კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ამღიარებლების გასაჭირი

ანუ „მიწა ჭამა თქვენმა პირმა“

თუმცა რფ არ იმჩნევს, ნავთობის ფასის ვარდნამ ვენესუელის მოსახლეობის კუჭზე საფუძვლიანად იმოქმედა, იმდენადაც, რომ ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას სურსათის კვირაში ორზე ხშირად შეძენა აუკრძალა. – 

 ამ არცთუ სასიამოვნო ზომის მიღება პროდუქციის დეფიციტის გაძლიერების გამო გახდა აუცილებელი. მით უფრო, რომ ქვეყანის ღარიბი მოსახლეობისთვის უკვე მოქმედებს საბარათე სისტემა ძირითად საკვებ პროდუქტებზე. ხოლო სახელმწიფო სასურსათო მაღაზიებთან წესრიგს თვით სამართალდამცველები ამყარებენ, რადგან იქ პროდუქტი შედარებით იაფად იყიდება.

მეტიც, მაღაზიებთან საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებიც მორიგეობენ – რათა აღკვეთონ საკვების შეძენა კონტრაბანდისტების მიერ. მეტიც, საკვების დეფიციტი თვით შავ ბაზარზეც კი შეინიშნება. 

თუმცა სასურსათო უსაფთხოების სამსახურის უფროსი მაღაზიებთან გაჭიმულ რიგებს (ვენესუელელები რიგს ღამითვე იკავებენ) სწორედ პროდუქციის სიუხვით ხსნიან: „ვენესუელაში საკვები რომ არ იყოს, არც რიგები იქნებოდა; რიგები იმის დასტურია, რომ ჩვენ ყველაფერი საკმარისი გვაქვს.“

ვენესუელის პრეზიდენტი მაშველ რგოლს (ამ ჩვენი რფ-ის მსგავსად) ჩინეთისგან იმედოვნებს – 20 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის სახით.

მართალია, ჩვენ არ ვიცით, უწამლებს თუ არა ეს 20 მილიარდი ვენესულური ვალუტის 63-პროცენტიან ინფლაციას, თუმცა ვხვდებით, რა მძიმეა ჩვენი მეზობელი რუსეთის ყოფაც.

ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივენი ამ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების ამღიარებლები არიან, თუმცა რიგითი მოქალაქეები გვებრალება, გული ძალიანაც არ გვტკივა (კომედიურ სტილში: „მიწა ჭამა თქვენმა პირმა“). – 

скачать dle 11.3