კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭეშმარიტი სარწმუნოება

აბბა არსენი იყო მდუმარებაში და ღმერთის სული იყო მასთან 

სკიტში აბბა არსენის სანახავად მისული ვინმე ძმის შესახებ გვიამბეს შემდეგი: ეს ძმა მივიდა სკიტის (სკიტი – განმარტოებული, ბერთა მყუდრო სავანე) ეკლესიაში და დაბეჯითებით სთხოვდა ხუცესთ, მიეცათ მისთვის ღირსი მამის ნახვის საშუალება. მათ უთხრეს: „დარჩი აქ რამდენიმე ხანი და იხილავ მას“. ძმა პასუხობდა: „არაფერს შევჭამ, სანამ მას არ ვნახავ“. მაშინ ხუცესებმა მოუწოდეს სკიტელ ძმას. ის სტუმარს გაჰყვა სენაკამდე, რომელიც სკიტის ეკლესიიდან საკმაოდ დიდი მანძილით იყო დაშორებული. ადგილზე მისულნი კარზე დაკაკუნების შემდეგ სენაკში შევიდნენ, სალამი მისცეს ღირს მამას და დასხდნენ. დიდი ხანი დაჰყვეს მათ მდუმარებაში. ბოლოს სკიტელმა ძმამ თქვა: „მე წავედი, ილოცეთ ჩემთვის“. უცნაურმა ძმამ ვერ გაბედა, ღირს მამასთან საუბრის წამოწყება და სკიტელ ძმას უთხრა: „მეც შენთან ერთად მოვდივარ“. ორივენი გამოვიდნენ და უცნაურმა ძმამ სთხოვა სკიტელს:  „წამიყვანე აბბა მოსესთან, რომელიც იყო ავაზაკი და მიიღო მონაზვნობა“. აბბა მოსე ძალზე გულთბილად შეხვდა ძმებს, მისცა ბრძნული და წმიდა რჩევა-დარიგება და გაუშვა ისე, რომ დიდი სიყვარული უჩვენა მათ. მაშინ სკიტელმა ძმამ უთხრა მწირს: „აი, მე მყავდი უცხოტომელთან და ეგვიპტელთან, მათგან რომელი მოგეწონა?“ მან მიუგო: „და მაინც ეგვიპტელი ჩემს გულთან უფრო ახლოს მოვიდა“. ერთ-ერთმა მამამ გაიგო ამის შესახებ და ილოცა ღმრთისადმი: „უფალო! განმიცხადე საიდუმლო ამ საქმისა: ერთი ყველას გაურბის შენი სახელისთვის, მეორე კი ყველას მიიღებს შენი სახელისთვის“. და აი, ხილვაში მას ეჩვენა ვრცელ ზღვაში მცურავი ორი დიდებული გემი. ერთ-ერთ გემში მან იხილა აბბა არსენი, რომელიც მიცურავდა მდუმარებაში და ღმრთის სული იყო მასთან, ხოლო მეორეში – აბბა მოსე, გარშემორტყმული ანგელოზებით, რომლებიც მას ფიჭიდან მომდინარე თაფლით კვებავდნენ.

ასეთი იყო ღმრთის მოწმობა ჭეშმარიტად მდუმარე ბერზე.

***

აბბა მარკოზმა უთხრა აბბა არსენის: „რის გამო არიდებ თავს კრებულს და ჩვენთან საუბარს?“ არსენიმ უპასუხა: „ღმერთმა იცის, რომ მიყვარხართ, მაგრამ არ შემიძლია, ერთდროულად ვიყო ღმერთთანაც და ადამიანებთანაც. ზეცაში ათასებს და ათასობით ათასებს აქვთ ერთი ნება, ხოლო ადამიანების ნება მრავალგვარია, ამიტომ არ შემიძლია, მივატოვო ღმერთი და ვიყო ადამიანებთან“.

скачать dle 11.3