კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქრისტიანული სასწაულები

წმიდა გენადი, კონსტანტინეპოლელი პატრიარქი კეთილმსახური იმპერატორის ლეონ დიდის დროს (457-474 წლები) მოღვაწეობდა. მღვდელმთავარი სიმდაბლით, მოთმინებით, სიწმიდითა და თავშეკავებით გამოირჩეოდა. მისი ლოცვის ძალაზე ცხადად მეტყველებს ერთი ასეთი შემთხვევა. კონსტანტინეპოლის წმიდა ელეფთერის სახელობის ტაძარში ერთი უღირსი ღვთისმსახური, ვინმე ქარისიმე იმყოფებოდა, რომელიც უდებებაში (უდებება – სიზარმაცე) და არაწმიდებაში ატარებდა ცხოვრებას და არც ძარცვა-გლეჯას და ჯადოქრობას თაკილობდა. მღვდელმთავარი დიდხანს შეაგონებდა ცდომილს, მაგრამ  ამაოდ. რამდენიმე მძიმე სასჯელის შემდეგ (ერთხელ ის ცემითაც დასაჯეს), ქარისიმე მაინც არ გამოსწორდა. ბოლოს წმიდა გენადიმ თავის დესპანს დაავალა, მისი სახელით მიემართა წმიდა ელეფთერისთვის. საყდარში შესული პატრიარქის დესპანი საკურთხევლის წინ დადგა, მოწამის საფლავისკენ გაიშვირა ხელი და თქვა: „წმიდაო მოწამეო, ელეფთერ! პატრიარქი გენადი გაუწყებს, რომ ღვთისმსახური ქარისიმე, შენს ტაძარს შეკედლებული, მრავალ უსჯულოებას სჩადის და საცდურად ექცევა სხვებს. ამიტომ, ან გამოასწორე ის, ან განკვეთე ეკლესიიდან“. მეორე დღეს ქარისიმე მკვდარი იპოვნეს.

***

იყო სავანეში ერთი ღვთისმოსავი ბერი, სახელად კონსტანტინე, რომელიც დაავადმყოფდა და ერთ მშვენიერ დღეს გარდაიცვალა, მაგრამ ამის შესახებ არავინ იცოდა. ზუსტად იმ დროს, ჯერ კიდევ ყველასთვის ნაკლებად ცნობილი ბერი იოსები (შემდეგში სახელგანთქმული იოსებ ვოლოცსკი) მიუახლოვდა სენაკის კარს, რომელშიც წმიდა პაფნუტი ისვენებდა დილის ლოცვების შემდეგ და მონასტრის წესის მიხედვით სურდა ქრისტესადმი სამადლობელი ლოცვის აღვლენა. უცებ წმიდა მამამ გამოაღო ფანჯარა და დაინახა რა ბერი იოსები, უთხრა: „ბერი კონსტანტინე განგვეშორა ღმერთთან, მე გამოღვიძებულმა გავაღე ფანჯარა და გიხილე მხოლოდ შენ“. იოსებმა მიუგო: „მე ახლა გამოვედი სწორედ კონსტანტინეს სენაკიდან – ის ჯერ კიდევ ცოცხალია“. მაგრამ, წმიდანმა სთხოვა მოწაფეს, დაბრუნებულიყო კონსტანტინეს სენაკში. იქ მისულ იოსებს, კონსტანტინე მართლაც გარდაცვლილი დახვდა.

***

ყოფილა ასეთი შემთხვევაც, – წმიდანის ერთ-ერთ მოწაფეს თვალი ასტიკვებია ძალიან. ტკივილებით გამწარებული ბერი უშედეგოდ ეძებდა მკურნალს. წმიდანს მისთვის ფსკვნილი (ძაფისგან დაწნული, მოქსოვილი კრიალოსანი) მიუცია და უთქვამს, რომ ათასჯერ წარმოეთქვა ლოცვა იესოსადმი. მაგრამ, ავადმყოფს მისთვის ლოცვა-კურთხევით მიცემული დავალების ნახევრის აღსრულებისთანავე უგრძნია შვება და გახარებული გაქცეულა მასწავლებელთან შესატყობინებლად. მაგრამ, ნათელმხილველ მასწავლებელს ბერი კვლავ მონასტერში გაუბრუნებია და უბრძანებია ლოცვის გაგრძელება ზუსტად იმ რიცხვამდე, როგორი ლოცვა-კურთხევაც ჰქონდა მიცემული.

скачать dle 11.3