კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

გარეგნობის შეცვლამ ბედნიერება მაპოვნინა

ბავშვობიდან „სახლის გოგო“ ვიყავი, წიგნებზე და სწავლაზე გადაყოლილი. უნივერსიტეტი ისე დავამთავრე, ბიჭთან პაემანზე არ წავსულვარ. არც არავის არასდროს შევუწუხებივარ. ზოგადად, მომწონებლები მყავდა, მაგრამ, თითქოს ყველა მიფრთხოდა, ვერავინ ვერაფერს მიბედავდა. ალბათ, იმიტომ, რომ ზედმეტად სერიოზული და საკუთარ თავში ჩაკეტილი ვიყავი. სულ ორი-სამი დაქალი მყავდა და მათთანაც იშვიათად დავდიოდი, უფრო ისინი მოდიოდნენ ხოლმე ჩემთან და, როცა ბიჭებზე იწყებდნენ ლაპარაკს, ჩემთვის ეს ისეთი უცხო თემა იყო, მოსმენაც კი არ მაინტერესებდა.

ახლა რომ ვიხსენებ ჩემს ახალგაზრდობას, გული მწყდება, რომ ასე უინტერესოდ და უშინაარსოდ გავატარე საუკეთესო წლები. არავის არასდროს უსწავლებია ჩემთვის, როგორ უნდა გავპრანჭვოდი (კარგი გაგებით) ბიჭს, როგორ უნდა მომეწონებინა თავი. ნამდვილად არ მქონდა ცუდი გარეგნობა, მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ დიდად არ ვიქცევდი მამრობითი სქესის ყურადღებას, ალბათ, ხასიათთან ერთად, ჩაცმულობაც ზედმეტად მკაცრი და „ხანჟური“ მქონდა, არც მაკიაჟის გაკეთება მიყვარდა და ვის მოეწონებოდა ახალგაზრდა მოხუცი?!

მუშაობა რომ დავიწყე, მაინცდამაინც არც მაშინ შეცვლილა რამე. 25 წელს რომ გადავცილდი, ძირითადად ქვრივები ან ასაკოვანი კაცები იჩენდნენ ყურადღებას, მაგრამ საერთოდ არ მომწონდა ჭაღარაგამორეული, ცხოვრებისგან დაღლილი მამაკაცები, რომლებიც ასაკში შესვლის შემდეგ ისეთ ქალს ეძებდნენ ცხოვრების თანამგზავრად, რომელიც კარგად მოუვლიდა და პრეტენზიებით არ შეაწუხებდა. 30 წელს რომ მივაღწიე და, როგორც ჩემმა დამ იცოდა თქმა, „ცარიელი ტაქსივით“ დავდიოდი, ერთ დღეს უცებ გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა და რაღაც უნდა შემეცვალა. ჩემი ეს გადაწყვეტილება ჩემს ორ დაქალს გავანდე და ისე გაუხარდათ, კინაღამ გაგიჟდნენ. მაშინვე შეუდგნენ ჩემს „გადაკეთებაზე“ ზრუნვას: განმაახლებინეს ჩემი ერთფეროვანი და მოსაწყენი გარდერობი; შემიცვალეს ვარცხნილობა და თმის ფერი, გამიკეთეს მაკიაჟი და, ერთ დღესაც, სამსახურში სულ სხვა მარიკა მივედი. კინაღამ ხმამაღლა გამეცინა, როცა დერეფანში ჩემი უფროსი შემხვდა, აშკარა ინტერესით შემათვალიერა და საოცრად თავაზიანად მკითხა, ვინ გნებავთ, გოგონაო; არადა, მანამდე სამადლოდ თუ დამიქნევდა ხოლმე თავს სალმის ნიშნად. რომ გავუღიმე და ვუთხარი, თქვენთან მოვდიოდი და საბუთები მომქონდა ხელის მოსაწერად-მეთქი, მხოლოდ მაშინ მიცნო, რაღაც შორისდებულები წამოიძახა და რამდენიმე წუთი პირდაღებული მიყურებდა. მერე თავის კაბინეტში შემიძღვა, ნაძვის ხესავით შემომიარა გარშემო და აღტაცებულმა მითხრა, სად იყავი, გოგო, ამდენ ხანსო. დაახლოებით იგივე რეაქცია ჰქონდათ სხვა თანამშრომლებს (განსაკუთრებით – კაცებს) და იმ დღეს პირველად ვიგრძენი, როგორი დიდი სიამოვნება ყოფილა ქათინაურების მოსმენა, უფრო – საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან.

იმ დღეს ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი დავბრუნდი სახლში. გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის მიმეხედა და ეს გადაწყვეტილება აღარ დამირღვევია, რის შედეგადაც გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა ჩემი თაყვანისმცემლების რიცხვი, თუმცა, ამავე სისწრაფით იკლებდა მანამდე ჩემდამი კეთილგანწყობილ ქალთა რაოდენობა, რომელთა შორისაც ძირითადად განათხოვრები ან გაუთხოვრები შედიოდნენ და მათი დამოკიდებულების პროპორციულად იზრდებოდა ჩემზე ჭორები, მაგრამ, ჩემდა გასაკვირად, აღმოვაჩინე, რომ ეს ჭორები გარკვეულწილად მსიამოვნებდა კიდეც – როგორც ჩანს, ქალურ პატივმოყვარეობას მიკმაყოფილებდა, რადგან, შემამჩნიეს, კონკურენტად ჩამთვალეს და ასე შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ჭორების უმრავლესობა ფანტასტიკის  ჟანრს სცდებოდა.

ჩემი „ბენეფისი“ რამდენიმე თვე გაგრძელდა, შემდეგ კი ცოლად გავყევი ჩვენს სამსახურში ყველა ქალისთვის ყველაზე სასურველ მამაკაცს, რომელმაც ძალიან რომანტიკულად ამიხსნა სიყვარული და გული და ხელი შემომთავაზა.

უკვე რვა წელი ხდება, რაც მე და გიგი დავქორწინდით და დღესაც ისეთივე ბედნიერი ვარ, როგორიც გათხოვების პირველ წელს ვიყავი. ჩემი თანამშრომელი ქალები კი ჩემზე ისე ძალიან აღარ ჭორაობენ – ალბათ, შეეგუენ იმ ამბავს, რომ ყველაზე ჩუმმა, წყნარმა, უპრეტენზიო და უსახურმა (როგორც თვითონ მიწოდებდნენ) გოგომ ყველაზე მაგარი კაცი ცხვირწინ ისე ააცალა, გონზე მოსვლაც კი ვერ მოასწრეს.

მარიკა, 39 წლის.

скачать dle 11.3