კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანეგდოტები

გივი სიხარულიძის ანეკდოტები

სვანი მგზავრობს მეტროთი. ცხადდება: მარჯანიშვილი, გოცირიძე, რუსათველი, ახმეტელი. სვანი არა და არ ჩადის. ბოლოს გამოვიდა მემანქანე და სვანს ეუბნება:

– თქვენ არ ჩადიხართ?

სვანი აღშფოთდა:

– ჯერ ჩემი გვარი არ გამოუცხადებიათ და!

***

 გურულს სამი გოგო ჰყავს, სამივე გათხოვილი. ერთ დღესაც სტუმრად ჩამოუვა შვილები სიძეებთან ერთად. ერთ-ერთი სიძე იფიქრებს, სიმამრს ვასიამოვნებო და შესთავაზა:

– შენი ძაღლი ხომ დედალია? ჰოდა, მე მყავს ასეთი ჯიშის მამალი ძაღლი და შევაჯვაროთო.

მეორე სიძემ იფიქრა, მეც ვასიამოვნებო და შესთავაზა სიმამრს:

– ამდენი დედლები რომ გყავს, ისეთი მამალი მყავს, ყველაფერს ბრდღვნის და მე ჩამოგიყვანო.

მესამე სიძემ იფიქრა, ბარემ მეც ვასიამოვნებო და უთხრა სიმამრს:

– მამი, მე მაგარი ბუღა მყავს და შენი ძროხის დამაკების დრო რომ მოვა, მე მითხარიო.

 გადაირია სიმამრი:

– არიქა ახლა, არ დამიტოვოთ ოჯახში, არავინ ქალიშვილიო! 

***

ვანელი შევა აფთიაქში და პრეზერვატივს მოითხოვს. გამყიდველი შესთავაზებს:

– თეთრი გინდათ, შავი თუ მიკი მაუსი?

ვანელმა შავი იყიდა. 

შვილი რომ წამოეზარდა, ჰკითხა:

– მამი, შენ თეთრი ხარ, მე შავი და რატომ?

– მადლობა თქვი, შვილო, მიკი მაუსი რომ არ ხარ! – უპასუხა მამამ.

***

ცოლი ქმარს ურეკავს:

– საყვარელო, სერიოზული პრობლემა მაქვს, „მაიბახს” დავეჯახე, მფლობელს შევთავაზე ნატურით გადაგიხდი-მეთქი და დამთანხმდა.

– მერე ჩემგან რაღა გინდა?

– მფლობელი გეია! 

 

ონისე ონიანის ანეკდოტები

ჭიჭიკიას ეკითხება ბიჭიკია:

–  წყალი მოდის შენთან?

ჭიჭიკია პასუხობს: 

– რა წყალი, ბიჭიკია, ისეთი დამშრალია რიონი, ბაყაყები ერთმანეთს აფურთხებენ, რომ დასველდნენო.

***

მიცვალებულია გურიაში. პანაშვიდის მერე დაიწყეს მსჯელობა:

– როის გავბანოთ? როის ჩავაცვათ?..

ერთი კაზახი ატყდა და აღარ გაჩერდა, გინდა თუ არა, დღეს არა, ხვალ დილით ჩავაცვათო. ამოუვიდა მისი ისტერიკა მეზობელს ყელში და მიაძახა:

– რაია ძამა, ახლა რომ ჩავაცვათ რა, დილამდე ამეიჩეჩავს, თუ რავაა საქმე?

скачать dle 11.3