორმა „დუმელმა“ აწ უკვე შორეული ჩრდილოეთის დალაშქვრა მოინდომა.

ასე და ამგვარად, ალექსანდრ სიდიაკინი და ოლეგ სავჩენკო ანტარქტიდას გაემგზავრნენ, თუმცა, ისე მოხდა, რომ უკან დაბრუნება ვეღარ მოახერხეს, ყოველ შემთხვევაში, დათქმულ დროში, ვინაიდან, ამინდის გაურესების გამო – ძლიერი გვერდითი ქარი ქრისო – თვითმფრინავმა ვერ მოახერხა ანტარქტიდის აეროდრომზე დაფრენა.

ცნობისთვის: „დუმელები“ ანტარქტიდის ყველაზე მაღალი მთის დასალაშქრავად იმყოფებოდნენ, რათა ზედ რუსეთის ფედერაციის დროშები აეფრიალებინათ!

როგორც გვაუწყეს – კიდეც დალაშქრეს და, ზედაც, ააფრიალეს. ერთი ისაა, რომ გამოფრენას ვერ ახერხებენ, თუმცა, გვატყობინებენ, რომ თეთრი  დათვებივით ჯანზე არიან! სხვათა შორის, ეს ეგზოტიკური მოგზაურობა რუსთა რჩეულთ 3 მილიონი რუბლი დასჯდომიათ.  

მაშინ, როდესაც მოანტარქტიდეებს თავი გასჭირვებიათ, „ახალი ამბების რუსულმა სამსახურმა“ სახელმწიფო სათაბიროს მიმართა, რათა ამ უკანსკნელმა იმსჯელოს ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეზე მოსეირნე „დუმელების“ საქციელზე.

მსჯელობა იმისთვის ყოფილა აუცილებელი, რომ დეპუტატებს კანონი დაურღვევიათ სახელწიფო საიდუმლოების შესახებ, ვინაიდან უცხოეთში ისე გამგზავრებულან, რომ ეს აბმავი არ უცნობებიათ, სადაც ჯერ არს, აი, იმ ორგანოებისთვის და, ზედაც, იმის დაზუსტებასაც ითხოვენ, ვინ გაიღო ამ მოგზაურობის ხარჯი.

ერთი სიტყვით, თუ ანტარქტიდის მკაცრ კლიმატს გადაურჩნენ, ფაქტია, რომ ჩრდილოელთა რჩეულები რუსული უშიშროების მსახვრალ ხელს ვერ აიცდენენ.

თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისტორია გვაფიქრებინებს, რომ არც ის იქნებოდა ურიგო, თუკი რუსული პოლიტელიტა სრული შემადგენლობით მოისურვებდა ანტარქტიდის დალაშქვრას, სულ მცირე, დედამიწის დანარჩენი ნაწილი მაინც დაისვენებდა. – 

скачать dle 11.3