კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ უნდა ყოფილ ცოლებთან შერიგება აჩი ფურცელაძეს და სად ბრუნდება ის ქართული, თვალისმომჭრელი ღიმილით

მომღერალი აჩი ფურცელაძე უკვე ცხრა წელია, მოსკოვში ცხოვრობს. თუმცა, ყოველ ახალ წელს თბილისში ჩამოდის, რათა ოჯახში, დედასთან ერთად შეხვდეს ახალ წელს, მეგობრები მოისიყვარულოს და შემდეგ სასიამოვნო მოგონებებით დაბრუნდეს დიდ რუსეთში. სამწუხაროდ, აჩის მეორე ქორწინებაც კრახით დასრულდა და როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი, ეჭვიანობაა ისევე, როგორც პირველი ოჯახის დანგრევისას. ასე რომ, ის დღეს მარტო ცხოვრობს და არც ყოფილ ცოლებთან შერიგებას გეგმავს.

აჩი ფურცელაძე: უკვე წლებია, რუსეთში ვცხოვრობ და შევეჩვიე იქაურ რიტმს. თუმცა, ბოლო დროს, ხშირად მიწევს ჩამოსვლა. 27 იანვარს, დედას, ხატულას დაბადების დღეა და ამ დროს, ყოველთვის მის გვერდით ვარ. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი. ეს ვიზიტი კი სამშობლოში საკმაოდ დამღლელი აღნოჩნდა – კლიპის გადაღებები, მეგობრებთან ქეიფები, ნათესავებთან შეხვედრები, სატელევიზიო შოუებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. თბილისში ჩამოსულს დასვენების შანსი არ მაქვს, უფრო ვიღლები, ოღონდ „სასიამოვნოდ”. სხვათა შორის, ბედობა დღეს თვითმფრინავში შევხვდი და ამ წელს, ფრენაც დამებედა (იცინის). თან, სტომატოლოგიურ პროცედურებს ვიტარებ და დიდ რუსეთში, ჰოლივუდური კი არა, ქართული, თვალისმომჭრელი ღიმილით გავემგზავრები. იმდენად მივეჩვიე რუსეთის ტემპს და ავყევი ფერხულში, აღარ მიჭირს იქ ცხოვრება. თან, თუ საქმეს აკეთებ, ამას ფულიც მოაქვს. გასაგებია, რომ რუსეთში ცხოვრება ძვირია, მაგრამ გასავალიც არის და შემოსავალიც, ანუ, ფული ბრუნავს. განსხვავებით იმისა, რომ საქართველოში ფული მარტო გადის და შემოსავალი ნაკლებია, ანუ ფულის ბალანსი დარღვეულია. ფასები იზრდება და ხელფასები არა. მოსკოვში კი, თუ დახარჯავ, იცი, რომ მეორე დღეს, შემოგივა. ბოლო დროს, კი „ჩამოვარდა უთანხმოება” რუბლსა და დოლარს შორის, მაგრამ მაინც შესაძლებელია, ადვილად გადალახო კაცმა ფინანსური პრობლემები, თუ მუშაობ და შენს საქმეს აკეთებ. რომ ამბობენ, ქართველებს ვერ იტანენ რუსები და ავიწროებენო, ესეც ტყუილია. ფაქტია, არავინ გერჩის, თუ ცუდს არ აკეთებ. მართალია, სტაბილური სამსახური არ მაქვს, მაგრამ სულ დაკავებული ვარ. ვზივარ სახლში, მირეკავენ, მიწვევენ კორპორატიულზე, ჯვრისწერაზე, ნათლობაზე და ასე შემდეგ. საღამოს წამყვანობას მთავაზობენ, მთხოვენ სიმღერას და, ასე რომ, სახლში ვიღებ შეკვეთებს. 

– არასოდეს გიფიქრია, დიდი რუსეთიდან დიდ ამერიკაში, ან ევროპაში მოგესინჯა ძალები?

– სხვათა შორის, არასდროს მიფიქრია სხვაგან წასვლა, რადგან ენის ბარიერი მაქვს. ინგლისური კი ვიცი, მაგრამ იმ დონეზე არა, როგორც რუსული. მე გამიზნულად წავედი მოსკოვში, ვიცოდი, სად მივდიოდი, რა უნდა მეკეთებინდა და ვინ მხვდებოდა იქ. მოსკოვში ნულიდან დავიწყე ცხოვრება, რაშიც მეგობრები დამეხმარენ. ამერიკაში ან ევროპაში კი, ისევ ნულიდან ცხოვრების დაწყება, არ მინდა. ზუსტად ვიცოდი, თუ რამე გამიჭრიდებოდა, ქეთა თოფურია, სოსო პავლიაშვილი, თამარ გვერდწითელი და კიდევ ბევრი ქართველი მეგობარი, რომელიც რუსეთში წარმატებულია, დამეხმარებოდნენ და ასეც მოხდა. მოკლედ, მოსკოვში კარგად ვარ, მეგობრები მყავს, ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ, თბილისში დედას ვეხმარები ფინანსურად და მშვიდად ვცხოვრობ. ასე რომ, ის ოცნება, ამერიკაში შეიძლება, ოფიციანტობიდან დიდ ვარსკვლავად იქცე, არ მინდა. ამ ზღაპრის ახდენა კარგია, მაგრამ მე რეალობაში ყოფნა მირჩევნია. 

– მითხარი, რუსეთში ნულიდან დავიწყე ცხოვრება, ყველაფერი დავძლიე, ჩემი ადგილი დავიკავე, ვშრომობ, ფულს ვაკეთებ  და ახლა თავს კარგად, მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობო. თუმცა, შენს ცხოვრებაში, ბოლო დროს უსიამოვნო ფაქტი მოხდა – მეუღლეს დაშორდი. მტკივნეული თემაა, მაგრამ ფაქტია, პირად ცხოვრებაში არ გიმართლებს. მეთანხმები?

– სამწუხაროდ, მეორე ოჯახი, სამი თვის წინ დამენგრა. თუმცა, ტყუილად ცხოვრებაში არაფერი ხდება და ალბათ, ნებისმიერ მოვლენას კარგი გაგრძელება აქვს, მე ასე მჯერა და მინდა, ასე იყოს. ორჯერ მცდელობისას, რომ ოჯახური ცხოვრება ამეწყო, არაფერი გამოვიდა და დღეს მარტო ვარ. მე და გაია ერთმანეთს მშვიდობიანად დავცილდით. ღმერთმა კარგად ამყოფოს თავის საყვარელ ადამიანებთან ერთად. ეს გამიხარდება და იმედია, იგივეს მისურვებს მეც. 

– უბრალოდ, მართლაც არაფერი ხდება ცხოვრებაში. თუმცა, როგორც ვიცი, ოჯახი სიყვარულით შექმენი და ასე უცბად, მისი დანგრევის მიზეზიც ხომ უნდა არსებობდეს?

– მიზეზი, როგორც პირველი ოჯახის დანგრევისას, ამ შემთხვევაშიც, ეჭვიანობა გახდა. უფრო სწორად, გაუცნობიერებელი ეჭვიანობა. მე ისეთ სფეროში ვარ და ისეთ ხალხთან ვტრიალებ, მანდილოსანი უფრო ბევრია ჩემ გარშემო. ვაღიარებ, ეჭვიანი, რომც არ იყოს ქალი, ჩემთან ურთიერთობისას გახდება, მაგრამ ეს, მისთვის იდეაფიქსი არ უნდა გახდეს. რეალურად, მართლა არ ყოფილა ღალატი, მაგრამ ეჭვიანობამ იმდენი ქნა, ოჯახის დანგრევამდე მიგვიყვანა მე და გაია. ალბათ, ასე ჯობდა. ჩემს პირველ ცოლთან, თამუნასთან ვმეგობრობ და მან მითხრა სწორედ, მე და შენ, მგონი, რაღაც „სტრანნი” გვჭირს, ვერც ერთმა ვერ ავაწყვეთ პირადი ცხოვრებაო (იცინის). ჭორიც გავიგე, თითქოს თამუნასთან შერიგებას ვგეგმავ, მაგრამ ეს ტყუილია. მე ორჯერ არ შევდივარ იმავე წყალში (იცინის).

– ამბობ, ორჯერ არ შევდივარ იმავე წყალშიო. ეს ოჯახის შექმნას არ ეხება? 

– რასაკვირველია, ეხება! ანუ, პირველად რომ დამენგრა ოჯახი, მეორე ისევ შევქმენი, ფაქტობრივად, მეორედ შევედი იმავე წყალში (იცინის). სულ ვამბობ, მე ის ტიპი ვარ, ვინც ყველანაირ სტერეოტიპს ანგრევს-მეთქი და ეს პირად ცხოვრებაზეც გამოვცადე. პირველი ცოლი, თამუნა იმდენად მიყვარს და იმდენად ჩემიანია, რომ მას არაფერს ვუმალავ. ძალიან ეწყინა ჩემი მეორე ოჯახის დანგრევა, მაგრამ რას ვიზამთ, ასე გამოვიდა. ფაქტია, ეს ტრავმაა ჩემთვისაც და ჩემი ყოფილი მეუღლისთვისაც, მაგრამ ეს ცხოვრება აქ ხომ არ მთავრდება? ბევრი მეუბნება, კარგ ცხოვრებას ვერ იშნოვებ, მარტო რომ ხარ ახლა, ხმის გამცემი მაინც არ გინდაო. ხმის გამცემი რა, რადიო ხომ არ არის ცოლი? ურთიერთობაა მთავარი და ის პასუხისმგებლობა, რომ ცოლ-ქმარმა ოჯახში იდილია და კომფორტი შექმნას. როცა არ იცი, რა ხდება ოჯახში, შორიდან არ უნდა განსაჯო ადამიანები. მე და გაიამ ყველაზე კარგად ვიცით, რაც მოხდა ჩვენს შორის. ასე რომ, საცა არა სჯობს, დროულად გაცლა სჯობს! ვფიქრობ, საკოცნელი პირი, კაცმა, საფურთხებლად არ უნდა გაიხადო. ჩვენ ლამის ამ დონეზე მივედით, მაგრამ დროულად მივიღეთ გადაწყვეტილება. მინდა, ოჯახური ცხოვრება ჩემთვის, ცხოვრებაში ერთ-ერთ ლამაზ წერტილად დამრჩეს და არ მინდა, ის მიხაროდეს, რომ ცოლს დავშორდი. გასაგებია, გაბრაზებულ გულზე ათას რამეს ფიქრობ, მაგრამ ადამიანი იმიტომ გქვია, რომ სწორად მიიღო გადაწყვეტილება და დროულად „დაასტოპო”. ვიცი, გაიას ყველაფერი კარგად ექნება, ისევე როგორც მე. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, როგორი ტიპაჟი მინდა ჩემ გვერდით – არ უნდა იყოს  ზედმეტად ეჭვიანი, ბრძნულად და გააზრებულად დგამდეს ნაბიჯებს და ხვდებოდეს, რომ ქალისთვის ვმღერი და არა კაცებისთვის. მე აქედან მაქვს შემოსავალი და თუ ქალისთვის ვმღერი, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ყველა ქალის ვარ?! 

– თავად არ ხარ ეჭვიანი?

– არანაირად. მე ეჭვიანი არ ვარ! ამ ეტაპზე კი, არც ცოლთან შერიგებას ვაპირებ და თან, არ მინდა, ცხელ გულზე ახალი ურთიერთობა წამოვიწყო. არც მას უნდა შერიგება და არც მე – ჰოდა, ჩვენ ჩვენს გზაზე გაგვიმარჯოს!

– როგორც ვიცი, ახლანდელი სამშობლოში ჩამოსვლა საქმიანიც იყო – კლიპი გადაიღეთ, სადაც შენს ბავშვობას შენი ყოფილი ცოლის შვილი – პატარა, უსაყვარლესი სანდრო ასრულებს. რატომ აარჩიე, მაინცადამაინც ის?

– ისე მგავს ჩემი ყოფილი ცოლის შვილი – სანდრიკა ბავშვობაში, ყველას უკვირს, ასე როგორ დაიმსგავსეო. ბევრს ეჭვიც კი შეეპარა, შენი ხომ არ არისო (იცინის). რომ არ ვიცნობდე მამამისს, გუფის, მეც ასე ვიფიქრებდი. ჩემი ბავშვობის სურათები რომ ნახოთ მართლა ვერ განგვასხვავებთ, მაგრამ მამასაც ძალიან ჰგავს. უსაყვარლესი ბავშვია. 

скачать dle 11.3