კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„საქართველოს სახალხო ბანკის“ რამდენ ასეულ ათას აქციას ფლობს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე და შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი 1973 წელსაა დაბადებული თბილისში. უმაღლესი განათლება თსუ-ში მიიღო: 1991-1996 წლებში – ეკონომიკის ფაკულტეტზე; 1993-1996 წლებში – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე (დიპლომი აიღო სამართალმცოდნეობაში). 2000-2002 წლებში კი ილინოისის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი დაამთავრა და მაგისტრის ხარისხიც მიიღო. მისი კარიერა შემდეგნაირად განვითარდა: 1993-1996 წლებში  საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის გამგეობის წევრი იყო, ხოლო 1996-1997 წლებში – უკვე პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში, ხოლო 1997-1998 წლებში ეკონომიკური განვითარების მინისტრის თანაშემწედ იმუშავა. 1998-1999 წლებში USAID-ის ფისკალური ანალიტიკოსი გახდა. 1999 წელს კვლავ პარლამენტს დაუბრუნდა გადასახადების და შემოსავლების კომიტეტის აპარატის უფროსად. 2002-2004 წლებში სავალუტო ფონდის ადგილობრივ წარმომადგენლობაში მუშაობდა. 2004 წელს კი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2004-2007 წლებში – სახელმწიფო ხაზინის უფროსად. 2007 წელს  საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაციის ფინანსურ დირექტორად გადაიყვანეს. 2008-ში „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის“ გენერალური დირექტორი გახდა. 2009-2012 წლებში – მარაბდა-კარწახის რკინიგზის ფინანსური დირექტორია. 2012-ის მარტში კომპანიის – „ფაიზერის” წარმომადგენლობა საქართველოში ფინანსურ მენეჯერად დაინიშნა. 30 ოქტომბერს კი ყოფილ სამუშაო ადგილს დაუბრუნდა და ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2013 წლის იანვრიდან პირველი მოადგილე გახდა, ხოლო 2014 წლის დეკემბრიდან კი – შემოსავლების სამსახურის უფროსიც.

რაკი სტაჟიანი ჩინოვნიკია, პირველი დეკლარაცია ბ-ნმა თაბუაშვილმა 2004 წელს შეავსო, როგორც ფინანსთა მინისტრის  მოადგილემ. იმხანად უძრავ-მოძრავი ქონება მხოლოდ ოჯახის უფროსს ჰქონდა – 10 000-ლარიანი ავტომანქანა და 60 000-ლარიანი სახლი თბილისში, ხომლელის ქუჩაზე. „თი ბი სი ბანკის“ შემნახველ ანაბარზე კი 21 000 ლარს ინახავდა. რაც შეეხება შემოსავლებს: 2003 წლის განმავლობაში, როგორც სავალუტო ფონდის ეკონომისტმა, 33 000 ლარი აიღო. 2004 წლის განმავლობაში, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ და სახაზინო სამსახურის უფროსმა, საერთო ჯამში, 36 560 ლარი; 2005 წლის განმავლობაში, როგორც სახაზინო სამსახურის უფროსმა – 37 709 ლარი; 2006 წელს გიორგი თაბუაშვილმა, როგორც ხაზინის უფროსმა –  40 367, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს სპეციალისტმა –  3 500 ლარი; 2007 წელს ბ-ნმა თაბუაშვილმა, როგორც ხაზინის უფროსმა, 17 588 ლარი აიღო, როგორც საქართველოს გაზისა და ნავთობის კორპორაციის ფინანსურმა დირექტორმა – 40 202 ლარი; მისმა მეუღლემ კი ძველ თანამდებობაზე – 3 600 ლარი. შემდეგ ბ-ნი თაბუაშვილის ჩინოვნიკურ კარიერაში წყვეტაა, ის არასახელმწიფო სამუშაო ადგილებზე მუშაობდა, თუმცა 2012 წელს შევსებული დეკლარაციით (რომელიც შეავსო, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ) ვიგებთ, რომ 2011 წლის განმავლობაში მან, როგორც მარაბდა-კარწახის რკინიგზის კოორდინატორმა, 40 635 ლარი აიღო, როგორც პოლიტიკისა და მართვის კონსალტინგ ჯგუფის აღმასრულებელმა დირექტორმა – 6 428 ლარი. ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს აწ უკვე უფროსმა სპეციალისტმა, 8 965 ლარი. 2013 წელს ბ-ნმა თაბუაშვილმა დეკლარაცია შეავსო, როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. შესაბამისად, 2012 წლის განმავლობაში მან, როგორც მარაბდა-კარწახის რკინიგზის კოორდინატორმა, 7 035 ლარი მიიღო, როგორც „პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა – 3 000 ლარი, როგორც „პი ემ სი კვლევითი ცენტრის“ ექსპერტმა – 13 895 ლარი, როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ – 20 897 ლარი, როგორც „ფაიზერ ლუქსემბურგ სარლის“ საქართველოში წარმომადგენლობის ფინანსურმა მენეჯერმა – 39 375 ლარი. ხოლო მისმა მეუღლემ კი ძველ პოზიციაზე – 18 916 ლარი. მინისტრის პირველი მოადგილისა და შემოსავლების სამსახურის უფროსის მიერ შევსებული ბოლო დეკლარაცია 2014 წლით თარიღდება. ოჯახის წევრებად მიუთითებს მეუღლესა და სამ შვილს. მათი უძრავ-მოძრავი ქონება 10 წლის შემდეგ შემდეგნაირია: ბ-ნი თაბუაშვილის საკუთრებაა: ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე (132 კვ.მ), მიწის ნაკვეთი წავკისში (800 კვ.მ), საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი ახატანში, 2004 წლის Toyota Camry  და 2003 წლის Mitsubishi Pajero. ასევე, გიორგი თაბუაშვილი ფლობს „საქართველოს სახალხო ბანკის“ 6 თეთრად ღირებულ 100 000 და 2 თეთრად ღირებულ 134 967 აქციას. რაც შეეხება შემოსავლებს: 2013 წლის განმავლობაში გიორგი თაბუაშვილმა, როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 102 550 ლარი აიღო, როგორც საქართველოში „ფაიზერ ლუქსემბურგ სარლის წარმომადგენლობის“ ფინანსურმა მენეჯერმა – 39 375 ლარი, ხოლო მისმა მეუღლემ, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს უფროსმა სპეციალისტმა – 18 916 ლარი.

скачать dle 11.3