კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო ეწყებოდა პანიკური შიში ლაკო ბუკიას და როგორ დაითანხმა ის მომავალმა მეუღლემ ცოლად გაყოლაზე

დიზაინერ ლაკო ბუკიას ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა: ის ცოტა ხნის წინ რეზი მანჯგალაძის მეუღლე გახდა. მათ უკვე მოაწერეს ხელი და მომავალში ჯვრისწერასაც გეგმავენ, თუმცა, როდის ან სად მოხდება ეს, ჯერჯერობით არ გადაუწყვეტიათ. ვულოცავ ამ მშვენიერ წყვილს და დიდ ბედნიერებს ვუსურვებ. 

ლაკო ბუკია: ამ თემაზე იმდენად არავისთან ვლაპარაკობდი, გარდა უახლოესი ადამიანებისა, რომ ბევრი ახლო მეგობრისთვისაც მოულოდნელი იყო. გეგმაში არ მქონდა გათხოვება, როდესაც ამერიკიდან წამოვედი, 8 იანვრისთვის მქონდა აღებული უკან დასაბრუნებელი ბილეთი, მაგრამ, დღესაც აქ ვარ. ზოგადად, ყველაფერს ძალიან ძნელად ვწყვეტ ხოლმე, ეს საკითხი ისე მალე გადავწყვიტე, რომ მეც გამიკვირდა – ერთ წამში გადამიტრიალდა თავში რაღაც. 

– გამაცანი, ვინ არის შენი მეუღლე. 

– ჩემი მეუღლეა რეზიკო მანჯგალაძე. ამჟამად არ მუშაობს, ჩემთან ერთად აპირებს ამერიკაში წამოსვლას და იქ გავაკეთებთ ერთად რამეს. ერთმანეთი დაახლოებით ოთხი წლის წინ გავიცანით. მისი მხრიდან იყო მოწონება, დაინტერესება; დავდიოდით ერთად ცოტა ხანს, მაგრამ, სერიოზული ურთიერთობა არ გვქონია. მერე რაღაცეები შეიცვალა და დაახლოებით ორი წელი საერთოდ აღარ გვქონდა ურთიერთობა. მერე ისევ გამოჩნდა ნელ-ნელა. ამერიკაში რომ ვიყავი, მაშინ დამიწყო მოწერა. შარშან ზამთარში რომ ჩამოვედი, ვიფიქრე, ვნახავ-მეთქი. ვიცნობდი, ვიცოდი, რომ კარგი ადამიანი იყო. ჩვენი ურთიერთობის ათვლა შარშან, 2 იანვრიდან დაიწყო – ერთმანეთი „დავიბედეთ” და იმის შემდეგ სულ ერთად ვართ. როცა წასული ვიყავი, ინტერნეტით ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს, რაც საკმაოდ რთულია. თან, ამერიკა არ არის ევროპა, დროის დიდი სხვაობაა, ცხოვრების სულ სხვა სტილია, მაგრამ, ბევრი კონფლიქტისა და პრობლემების მიუხედავად, ეს ურთიერთობა მაინც შენარჩუნდა. რომ ჩამოვდიოდი, ვეუბნებოდი: დავამთავროთ ურთიერთობა. მაინც არეული ხარ, შორს ხარ, მაგრამ, მერე, ერთმანეთს რომ ვხვდებოდით, ვეღარ ვამთავრებდით ურთიერთობას. 

– ალბათ, აქვს ისეთი თვისებები, რამაც გადაგაწყვეტინა ცოლად გაყოლა.

– ჩემი ოჯახის ახლობელი ამბობდა: ლაკოს ვიღაცამ თავი რომ შეაყვაროს, რაღაც საოცრება უნდა ჩაიდინოსო. რაც უფრო იზრდები, უფრო ძნელია გადაწყვეტილების მიღება. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ, თავად ვიღებ გადაწყვეტილებებს,  თან, სულ საქმეში ვიყავი ჩართული და ამ თემაზე არ ვფიქრობდი. ისეთი თვისებები დამანახვა, რომ გადამაწყვეტინა. ძალიან კეთილია, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია  და, რაც ყველაზე მეტად მომწონს – ცდილობს და ზრუნავს. შეიძლება, ერთმანეთის რაღაცეები არ მოგვწონს, მაგრამ, როცა ცდილობს, რაღაც გამოასწოროს ან შეცვალოს ურთიერთობაში – ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ის ფაქტიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვიტა, ჩემთან ერთად წამოვიდეს ამერიკაში – რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი – შენი ცხოვრება, შენი საქმე გაქვს და, გოგონას გამო ამ ყველაფერზე უარს რომ ამბობ, ეს ძალიან დასაფასებელია. თავიდან 4 ოქტომბერს, ჩემს დაბადების დღეზე უნდა ჩამოსულიყო ამერიკაში. წინა დღეს მომწერა: საელჩოში გავედი და უარი მითხრეს ვიზაზეო. ძალიან ვინერვიულე, მეწყინა. რაც ხდება, ალბათ, ყველაფერი დაგეგმილია; ამიტომაც, საჭირო იყო, ეს ნაბიჯი გადაგვედგა. სხვა შემთხვევაში, შეიძლება, ეს ნაბიჯი არც გადამედგა. ის ფილმი ხომ იცი, ჯულია რობერტსი თავისი ქორწილებიდან რომ იპარება, მეც ასე ვიყავი – რამდენჯერაც ნიშნობას დავთქვამდი, იმდენჯერ გადავდებდი – პანიკური შიში მეწყებოდა. მეგონა, რომ ვიღაცას უნდა მივეჯაჭვო და მერე  მარტო ვეღარ მივიღებ გადაწყვეტილებას-მეთქი, მაგრამ მთლად ასე არ ყოფილა: ერთმანეთს ვუთმობთ ბევრ რამეს. პატარებიც არ ვართ, ჩამოყალიბებული პიროვნებები ვართ და ორივემ ვიცით, რა გვინდა. შიშები მქონდა, ბოლო წამამდე მეგონა, რომ ხელის მოწერაზე არ მივიდოდი. ამიტომაც, ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. 31 დეკემბერს მოვაწერეთ ხელი. 3 საათზე იყო დაგეგმილი და დილით ქორწინების სახლიდან დამირეკეს: გადავწყვიტეთ, პირველ საათზე ვიკეტებით და ადრე მოდითო. ასე უცებ მოვაწერეთ ხელი. დედაჩემმა მითხრა: როგორი არასტანდარტული ადამიანიც ხარ, ისეთი გაქვს ნიშნობაც და ხელის მოწერაცო. რეზისაც უყვარს დაუგეგმავი რაღაცეები, უცბად რომ ხდება ხოლმე. მახსოვს, სააღდგომოდ ჩამოვედი თბილისში. ქორწილში ვიყავი. მომაკითხა, „რედისონში“ წავედით და იქ უცბად მითხრა, ცოლად გამომყევიო. ეს ისეთი მოულოდნელი იყო, გავბრაზდი: რას მეუბნები, რა ხუმრობაა-მეთქი. ჩემთვის ეს ნაბიჯი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ დიდი გააზრება და მოფიქრება მჭირდება, ამიტომ, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო – ასე უცებ როგორ გადაწყვიტა-მეთქი, არადა, დიდი ხნის წინ გადაუწყვეტია. სადაც მივდიოდი, იქ მეუბნებოდა: წამოდი, ახლა გავიპაროთო, მაგრამ, სულ უარზე ვიყავი. 

– ბოლოს როგორ დაგითანხმა? 

– რომ ჩამოვედი, ორივემ გადავწყვიტეთ – რაღაც უნდა შეგვეცვალა ურთიერთობაში. თუ მე ამერიკაში წავიდოდი, მაშინ, ჯობდა, ეს ურთიერთობა დაგვემთავრებინა. მაგრამ, ყაზბეგიდან რომ დავბრუნდი, უცბად გადავწყვიტე ხელის მოწერა. მერე მამაჩემმა თქვა: რა ნიშნავს ხელის მოწერა, ჯერ არ ვიცნობო და უცბად ნიშნობაც გადავწვიტეთ. 24 დეკემბერს გვქონდა ნიშნობა და იმის მერე სულ გადაპატიჟებები გვაქვს: ხან კახეთში ვიყავით, ხან სამეგრელოში; მერე მამამთილმა საჩუქარი გაგვიკეთა – თურქეთში ვიყავით. ყველა ძალიან კმაყოფილია, არჩევანი მომიწონეს. 8 იანვარს პატრიარქმა დაგვლოცა და გვკითხა, როდის იწერთ ჯვარსო. ვუთხარი, ზაფხულში-მეთქი და, არ მოიცადოთ ზაფხულამდე, ახლა დაიწერეთ ჯვარიო. კიდევ, სამეგრელოში ვიყავით, იმ მონასტერში, რომელიც მამამ ააშენა. სამმა მეუფემ დაგვლოცა, თან – შობას. სულ მინდოდა ამ მონასტერში ჯვრის დაწერა და, მიხარია, რომ სწორედ იქ დაგვლოცეს მეუფეებმა. 

– სად აპირებთ ჯვრისწერას?

– მე ამერიკაში მინდა, რეზის – საქართველოში. ჯერჯერობით ვერ დავითანხმე. ჩემებმა „შემოგვაპარეს” – დაიწერეთ ჯვარი სანამ წახვალთო და, ვნახოთ. ამერიკაში აუცილებლად მივდივარ, იქ სამსახურს ვეძებ და არაერთ ინტერვიუზე ვიყავი. ერთადერთი, ის პრობლემაა, რომ ზაფხულში მიმთავრდება ვიზა და, არავის არ უნდა, აიყვანოს სამსახურში ადამიანი, რომელსაც ვიზა უმთავრდება. დიზაინის სახლებში ვეძებ ასისტენტ-დიზაინერის ადგილს. რთულია, დრო სჭირდება სხვადასხვა ეტაპის გავლას. 

– ალბათ, შენი კაბა გეცმევა ქორწილში.

– ერთხელ ინგლისში არაჩვეულებრივ ადგილას მოვხვდი და ასეთ ადგილას წარმომედგინა ჩემი იდეალური ქორწილი: ღია ცისქვეშ, ლამაზი ბუნება, 100 კაცი. არა მგონია, ლონდონში მქონდეს ქორწილი, მაგრამ, თბილისშიც შეიძლება ასეთი ადგილის მოწყობა. კაბაზე არასდროს მიფიქრია, ალბათ, ჩემი ხასიათის კაბა იქნება: სადა, ნაზი და აუცილებლად ჩემი დიზაინით გაკეთებული. 

скачать dle 11.3