კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ეგვიპტეში, „ხელისუფლების გადაცემის“ ცერემონიალზე – ახალი ფარაონი კლავდა ძველს და მის ადგილს იკავებდა

ძველ ეგვიპტეში, დაახლოებით მესამე ათასწლეულისთვის ჩვენს ერამდე, საკმაოდ მკაფიო შეხედულებები ჩამოყალიბდა იმქვეყნიურ (საიქიო) სამყაროზე, რომელიც მსოფლიოში გავრცელებული შეხედულებების ზუსტი ასლი იყო. ამ დროისთვის სამხრეთისა და ჩრდილოეთის სამეფოები ერთიანდება ერთი მმართველის – ფარაონის ხელისუფლების ქვეშ. თავიანთი სიკვდილისშემდგომი არსებობისთვის ფარაონები აგებენ აკლდამა-მასტაბებს – შენობებს კარ-ფანჯრის გარეშე, დასაკრძალ კამერაში გამავალი ჭით. ხშირად ეს აკლდამები იყო ორი – სამხრეთის და ჩრდილოეთის, რათა საიქიოში მბრძანებელს საჭიროების შემთხვევაში შესძლებოდა, ზუსტად ისე გადაადგილებულიყო ერთი რეზიდენციიდან მეორეში, როგორც მოისურვებდა. მაგალითად, გაერთიანებული ეგვიპტის ერთ-ერთ პირველ მეფეს, პირველი დინასტიის ფარაონ ჯერის, მცხოვრებს ჩვენს ერამდე მესამე ათასწლეულის დასაწყისში (ადრეულდინასტიური პერიოდი), ერთი აკლდამა ჰქონდა სამხრეთში, აბიდოსში და, ერთიც – ქვეყნის ჩრდილოეთში, საკარაში. აბიდოსის აკლდამას ეკავა ოთხას კვადრატულ მეტრზე მეტი ფართობი (მიწისზედა ნაგებობების გათვალისწინებით). აქ ვრცელ საცავებში განლაგებული იყო ფარაონის ქონება, რომელიც მას იმქვეყნიურ ცხოვრებაში სჭირდებოდა, ხოლო აკლდამის ირგვლივ არქეოლოგებმა მიაკვლიეს 338 მსახურის ნეშტს, რომლებსაც უნდა უზრუნველეყოთ მისი კომფორტული ცხოვრება. ძირითადად ესენი იყვნენ ქალები, ოღონდ, უგვარო მონები – მათ ცალ-ცალკე სამარხები დაიმსახურეს; მრავალ მათგანზე კი ქვის სტელები იდგა მათი სახელებით.

ჯერის აკლდამა ჯერ კიდევ ძველ დროს გაძარცვეს და მეფემ დაკარგა თავისი იმქვეყნიური ქონება, მაგრამ, მისი მხლებელი მსახურები მასთან დარჩნენ სამუდამოდ (ან, უკიდურეს შემთხვევაში, არქეოლოგთა იქ მისვლამდე). 

ორ აკლდამას ფლობდა დედოფალი მერიეტ-ნეოტიც, რომელიც, შესაძლოა, ჯერის შემდეგ მართავდა ეგვიპტეს. აბიდოსში მისთვის აშენდა რვა ვრცელი საწყობით გარშემორტყმული აკლდამა, ხოლო აკლდამის გარშემო მსახურთა მთელი შტატი – 41 ადამიანი იყო დაკრძალული. მათაც, როგორც ჯერის ამალას, ცალ-ცალკე ჰქონდათ საფლავები ქვის სტელებით, რომლებზეც მათი სახელები ეწერა. გარდა ამისა, შორიახლოს არქეოლოგებმა აღმოაჩინეს მთელი „კვარტალი“, სადაც დედოფლისთვის მსხვერპლად შეწირული კიდევ 77 ადამიანის ნეშტი განისვენებდა. რაც შეეხება ჩრდილოეთის აკლდამას, აქ ისეთ მასობრივ მსხვერპლშეწირვებს არ ჰქონდა ადგილი, მაგრამ, სამაგიეროდ, საკარაში დედოფალმა იმქვეყნიური „სახელოსნოები“ მოაწყო „თანამშრომელთა“ სრული შტატით. აქ იქნა ნაპოვნი ხომალდმშენებელი ოსტატი ნავების მოდელებით, მხატვარი – საღებავებით სავსე ჭურჭლით, ქვის ლარნაკების დამამზადებელი ოსტატი ინსტრუმენტებითა და თავისი სამუშაოს ნიმუშებით, მეთუნე-ოსტატი და ასე შემდეგ.

კიდევ უფრო დიდი ამალა გაიყოლა იმქვეყნიურ სამყაროში იმავე პირველი დინასტიის წარმომადგენელმა უაჯიმ. მხოლოდ აბიდოსში მის აკლდამას მსხვერპლად შეწირულ მსახურთა 174 საფლავი აკრავს გარშემო. ცალკე კვარტალში კიდევ 161 ადამიანია დაკრძალული.

უაჯის მემკვიდრე, მეფე უდიმუ, დიდხანს და ბრძნულად მართავდა ქვეყანას. იგი ამაგრებდა ეგვიპტის საზღვრებს, უზრუნველყოფდა სავაჭრო გზების უსაფრთხოებას, აწარმოებდა მშენებლობას, ჩაატარა მოსახლეობის აღწერა; მის დროს აყვავდა ხელოვნება და ხელოსნობა. უდიმუმ დიდებულად აღნიშნა თავისი ოცდაათწლიანი მმართველობა – დღესასწაული ჰედ-სები. ძველ დროში (თვით უდიმუს მმართველობასთან შედარებით) ეს დღესასწაული, ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ბევრი სხვა ხალხების მსგავსად, რიტუალური მკვლელობის თანხლებით ტარდებოდა – მიაჩნდათ, რომ მმართველის მაგიური ძალა დროთა მსვლელობაში ილეოდა და 30 წელზე მეტხანს მეფობა არავისთვის იყო დასაშვები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ ეწყობოდა „ხელისუფლების გადაცემის“ საზეიმო ცერემონიალი – ახალი მბრძანებელი, კლავდა ძველს და მის ადგილს იკავებდა. ეგვიპტის მბრძანებლები ამ დროიდან მოყოლებული, მიუხედავად თავიანთი უცილობელი რწმენისა იმქვეყნიური ცხოვრების სიამეზე, აღარ ჩქარობდნენ იმქვეყნად გამგზავრებას და მეფის ნაცვლად მის სტატუეტს მარხავდნენ; ხოლო ახალი მეფის ადგილზე ისევ ძველი მეფე რჩებოდა, რომლის ახალგაზრდობა და საკრალური ძალა „ახლდებოდა” სპეციალური რიტუალების საშუალებით. მიუხედავად იმისა, რომ უდიმუ არ ჩქარობდა იმქვეყნად გამგზავრებას და უპირატესობას ამქვეყნიურ ცხოვრებას ანიჭებდა, მსახურებს სხვა ბედი გაუმზადა – თავისი აკლდამის გარშემო, აბიდოსში 136 ადამიანი დააკრძალვინა.

скачать dle 11.3