კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნაგვისმყრელთა რისხვა

ანუ ღრუტუნები

რაკი ჩვენი თანამოქალაქეების არცთუ მცირე ნაწილი ვერაფერმა გადააჩვია ნაგვის მყრელობისგან, 2015 წლის 15 იანვრიდან ახალი კანონი ამოქმედდა, არც მეტი, არც ნაკლები, „ნარჩენების მართვის კოდექსი“, რომელიც საყოფაცხოვრებო, მუნიციპალური, სამშენებლო და სხვა ნარჩენების მოძრაობის, დასაწყობების, გადატვირთვისა და ნარჩენებით გარემოს დაბინძურების საკითხებს დაარეგულირებს.

თუმცა ნაგვისმყრელობა აქამომდეც ისჯებოდა, „ნარჩენების მართვის კოდექსის“ თანახმად, აწ უკვე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და მგზავრებიც დაჯარიმდებიან, რომლებიც ფანჯრიდან გადაყრიან სხვადასხვა ტიპის ნარჩენებს: სიგარეტის ნამწვებსა თუ კვების პროდუქტის ნარჩენებს.

ჯარიმის ოდენობა 120 ლარია და პასუხისმგებლობა შემდეგნაირად ნაწილდება: კერძო ავტოტრანსპორტის შემთხვევაში დაჯარიმდება მძღოლი, იმის მიუხედავად, თავად გადაყრის ნაგავს თუ მისი რომელიმე მგზავრი; აი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის შემთხვევაში კი ჯარიმდება სამართალდამრღვევი მგზავრი. – 

კანონს საპატრულო პოლიცია აღასრულებს და მათი მსახვრალი ხელი იმ მოქალაქეებსაც მისწვდება, რომლებიც ნარჩენების უტილიზაციას ამისთვის შეუფერებელ ადგილსა და დაუდგენელი წესით შეეცდებიან.

მოქალაქეთა ნაწილი ჯარიმებს დიდი აღშფოთებით შეხვდა – თანხა ებევრა, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ნაგავი თავისით ხელიდან არავის უცვივდება, ჩნდება ეჭვი: ვითომ, ნაგავში ცხოვრება მავანთათვის ბუნებრივი მდგომარეობა, გნებავთ, ჰობია?

скачать dle 11.3