რა მოხდა ამ დღეს
19 იანვარი
1903 – შედგა პირველი ველორბოლა „ტურ დე ფრანსი“.
1915 – პირველად და უკანასკნელად ისტორიაში შედგა გერმანელთა სამხედრო დირიჟაბლების თავდასხმა ინგლისზე.
1939 – ვინმე ერნესტ ჰაუზენმა, უჩვეულო რეკორდი დაამყარა – 5 წამში გაპუტა დაკლული ქათამი.
1955 – ამერიკის პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა პირველად მოაწყო საკუთარი პრესკონფერენციის ტელეჩვენება.
1966 – ინდირა განდი გახდა ინდოეთის პრემიერ-მინისტრი.
20 იანვარი
1265 – შედგა ინგლისის პირველი პარლამენტის პირველი სხდომა.
1841 – ჩინეთმა ქალაქი ჰონკონგი 156 წლით ინგლისს გადასცა სამმართავად.
1946 – აშშ-ის პრეზიდენტმა ტრუმენმა ხელი მოაწერა ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (ცრუ) შექმნის დოკუმენტს.
21 იანვარი
1506 – რომის პაპ იულიუს მეორის ბრძანებით შეიქმნა ვატიკანის შვეიცარიელთა გვარდია. ის მსოფლიოში დღეს არსებულთაგან ყველაზე უფრო ძველ სამხედრო შენაერთად ითვლება.
1954 – ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსპლუატაციაში შევიდა მსოფლიოში პირველი ბირთვული წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“.
1993 – ქალაქ უტიკაში (ამერიკის შეერთებული შტატები) გამოაცხვეს მსოფლიოში უდიდესი ფუნჩულა (პონჩიკი), წონით 1,7 ტონა.
22 იანვარი
1964 – ზამბია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1970 – დაიწყო თვითმფრინავ „ბოინგ 747-ის“ რეგულარული ფრენები (დღეს ის ყველაზე უფრო გავრცელებული სამგზავრო თვითმფრინავია მსოფლიოში).
23 იანვარი
1556 – ჩინეთში მოხდა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მიწისძვრა (9 ბალი), რომლის მსხვერპლიც 820 ათასი ადამიანი გახდა.
1960 – შვეიცარიელმა მეცნიერმა ჟაკ პიკარმა და ამერიკელმა დონალდ უოლშმა ბათისკაფ „ტირესტით“ მიაღწიეს რეკორდულ სიღრმეს, ჩაეშვნენ მარიანის ღრმულში 10 915 მეტრზე.
24 იანვარი
41 – რომში შეთქმულებმა კასიუს ხერეას მეთაურობით მოკლეს იმპერატორი კალიგულა.
1848 – ჯეიმს მარშალმა კალიფორნიაში აღმოაჩინა ოქროს საბადო. ეს გახდა „ოქროს ციებ-ცხელების“ დასაწყისი.
1922 – ამერიკელმა კრისტიან ნელსონმა დააპატენტა ნაყინი „ესკიმო“.
25 იანვარი
1831 – პოლონეთის სეიმმა რუსეთის იმპერატორი, ნიკოლოზ პირველი პოლონეთის ტახტიდან გადააყენა და პოლონეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
1895 – შედგა პირველი საერთაშორისო მატჩი ბალახის ჰოკეიში. ირლანდიამ მოუგო უელსს – 3:0.
1924 – ფრანგულ ალპურ კურორტ შამონში გაიხსნა პირველი ზამთრის ოლიმპიური თამაშები.
1971 – უგანდის ხელისუფლებაში მოვიდა გენერალი იდი ამინი. მისი მმართველობის 8 წლის განმავლობაში განადგურდა 300 ათასამდე ადამიანი.