კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ამყარებს ქართულ ოჯახებს ნიკა გრიგოლიას გამოცდები და როგორ გრძნობს ის თავს სიყვარულის გალიაში გამომწყვდეული

ყველა დამეთანხმება, რომ ნიკა გრიგოლიას ეკრანზე გამოჩენა, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ნებისმიერ ჩვენგანს კარგ განწყობაზე აყენებს. თუმცა, ბევრმა არ იცის, თუ რა გზა განვლო მან, ზესტაფონიდან ტელეკომპანია „რუსთავი 2-მდე.” ის, საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტიცაა და ამავდროულად, სხვადასხვა გადაცემის წამყვანიც. თავად ამბობს, რომ ეს გზა რთული სულაც არ ყოფილა. ასეა თუ ისე, ნიკა დღეს ცნობილი სახეა და მისი ქცევა და ხუმრობები ადამიანებს მის მიმართ კეთილგანწყობილს ხდის.

ნიკა გრიგოლია: გასული წელი ჩემთვის როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, კარიერაშიც, იღბლიანი იყო. ცხენი კარგად დამებედა, თუმცა, თხისგან უფრო მეტს ველი. 

– ნიკა, როგორი იყო გზა ზესტაფონიდან ტელესახეობამდე, შემდეგ – მოტოსპორტის პრეზიდენტობამდე და, ბოლოს – გადაცემის წამყვანობამდე?

– ბევრმა არ იცის, რომ საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ და, რომ გაიგებენ უკვირთ. ვინც არ იცის, ვეტყვი, რომ საქართველოს მოტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი ვარ 2009 წლიდან და პერიოდულად ღონისძიებებს ვატარებთ როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთაც. ეს სპორტი არც ისე პოპულარულია ჩვენთან და ბევრი მიმდევარიც არ ჰყავს, თუმცა, ძალიან საინტერესო და აზარტულია. მოტოსპორტი ჩემი საყვარელი საქმეა და ძალიან მიყვარს მოტოციკლით სიარული. რაც შეეხება გზას ზესტაფონიდან თბილისამდე, რიკოთის გავლით, მართალია, ცოტა ბარიერული აღმოჩნდა, მაგრამ, ნელ-ნელა, ჩემი შრომით, გავიიოლე და გადავლახე წინაღობები. გამოგიტყდებით და, მთლად მარტივი გზაც არ ყოფილა, ბევრი შრომა დასჭირდა მის გამოვლას.

– როგორ ფიქრობ, ცხოვრებაში შენი ადგილი უკვე იპოვე თუ ისევ ძიებაში ხარ?

– ამ ეტაპზე, რა ადგილიც უნდა მეკავოს ჩემს ცხოვრებაში, მგონი, იმ ადგილს ვიკავებ, წინ კი მთელი ცხოვრების გზა მაქვს გასავლელი და, ალბათ, კიდევ ბევრ ჩემს ადგილს ვნახავ.

– გარკვეული პერიოდი არ ჩანდი ტელეეკრანზე და ყველას აინტერესებდა, სად გაქრი. თუმცა, ახლა აქტიურად ჩნდები და შენი ხუმრობებით გვახალისებ.

– დიახ, დიდხანს აღარ ვჩანდი ტელევიზიით, ამიტომ, ხშირად ქუჩაშიც მაჩერებდნენ და მეკითხებოდნენ, სად დაიკარგე, ვეღარ გხედავთ, აღარ დაბრუნდები „რუსთავი 2-შიო”?.  ახლა ხომ ვჩანვარ? იმედია, თავს არ გაბეზრებთ ჩემი ხშირი დანახვით.

– მახსოვს, როცა გადაცემა „ერთგულების ტესტის“ წაყვანა შემოგთავაზეს და გკითხე, აკადემიურ სტილს ხომ არ მოგარგებს პროდიუსერი-მეთქი, მიპასუხე: მე წამყვანის ამპლუაში იმავე იმიჯით ვიქნები, როგორსაც მიცნობთ – თავისუფალი, ლაღი, ბუნებრივი, ნატურალური და არა ხელოვნური, პიჯაკში გამოწყობილიო.

– ეს კითხვა და პასუხიც მახსოვს. ჰოდა, თუ იმას გულისხმობთ, რომ გადაცემის „ქუდში“. პიჯაკში გამოწყობილი „ვპუტავ“ გვირილას, ამ პასუხს გამოაკელით ხელოვნური და დანარჩენი იგივე დავრჩი (იცინის).

– ნიკა, „ერთგულების ტესტის” წამყვანი ხარ და ბევრი ცნობილი სახე გამოსცადე საყვარელი ადამიანის ერთგულებაში. შენი თავი თუ გამოგიცდია ამ მხრივ?

– ჩემი თავი რატომ უნდა გამოვცადო? იმ ადამიანმა, ვინც ჩემ გერდითაა,  ძალიან კარგად იცის, როგორი ერთგულიც ვარ! ასე რომ, საკუთარი თავის გამოცდა ერთგულებაში არ მჭიდება. მგონი, ვინც მიცნობს, დამეთანხმება ამაში, და, ზოგადად, არავის სჭირდება გამოცდები, ყველამ თავად იცის, როგორია და რისი გამკეთებელი.

– ესე იგი, შენი გაბმა ქალის მახეში ძნელია?

– ეს ქალებს უნდა ჰკითხოთ. მე უკვე, სიამოვნებით და ნებაყოფლობით, გამაბა ერთმა მახეში, ვფრთხიალებ და ვარ ასე, მის გალიაში გამომწყვდეული (იცინის). 

– ესე იგი, გალიაში ჯდომა გირჩევნია თავისუფლად ფრენას?

– ისე კარგად ვგრძნობ გალიაში თავს, რომ, არ ვაპირებ გათავისუფლებას (იცინის). ეს ხუმრობით, თორემ, სულაც არ ვგრძნობ თავს გალიაში გამომწყვდეულ ჩიტუნიად. 

– აღიარე, „ერთგულების ტესტით” რამდენ ოჯახს შეუქმენი საფრთხე?

– პირიქით, მე „ერთგულების ტესტით” ოჯახებს ვამყარებ და არა საფრთხეს ვუქმნი. რომ გამოცდიან საკუთარ თავს, მერე უფრო ხვდებიან, როგორები არიან, სინამდვილეში რა უნდათ ცხოვრებაში და რა არ უნდათ. მართალია, ზოგი გაიქცა, ზოგი გამოიქცა, მაგრამ, ჯერჯერობით, არავის ოჯახი არ დამინგრევია, ანუ, ეს გადაცემა, პირიქით, ამყარებს ქართულ ოჯახებს. ჩემს გადაცემაში მოხვედრილი ადამიანები იდილიურად ცხოვრობენ დღესაც და  ერთგულების დამტკიცებით მათი თანაცხოვრებისთვის  მე საფრთხე არ შემიქმნია. 

– ესე იგი, როგორც შეგიძლია, ისე ამყარებ ქართულ ოჯახებს?

– ასე გამოდის (იცინის).

– ერთი ის ამბები მომიყევი, სუპერ-სანტა რომ იყავი ბაკურიანში, თანაც სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილი; ცოტა შიში  ხომ არ გაჭამა ცხენმა და ზურა ხაჩიძეს როგორ გადაურჩი ცოლის მიმართ ერთგულების გამოცდის ჩატარების გამო?

– ცხენი ბავშვობიდან მიყვარს და მისი არ მეშინია. რაც შეეხება ზურას, მეც გადავურჩი და ისიც, რაღაცნაირად, გადამირჩა (იცინის). ასე რომ, დანდობაც მოსულა!

– „ნიჭიერის” წამყვანები – ვანიკო და გიორგი რაღას გერჩოდნენ?

– რა ვიცი, აბა, რას მერჩიან?! ეტყობა, ჩემი შურთ (იცინის).

– შენს დანახვაზე რომ ყველას ეცინება, არ გწყინს?

– ის, რომ ჩემს დანახვაზე ეცინებათ, რატომ უნდა მწყინდეს? პირიქით, ის მეწყინება, ჩემს დანახვაზე რომ ტიროდნენ ან საშინელი რეაქცია ჰქონდეთ. ვაღიარებ, შევხვედრივარ ადამიანებს, ვიცი ღიმილიც იმდენად არაადეკვატურია, რომ აქეთ მეცინება მათზე. თუმცა, ხალხის სიყვარულსა და ცნობადობას არ გავუთამამებივარ და თავში არ ამვარდნია.

– სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილი სუპერ-სანტა რომ დაგინახეს ბაკურიანში, ამაზე რა რეაქცია ჰქონდა ხალხს?

– ძალიან მაგარი იყო. ბავშვები რომ დამესივნენ, რეკორდული რაოდენობის ფოტოების გადაღება მომიწია. ვფიქრობ, კარგი თოვლის ბაბუ და მეკვლე ვარ.  ბავშვობაში მეკვლედ რომ მივდიოდი, მთელი წელი წარმატებული იყო იმ ოჯახისთვის. ადრე ასე იყო, ახლა კი სადღა მცალია მეკვლეობისთვის, მთელი ახალი წლის დღეები თავდაყირა ვდგავარ საქმის გადამკიდე. 

– ესე იგი, შენს ფეხებს თუ დავეყრდნობით, წარმატებული წელიწადი უნდა გვქონდეს?

– მთავარია, მე დავეყრდნო ჩემს ფეხებს, მყარად ვიდგე მიწაზე და, ამის მერე გეტყვით, რამდენად წარმატებული წელი გელით. ჩემი წარმატება თქვენი წარმატებაც არ არის? (იცინის).

– საახალწლო საჩუქარი თუ მიიღე თოვლის ბაბუასგან ახალ წელს?

– კი როგორ არა! სხვათა შორის, მე მჯერა თოვლის ბაბუის არსებობის, თან, ნაძვის ხის ქვეშ დევს ყუთი და აწერია ჩემი სახელი, მაგრამ, არ დამიჯერებთ და, ჯერ არ გამიხსნია – ვერ მოვიცალე. ალბათ, ათი წელი იქნება, რაც ახალ წელს სახლში ვერ ვხვდები, სულ გარეთ მიწევს ყოფნა. ეტყობა, ამიტომ მებედება ხოლმე მერე სულ გარე-გარე სიარული – ხან მთაში და ხან ბარში (იცინის).

скачать dle 11.3