კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

კითხვა: მსურს, ბინაში გავახარო ლიმონის ხე ისე, რომ თან მსხმოიარეც იყოს. იქნებ ამიხსნათ, როგორ მოვუარო და როგორ გავამრავლო?

პასუხი: კარგად მოვლილი ლიმონის ერთი ნერგი 20-40 ცალ ნაყოფს იძლევა. ოთახის პირობებში უმთავრესად კარგად იზრდება და მსხმოიარობს ის ნერგები, რომლებიც მიღებულია კალმებისა და ტოტების დაფესვიანებით. მათი გამრავლება უმჯობესია თებერვალ-მარტში. ლიმონის დასაკალმებლად უნდა აიჭრას 4-6 მილიმეტრი სისქისა და 10-12 სანტიმეტრი სიგრძის  ტოტები. კალამი უნდა ჩაირგას ღრმად, მისი სიგრძის ნახევრამდე. ზემოდან დაახურეთ ქილა და დადგით სითბოში. ერთ თვეში დაფესვიანდება და შემდეგ გადარგეთ მაღალ ქოთანში. მისი ნიადაგი უნდა მომზადდეს სპეციალურად: ჰუმუსი, გამომწვარი ნაკელი და სილა თანაბარი რაოდენობით. სასურველია, ლიმონის ნერგი გვიან შემოდგომამდე აივანზე გედგათ. მისი დაკოკრება-დაყვავილებისთვის საკმარისია ოთახის ტემპერატურა 10-15 გრადუსი, ხოლო ნაყოფის მომწიფებისთვის 20-25 გრადუსი. ზაფხულში მორწყვა სჭირდება ყოველდღიურად ან 2-3 დღეში ერთხელ. შემოდგომით, ნაყოფის მოსამწიფებლად, აუცილებელია, მორწყვა შეამციროთ.  ნაყოფის შემცირებისა და კოკრის დაცვენის უმთავრესი მიზეზია: მაღალი ტემპერატურა, ჰაერის დაბალი შეფარდებითი ტენიანობა, ტემპერატურის დიდი მონაცვლეობა, ცივი წყლით მორწყვა, ნიადაგის ზედმეტი სიმშრალე ან ჭარბი ტენი, მავნებლების მოქმედება და სხვადასხვა დაავადება. იმისათვის, რომ ლიმონის ფოთლები სუფთა იყოს, პერიოდულად თბილი წყლით ჩამობანეთ. მავნებლების წინააღმდეგ პროფილაქტიკისთვის მცენარის ფოთლები ხანდახან საპნიან ხსნარში დასველებული ბამბით გაწმინდეთ. კვირაში ერთხელ სასურველია გოგირდის შეფრქვევაც.

კითხვა: რა სინათლესა და ტემპერატურაზე ვამყოფო კალადიუმი?

პასუხი: მისთვის იდეალურია კაშკაშა, გაბნეული ან არეკლილი შუქი, მზის გულზე ფოთლები მალე დაუჭკნება. ზრდის პერიოდში სითბო სჭირდება, დაახლოებით 20-23 გრადუსი. მისთვის საუკეთესო ადგილი ნათელი სააბაზანოა.

კითხვა: ჩემმა ყოჩივარდამ ლპობა დაიწყო. რის ბრალია და როგორ გადავარჩინო?

პასუხი: მცენარის ლპობის მიზეზი შეიძლება ბევრი წყალი იყოს. არ მორწყათ, სანამ ფოთლები ცოტათი არ მოიწყენს. დაყვავილების შემდეგ მორწყვა უნდა შეამციროთ. მისი ლპოპა შესაძლებელია, დამჭკნარმა ყვავილებმაც გამოიწვია. დამჭკნარი ყვავილები და გაყვითლებული ფოთლები ყუნწიანად მოაშორეთ. მოყვავილე სახეობებს ზამთრობით კარგი განათება სჭირდება. სიგრილის მოყვარული ყოჩივარდა დიდხანს იყვავილებს 18 გრადუსამდე ტემპერატურაზე.

კითხვა: როგორ პირობებში ვამყოფო სტრეპტოკარპუსი, რომ კარგად იყვავილოს?

პასუხი: სტრეპტოკარპუსი ოთახის ულამაზესი მცენარეა, რომლის ყვავილები მთელი წლის განმავლობაში მორიგეობით იშლება, თუ სათანადო პირობებს შეუქმნით. მცენარეს სინათლე არ მოაკლოთ, მაგრამ მზეს მოარიდეთ. 13 გრადუს ტემპერატურაზე ქვემოთ სტრეპტოკარპუსი არ ამყოფოთ, თორემ, აღარ იყვავილებს. მისთვის კარგია ოთახის ნორმალური ტემპერატურა, 18-24 გრადუსი. ზაფხულში უხვად მორწყეთ, თუმცა მორწყვიდან მორწყვამდე მიწა უნდა შეაშროთ. კარგია, თუ სველკენჭებიან ლანგარზე დადგამთ, რათა ფოთლები არ გაუყავისფრდეს მშრალი ჰაერის გამო. სიგრილეში მორწყვას მოუკელით.  რამდენიმე კვირაში ერთხელ მცენარეს კალიუმის შემცველი სასუქი მიაწოდეთ. თუ დამჭკნარ ყვავილებს მალევე მოაშორებთ, ასე ყვავილობას გაუხანგრძლივებთ. მცენარე დაახლოებით 25 სანტიმეტრ სიმაღლემდე იზრდება და, კარგია თუ მისთვის მაღალ ტუმბოს შეარჩევთ დასადგმელად.

скачать dle 11.3