ბრძნული აზრები
სიდონზი: ის, ვინც ადამიანებს იმედს აძლევს, როგორც უნდა, ისე მართავს მათ.
ჟიჟეკი: ფილოსოფია არ იძლევა პასუხებს, ფილოსოფია სვამს სწორ შეკითხვებს.
შირმერი: შეუძლებელია, ერთდროულად, თავს ცუდად გრძნობდე და კარგზე იფიქრო.
დოილი: დაფიქრდით, ზუსტად ის, რასაც გრძნობთ, სულაც არ არის ის, რაზეც ფიქრობთ.
შოპენჰაუერი: მიზიდულობის კანონი გვამცნობს: „მსგავსი იზიდავს მსგავსს“ და ეს ნიშნავს იმას, რომ, როცა ფიქრობთ რამეზე, თქვენ მსგავს ფიქრებს იზიდავთ.
ტოლსტოი: ერთიანი მატერიის მთავარი სურვილია, იცოცხლოს ადამიანში; ამიტომ, მას სურს, მისცეს მას ყველა ის ნივთი, რაც სჭირდება.
რასინი: სუსტი რწმენა შემოქმედის შეურაცხყოფაა.
ლაროშფუკო: დიდი ნაკლი მხოლოდ დიდ ადამიანებს აქვთ.
კონსტანტინე: მწერლობა გველზე ნადირობაზე უფრო ძნელია.
ოვიდიუსი: იყო შეყვარებული, ეს ნიშნავს, გაცოფებული იყო ჯანმრთელ ჭკუაზე.
მენანდრე: ის, ვისაც ჩვენ ვუყვარვართ, ადვილად ბრაზდება ჩვენზე.
კონფუცი: საშინელება ის კი არაა, რომ შენ მოგატყუეს ან გაწყენინეს, საშინელება ისაა, რომ შენ არ გავიწყდება.
ლინკოლნი: მტრებს ძალიან ადვილად ვამარცხებ იმით, რომ მათ ჩემს მეგობრებად ვაქცევ.
ავრელიუსი: გახსოვდეს, აზრის შეცვლა და ისეთი მოქმედება, რაც შენს შეცდომას გამოასწორებს, უფრო შეჰფერის თავისუფლებას, ვიდრე შეცდომის ჯიუტად დაცვა.
ბაბელი: ადამიანსა და ცხოველს შორის ის განსხვავებაა, რომ ადამიანი წარმოადგენს მოაზროვნე ცხოველს, ცხოველი კი არ წარმოადგენს მოაზროვნე ადამიანს.
ბუასტი: ჭეშმარიტი სიდიადე და დიდებულება ადამიანის გულშია და არა თავში.
გოია: გონებას მოკლებული ფანტაზია ურჩხულს ქმნის, ხოლო ერთმანეთთან შეერთებით ისინი ხელოვნებისა და სასწაულების წყაროა.
პასკალი: სულისთვის ნიშნეულია რწმენა, ნებისთვის – ნდომა; და თუ მათ არ გააჩნიათ რწმენის ან ნდომის ღირსეული საგანი, უღირსი საგნისკენ მიიქცევიან.
აკაკი: თუ კაცი სულ ბედნიერებაში ყოფილა, ის სულით ვერ ამაღლებულა.
ბერდიაევი: სასწაული რწმენისგან უნდა იყოს და არა რწმენა – სასწაულისგან.
თალმუდი: სასწაული არ შეიძლება მოყვანილ იქნეს მტკიცებულებად.
ტაციტუსი: საკუთარი საოჯახო საქმეების მოწესრიგება უფრო რთულია, ვიდრე მთელი პროვინციის მართვა.