კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 18 იანვარს, ღამის 3 საათზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები?

პასუხი: თქვენთვის კარგია და მისაღები: დრამატურგია, სცენარისტობა, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო-ვიდეო სისტემები, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, საკონსტრუქტორო-საგამომგონებლო საქმე, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, პედიატრია.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 19 იანვარს, შუადღისას. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, მეტად წარმოაჩინოთ თქვენს ხასიათში დადებითი თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. ასევე, იმოქმედეთ პრინციპით – „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი.” იყავით ფრთხილი, წინდახედული და ერთგული. გარშემოც ასეთი ერთგული ადამიანები შემოიკრიბეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დაასტაბილუროთ თქვენი ცხოვრება. ეს ყოველივე წარმატებებშიც შეგიწყობთ ხელს და კარმულ მისიასაც შეასრულებთ.

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 15 აგვისტოს, საღამოს 10 საათზე. რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელი პროფესია მომიტანს წარმატებებს?

პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად კეთილშობილი, ენერგიული, ინიციატივიანი, ლიდერი, ორგანიზებული და ჰარმონიული სასიყვარულო და პარტნიორულ ურთიერთობებში. დაეყრდენით ოპტიმიზმს, ცოდნას, კომუნიკაბელურობას. გახდით მარტოხელა მებრძოლი, გამოიმუშავეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, დაიცავით წესრიგი. იყავით პრაქტიკული. პროფესიებიდან კი წარმატებების მომტანია: პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სადალაქო საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან საქმიანობა, გასართობი ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 1 სექტემბერს, დღის 2 საათზე. მინდა უცხოეთში წასვლა. გთხოვთ, მიპასუხოთ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის ასტროლოგიურად მეტად მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისია არ არის, მაგრამ, წარმატებების შანსი ნამდვილად გაქვთ. იქ მიღებული ცოდნა, გამოცდილება და ფინანსები სამშობლოში უნდა დააბანდოთ. ქვეყნებიდან კი კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ვიეტნამი, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, გერმანიის ბავარიის მხარე, მაროკო, შვედეთის დასავლეთი მხარე, კუბა, მექსიკა, უნგრეთი; არ გირჩევთ წასვლას შემდეგ ქვეყნებში: ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, ახალი ზელანდია, ინდოეთი. დანარჩენი ქვეყნები მეტ-ნაკლებად მისაღებია.

скачать dle 11.3