კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაარჩინა ქურდული ღირსების აყრას ცნობილი ქურდი ახალგაზრდა თბილისელმა კრიმინალმა

1973 წლის 25 იანვრის შუაღამეს იწურებოდა ის დრო, როდესაც ავთო ცაბაძეს, მეტსახელად „ტუზს“, 10 ათასი წაგებული მანეთი უნდა ჩაებარებინა თავისი კოლეგისთვის – ივანე მალცევისთვის, იგივე „ბრიტვასთვის“... ტუზი და ბრიტვა კანონიერი ქურდები იყვნენ. ცაბაძემ მალცევთან 1 იანვარს ზარში წააგო ფული.

ტუზს თბილისში „ქსივა“ ჰქონდა გამოგზავნილი და 10 ათას მანეთს ითხოვდა. ეს ფული ცაბაძეს უპრობლემოდ შეუგროვეს და გაუგზავნეს თბილისელმა კრიმინალებმა, თანხის ჩატანა კი ქურდობის ტიტულის მაძიებელს, 27 წლის ნოდარ კაშიას – ნოდკას დაავალეს. მან ფული სპეციალურ ქამარში დამალა და წელზე შემოირტყა. 9 იანვარს ის უკვე სარანსკში იმყოფებოდა და ¹9 კოლონიაში გასამგზავრებლად ემზადებოდა. მაგრამ, მოულოდნელად, ნოდკა სასტუმროს ნომერში დააპატიმრა მილიციამ. მას მაშინვე მოხსნეს ქამარი და იქიდან 10 ათასი მანეთი ამოიღეს. კაშია კი დროებითი პატიმრობის იზოლატორში გადაიყვანეს და ერთადგილიან საკანში გამოამწყვდიეს. 

ნოდკა მიხვდა, რომ ყველაფერი საგანგებოდ იყო მოწყობილი და მისი ვოიაჟის შესახებ სარანსკელ მილიციელებს თბილისიდან აცნობეს. ამიტომ, მან ხმაური ატეხა, ყვიროდა და იმუქრებოდა, მაგრამ მის სკანდალს არავინ აქცევდა ყურადღებას. ციხის ზედამხედველი დღეში ორჯერ მიდიოდა მასთან, „ბალანდა“ მიჰქონდა და „კარმუშკიდან“ აწვდიდა საკანში. ასე გაგრძელდა 24 იანვრის საღამომდე და, როდესაც ზედამხედველმა ნოდკას მორიგი „ბალანდა“ მიუტანა და „კარმუშკაში“ შეიხედა, დაინახა, რომ პატიმარი გისოსზე ზეწრით იყო ჩამოკიდებული... ზედამხედველმა სასწრაფოდ გააღო საკნის კარი და შიგნით შევარდა, რომ გისოსიდან ჩამოეხსნა, მაგრამ ნოდკამ მას წიხლი სთხლიშა ყბაში, იატაკზე დასცა და ზეწრით გაკოჭა, მანამდე კი უნიფორმა გახადა და თვითონ ჩაიცვა. გასაღებების შეკვრას ხელი დაავლო და საკნიდან გავიდა... ნოდკამ „კაპეზეს“ კიდევ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტი გაიარა და ციხის გარეთ აღმოჩნდა... იმავე ღამეს, ანუ თავანის ჩასაბარებელი ვადის ამოწურვამდე 24 საათით ადრე, ნოდკამ გაყინულ, უცხო ქალაქში ორი ყაჩაღობა ჩაიდინა. მან ჯერ მოტყუებით შეაღწია ვინმე ანტონ ვავილოვის ბინაში, რომელიც ოქროს მომპოვებელი კომბინატის დირექტორი იყო და 7 ათასი მანეთი წაართვა. შემდეგ ვავილოვთან ერთად მის მეზობელს, ლევ პავლოვს ეწვია და 4 ათასი მანეთის „კონფისკაცია“ გაუკეთა. ბოლოს კი, ორივე დაზარალებულს მოკვლით დაემუქრა, თუ ისინი მილიციაში იჩივლებდნენ. მან პავლოვის სამოსი ჩაიცვა და სიბნელეში გაუჩინარდა... 

ნოდკა ¹9 საპყრობილეში მიდიოდა, რომ ტუზის თავანი ჩაეტანა, მასზე დაკისრებული ნდობა გაემართლებინა და ქურდის ღირსებაც გადაერჩინა. 

შუაღამის დადგომას 30 წუთი აკლდა. ტუზი ბარაკის კუთხეში ფანჯარასთან იყო წამოწოლილი და თვითმკვლელობისთვის ემზადებოდა... მას გადაწყვეტილი ჰქონდა, თვითნაკეთი დანა გულში გაეყარა და ამგვარად დაესრულებინა სიცოცხლე. ტუზმა ლეიბის ქვეშ შეყო ხელი და დანა გამოაცურა. შემდეგ ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა, რომ გარეთ გასულიყო. მაგრამ, მოულოდნელად ბარაკის კარი გაიღო, ზღურბლზე ზედამხედველი გამოჩნდა და წინ შეფეთებულ ტუზს ხვეული გაუწოდა, თან უთხრა: 

– აი, გამომართვი, აქ 10 ათასი მანეთია... 

ტუზს სიხარულისგან ლამის გული გაუსკდა და ბრიტვას დათქმულ დროში ჩააბარა ფული. შემდეგ, ზედამხედველს დაუძახა, ყველაფერი დაწვრილებით გამოკითხა და გაიგო, რომ ფული მას ნოდკამ მიუტანა, რომელიც ძებნილი იყო და ტუზს მხურვალე სალამს უძღვნიდა. 

დაბრუნება 

ავთო ცაბაძე ავტორიტეტული ქურდი იყო და იმავდროულად, გამოცდილიც. ამიტომ, როცა ნოდკას ამბავი შეიტყო, არ გასჭირვებია იმის მიხვედრა, რომ ეს ყველაფერი განგებ იყო მოწყობილი და ვიღაცა მის ჩაძირვას ცდილობდა. მტრები კი ტუზს საკმაოზე მეტი ჰყავდა. მართალია, ტუზი პირადად არ იცნობდა ნოდკას, მაგრამ, მისი საქციელიდან გამომდინარე, საუკეთესო წარმოდგენა შეექმნა მასზე. ამიტომ, ტუზმა ყველა მიმართულებით დაგზავნა ქსივები, რომლებშიც ძებნილ ნოდკას ძმად, ანუ კანონიერ ქურდად მოიხსენიებდა.  ნოდკა კვლავ მოუხელთებელი ძებნილი გახლდათ და ხან ერთ ადგილზე ამოყოფდა თავს, ხან – მეორეზე. ყველგან თავის კარგ სახელს ტოვებდა და მოპარულის ლომის წილს საპყრობილეებში, ქურდულ „ობშჩიაკში“ აგზავნიდა. ასე გავიდა 3 წელი. ტუზს პატიმრობის ვადა გაუვიდა, საპყრობილიდან გათავისუფლდა და თბილისში დაბრუნდა. მალე ქურდები შეკრიბა და ძველი ისტორია გაიხსენა. „სხოდკას“ შვიდი ქურდი ესწრებოდა, რომელთა გასაგონად ტუზმა თქვა: 

– თქვენში, როგორც მინიმუმ, ერთი კაცი ბოზია, ანუ ის, ვინც ნოდკა სარანსკში დააჭერინა და, რომ არა მისი ვაჟკაცობა, მე ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდი. იმართლეთ თავი, რას გაჩუმებულხართ? 

დანარჩენ შვიდ ქურდს შორის ყველაზე ავტორიტეტული იყო გელა ბაზღაძე, მეტსახელად „დუშკა“. ის ასაკითაც უფროსი იყო იქ შეკრებილებს შორის და ტუზს უთხრა: 

– ეს, ძმაო, უმძიმესი ბრალდებაა და ჩვენ კი არ უნდა ვიმართლოთ თავი, შენ უნდა დაგვიმტკიცო ეს. ნუ იქნები უმადური, სწორედ ჩვენ ვიჩალიჩეთ თავანის ფული და რას გვემართლები? 

– იმას, რომ თქვენში ვიღაც ჩამშვებია, კაკ მინიმუმ, ერთი კაცი, – გაიმეორა ტუზმა, – რა, არაა სწორი? თავანის ბაზარი თქვენ და ნოდკამ იცოდით. ნოდკას ბოზობა გამორიცხულია, ამიტომ რჩებით თქვენ და თქვენვე გააიასნეთ, ვინაა ნაბოზარი. 

იმავე ღამეს, ზემო ვერაზე, ნათესავის ბინაში მყოფ ტუზს, რომელიც სამზარეულოში ვახშმობდა, თავს დაესხნენ... უცნობმა პიროვნებამ სამზარეულოში მჯდომ ავთო ცაბაძეს 6 ტყვია ესროლა ქუჩიდან და ღამის წყვდიადში მიიმალა. ცნობილ ქურდს ექვსი ნატყვიარიდან ორი გამჭოლი ჭრილობა აღმოაჩნდა, ოთხი ტყვია კი სხეულში ჰქონდა ჩარჩენილი. თუმცა, დროულმა ოპერაციულმა ჩარევამ მას სიცოცხლე შეუნარჩუნა და ავთო ცაბაძე რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. 

დიდი კუში 

ძებნილი ნოდარ კაშია, მიუხედავად იმისა, რომ კანონიერი ქურდის სტატუსი არ ჰქონდა, დიდი პატივისცემით სარგებლობდა კრიმინალურ სამყაროში. ის იმდენად მოუხელთებელი იყო სამართალდამცველებისთვის, რომ ერთგვარ ფანტომადაც კი იქცა და მისი დაპატიმრება უკვე მილიციის მუნდირის ღირსების საქმე გახლდათ. ათასი ხაფანგი დაუგეს მას, მაგრამ კაშიას ბედი სწყალობდა და ყველა ხიფათს თავს აღწევდა. პარალელურად კი აქტიურ კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა – ისეთი შესაშური ოსტატობით ძარცვავდა მდიდარი ადამიანების ბინებს, რომ მილიცია გაოცებული იყო. ის ცნობილ როსტოველ კრიმინალებთან, ვოვა პეტროვთან, იგივე „კრივოისთან“ და კანონიერ ქურდთან, სიომა პეტროვთან – „კასოისთან“ ერთად იმყოფებოდა. კრივოი და კასოი ძმები იყვნენ და ნოდკა მათთან ერთად „მსხვილი საქმისთვის“ ემზადებოდა. ქურდების ტრიო უკვე ერთი თვის განმავლობაში არალეგალურად ცხოვრობდა მოსკოვში. ისინი ცნობილი მოსკოველი იუველირის, დენის ბონზეს ბინას აკვირდებოდნენ. ტრიომ გულდასმით გადაჩხრიკა იუველირის ბინა, ორი საიდუმლო სეიფი აღმოაჩინა და დიდძალ ძვირფასეულობასთან ერთად, 38 ათასი მანეთიც გააყოლა ხელს. შემდეგ ქურდები კონსპირაციულ ბინაში დაბრუნდნენ, ნადავლი შეაფასეს და დაადგინეს, რომ ბონზეს ბინიდან წაღებული ძვირფასეულობის ღირებულება 486 ათასი საბჭოთა მანეთი იყო, რაც იმ პერიოდისთვის ასტრონომიულ თანხას შეადგენდა. 

– ხარახურა შევინახოთ. ამ მაყუთით კი თბილისში გავემგზავროთ, – თქვა კასოიმ, რომელიც კანონიერი ქურდის სტატუსით სარგებლობდა და გადამწყვეტი სიტყვის უფლება ჰქონდა. 

– თბილისში რა გვინდა? – ჰკითხა კრივოიმ ძმას. 

– სამი საქმე გვაქვს გასაკეთებელი: პირველი – ტუზი უნდა მოვინახულოთ საავადმყოფოში; მეორე – გავაიასნოთ, ვინ ჩაუშვა ამ სამი წლის წინ ნოდკა, რაც ტუზის გაფუჭებას ისახავდა მიზნად და, მესამე – უკვე დროა, ნოდკა ქურდად ვაკურთხოთ. 

სისხლიანი შეტაკება 

კასოი, კრივოი და ნოდკა თბილისში ინკოგნიტოდ ჩამოვიდნენ, ძებნილ კაშიას კი პარიკიც მოარგეს, რომ არავის ეცნო და ტუზს რეანიმაციულ განყოფილებაში მიადგნენ სანახავად. 

– როგორ ხარ, ტუზო? – ჰკითხა კასოიმ კოლეგას და ძმაკაცს, ვისთან ერთადაც არაერთი სერიოზული საქმე ჰქონდა გაკეთებული. 

– ახლა აღარაფერი მიჭირს. შენ, კასოი? 

– კაჟივით, ძამიკო, კაჟივით. სხვაგვარად არც შეიძლება, რადგან ბოზები მომრავლდნენ და მუსრი უნდა გავავლოთ. შენ ეს მითხარი, ეჭვი თუ გაქვს ვინმეზე. ვის შეიძლება, შენი მოკვლა შეეკვეთა? 

– კონკრეტულად არ ვიცი, მაგრამ, ალბათ იმას, ვინც ამ სამი წლის წინ ნოდკა ჩაუშვა, რომ მე გავფუჭებულიყავი. ისე, მაგარი ბიჭი აღმოჩნდა ეგ ნოდკა და ვერა და ვერ გავიცანი ჩემი მხსნელი. 

– აი, შენი მხსნელიც, გაიცანი, – უთხრა კასოიმ ტუზს და ცაბაძეს კაშია გააცნო. 

ტუზი საწოლზე წამოჯდა, ნოდკას გადაეხვია, მადლობა გადაუხადა და უთხრა: 

– ქურდი ხარ, ძამიკო. ეს მე ყველას შევატყობინე და როგორც კი სხოდკა შედგება, ერთი ხმა უკვე გაქვს. 

– ეგ სულ მალე მოხდება – ნოდკას ამ დღეებში ვაკურთხებთ. ქსივები უკვე გავუგზავნე ქურდებს და, პასუხს რომ მივიღებ, სხოდკასაც დავნიშნავთ. ახლა წავედით, ეს კი შენ – უთხრა კასოიმ ტუზს. კომოდზე 3 ათასი მანეთი დაუტოვა, გამოემშვიდობა და დანარჩენებთან ერთად პალატიდან გავიდა. 

კასოი და კომპანია ვერაზე, ერთ-ერთ იტალიურ ეზოში ცხოვრობდნენ. ბინას სათადარიგო გასასვლელიც ჰქონდა, რომელიც ქუჩაში გადიოდა და საშიშროების შემთხვევაში, კასოის და მის მეგობრებს გაქცევის საშუალება ეძლეოდათ. 

სხოდკა, რომელზეც სპეციალურად შეკრებილმა რვა ქურდმა ნოდკა კანონიერ ქურდად აკურთხა, ვერაზე გაიმართა, იმ სახლიდან 200 მეტრის მოშორებით, სადაც კასოი და კომპანია ცხოვრობდნენ. დილით, როდესაც სხოდკა დასრულდა და მისი მონაწილეები დაიშალნენ, სახლისკენ მიმავალ კასოის, ნოდკას და კრივოის მილიციის ოპერატიულმა რაზმმა ალყა შემოარტყა და დანებება შესთავაზა. მაგრამ, ქურდები არ დაემორჩილნენ ბრძანებას და ატყდა სროლა. ჯერ კიდევ ხეირიანად არ იყო გათენებული და ვერელებს საკუთარ სახლებში ეძინათ, როცა ისინი ინტენსიური სროლის ხმამ გააღვიძა. თითქმის ნახევარსაათიანი ურთიერთსროლის შედეგად, მოკლეს კრივოი, ოთხი ქართველი მილიციელი კი დაიჭრა. კასოიმ და ნოდკამ გაქცევა მოახერხეს და მიიმალნენ...

P. S. კასოი და ნოდკა თითქმის ექვსი წელი იმალებოდნენ, ბოლოს კი საზღვარგარეთ გაიქცნენ. მანამდე ქურდებმა მოკლეს ვინმე „ბუზი“, რომელიც მათ მილიციასთან თანამშრომლობაში ამხილეს და დაუმტკიცეს, რომ ტუზის გაფუჭება მას უნდოდა. 

скачать dle 11.3