კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა“

და არც გვისკდება მუცელი

გასულ კვირას ეს ჩვენი ბედკრული ყოფა „ტრილლისტმა“ გაგვიხალისა, კერძოდ, ამ მედიაჯგუფის ორმა ჟურნალისტმა ევროპის 39 ქვეყანაში იმოგზაურა და, მათ შორის, ადგილზე მიღებული შთაბეჭდილებებით 48 ევროპული ქვეყნის სამზარეულო შეაფასა.

ხსენებული მედიაჯგუფი 3 მიმართულებით მუშაობს: კულინარია, ტექნოლოგია და მოდა და, საერთო ჯამში, ყოველდღიურად 15 მილიონი გამომწერიც ჰყავს. ამჯერად მათი სამიზნე ეროვნული ტრადიციული სამზარეულო იყო. და თუმცა ჩვენს სამშობლოში მხოლოდ ერთი ჟურნალისტი იმყოფებოდა, 48-ს შორის ჩვენი კულინარიული ხელოვნება მეოთხე ადგილზე გავიდა.

უცხოელი ჟურნალისტი, განსაკუთრებულად, ჩვენს სუნელებსა და ბოსტნეულს მოუხიბლავს (საოცარ სურნელს აფრქვევენო), თუმცა არც გამორჩეული კერძი – ხაჭაპური გამორჩენია და ჩამონათვალში ჩვენი სუფრის ისეთი სიამაყეებიც მოხვდა, როგორებიცაა: ხინკალი, კუჭმაჭი, ჩახოხბილი (ვითომ ნიგვზიანი ხარჩო არ ჯობდა, საცივსა და ბაჟეზე რომ ხმა არ ამოვიღოთ?!) და ტყემალი.

ასეა თუ ისე, ევროპული სამზარეულოების ტოპ-ხუთეულში ადგილი გავინაღდეთ: იტალია-საფრანგეთი-ესპანეთის შემდეგ და გერმანიის წინ (ცნობისთვის, ბოლო ადგილზე ვატიკანია), რაც, ბუნებრივია, სიამაყით გვავსებს, იმიტომ რომ, სამზარეულო ერის კულტურულობის ნიშანია.

თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ ქართული სამზარეულო მხოლოდ ჩვენი წინაპრების დამსახურებაა, ისევე, როგორც ღვინო და მისი დაყენების ტექნოლოგია (უფრო ადრე ქართული ღვინო მოხვდა საუკეთესო ღვინოების ტოპშემადგენლობაში), ხოლო მინერალური წყალი, საერთოდაც, მიწიდან ამოდის (და ამ მიწის შენარჩუნებაც ჩვენი წინაპრების ანგარიშზეა), აღარაფერს ვიტყვი სილამაზით მსოფლიოს ანბანთა ხუთეუულში შესულ ქართულ დამწერლობაზე, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენც დავუტოვებთ მსგავს საამაყოს ჩვენს შთამომავლობას და მხოლოდ დანატოვარის საუკეთესო შემსრულებლების როლს არ დავჯერდებით. – 

скачать dle 11.3